რა გახდა საქართველოში ,,მაგთიკომის” ინტერნეტის შეფერხების მიზეზი?

0
დღეს , , მაგთიკომის” ინტერნეტი მომხმარებლებს დროებით არ მიეწოდებოდათ. როგორც CBS Group-ის აღმასრულებელი და , , კავკასუს ონლაინის” ყოფილი გენერალური დირექტორი, ნიკა ჭიაურელი Tbilisi Daily-სთან საუბარში განმარტავს, ყველა დიდი პროვაიდერი ფლობს ორ დიდ დამოუკიდებელი კაბელს, რომელიც საქართველოში შემოდის. სწორედ ამ კაბელების მეშვეობით ხდება ინტერნეტის მომხმარებელებისთვის მიწოდება. ჭიაურელის თქმით, დღის პირველ ნახევარში ერთი კაბელი დაზიანდა და სანამ მას აღანდგენდნენ, მოხდა მეორე კაბელის დაზიანებაც ქალაქ გორთან, რამაც საბოლოდ , , მაგთიკომის” ინტერნეტის პარალიზება გამოიწვია. როგორც ნიკა ჭიაურელმა Tbilisi Daily-ს განუცხდა, ამ ეტაპზე სერვისი აღდგენილია და , , მაგთიკომის” აბონენტებს შეუფერხებლად მიეწოდებათ ინტერნეტი.
#მაგთიკომი
#ინტერნეტი
#კავკასუსონლაინი
#tbilisidaily
0