ესპანეთი ეპიდემიის პირისპირ

0
5 500 ადგილიანი საველე ჰოსპიტალი მადრიდში დღეს პირველ პაციენტებს მიიღებს. ადგილობრივი ჰოსპიტალები ვეღარ აუდიან ნაკადს. ამასობაში 70 მეცნიერი აწერს ხელს მოხსენებას და ითხოვს მოსახლეობის სრულ იზოლაციას, ანუ მათ შორის სამსახურში სიარულის აკრძალვასაც, იმისთვის რომ ჯანდაცვის სისტემა არ ჩამოიქცეს, რასაც 25 მარტისთვის ელოდებიან. სანჩესი საგანგებო მდგომარეობას კიდევ 2 კვირით აგრძელებს. 1720 დაღუპული, აქედან 394 ბოლო 24 საათის განმავლობაში. 28 672 დაავადებული, აქედან 3500 მედპერსონალია.
#news
0