მარნეულში კორონოვირუსის ტესტის პასუხები
Marneuli Daily
დღეს, 19 მაისს, მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკაში კორონავირუსის 8 ტესტის პასუხი მიიღეს.
მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკურმა დირექტორმა, ტატა შენგელაიამ განაცხადა, რომ რვავე ტესტის პასუხი უარყოფითია.
„მათი უმეტესობა, 6 ადამიანი, ჩვენი კლინიკის თანამშრომელია, ხოლო ორი მარნეუელელი პაციენტი. ყველა მათგანის ტესტირების პასუხი უარყოფითია“ - განაცხადა მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკურმა დირექტორმა ტატა შენგელაიამ.
მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკურმა დირექტორმა ასევე განაცხადა, რომ დღეს, 19 მაისს, 12:00 საათის მონაცემებით, კლინიკაში კორონავირუსისათვის დამახასიათებელი სიმპტომებით ორი პაციენტია შეყვანილი. მათ ბიოლოგიურ მასალას ლუგარის ლაბორატორიაში შესამოწმებლად, სავარაუდოდ, 20 მაისს გააგზავნიან.
მარნეულის მუნიციპალიტეტი 55 დღიანი ჩაკეტვის შემდგომ 18 მაისს გაიხსნა.
#კორონოვირუსი
#მარნეული
#პასუხები
#MarneuliDaily