ეროვნული ბიბლიოთეკის განცხადება

0
ძვირფასო მეგობრებო! რამდენიმე მნიშვნელოვანი ამბავი: ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომლების ის ნაწილი, ვისაც ამის მცირედი საშუალება გვაქვს, სამოცდაათ წელს გადაშორებული განსაკუთრებული საჭიროების თანამშრომლებისთვის და ზოგიერთი ყოფილი თანამშრომლისთვის, ვქმნით სახელდახელო ფონდს და მათ საპენსიო ბარათებზე დანამატებს დავურიცხავთ. ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელობა საკუთარი თანამშრომლების ნაცვლად ვიმუშავებთ, იმ ძირითადი საჭიროებების შესასრულებლად, რაც ახლა გვაქვს (წიგნების სკანირება და სასწაო დაწესებულებებისთვის ელექტრონულად მიწოდება) ჩვენი წიგნის სახლუკა, საიდანაც ახალი გამოცემების წაღება შეგეძლოთ ბიბლიოთეკის დახურვის გამო, რადგანაც საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, დროებით დაიხურება, რადგან იქ თეორიულად, შეიძლება ათმა და მეტმა ადამიანმა მოიყაროს თავი რიგში. მე ასე ხშირად ვეღარ შეგეხმიანებით, რადგან საქმე გაათმაგდა. იყავით მტკიცედ! და რაც მთავარია
#დარჩისახლში
#კორონაწავამალე
#ეროვნულიბიბლიოთეკა
#გიორგიკეკელიძე
#giorgikekelidze
0