13 votes
0 comments
1 shares
Save
მთავრობა საზოგადოებას და ბიზნესსექტორს მიმართავს, მკაცრად დაიცვან მიღებული მითითებები
123 views
Mediamall
Tbilisi · 3 months ago

მთავრობის მიერ გაცემული რეკომენდაციებისა და დაწესებული შეზღუდვების აღსრულების მექანიზმები განიხილეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ეკონომიკის თემატური ჯგუფის შეხვედრაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს მთავრობის პრესსამსაურიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა იმ მიზნობრივ ეკონომიკურ გეგმაზე, რომელზეც პრემიერის დავალებით ეკონომიკური გუნდი მუშაობს და რომლის მიზანია, მთავრობა მაქსიმალურად დაეხმაროს იმ მოქალაქეებს, რომლებმაც, შექმნილი ვითარების გამო შემოსავლის წყარო დაკარგეს, ასევე მხარი დაუჭიროს ქართულ ბიზნესს კრიზისის გადალახვაში.

„ეკონომიკის სექტორების შემდგომი მხარდაჭერის პაკეტის შემუშავების პროცესში, მთავრობის ეკონომიკური გუნდი აქტიურად თანამშრომლობს უმსხვილეს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, მათ შორის დამატებითი მატერიალური რესურსების მობილიზების მიმართულებით. ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ ქვეყანაში მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება არ შეფერხდება.

შეხვედრაზე ისაუბრეს მთავრობის მიერ გაცემული რეკომენდაციების აღსრულების პროცესში არსებულ გამოწვევებზე, მათ შორის რეგიონებში მოქმედ ღია აგრარულ ბაზრობებზე. აღინიშნა, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მკაცრად გააკონტროლებს სავალდებულო წესების შესრულებას, ვინაიდან, როგორც ღია, ასევე დახურული ტიპის აგრარულ ბაზრობებზე დაცული უნდა იყოს სოციალური დისტანცირების ნორმები. ამასთან, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების შესაბამისად, საკუთარი სპეცტექნიკით, საქართველოს მასშტაბით სასურსათო ბაზრობებზე დეზინფიცირების სამუშაოებს ჩაატარებს“,-ნათქვამია ინფორმაციაში.

მათივე განმარტებით, შეხვედრისას ყურადღება დაეთმო პირბადეებისა და სადეზინფექციო საშუალებების ადგილობრივ წარმოებას. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ინფორმაციით, ქვეყანაში ამ კუთხით წარმოება უკვე გამართულია და 23 მარტიდან დაიწყება პირბადეების დარიგება 70 წელს გადაცილებული მარტოხელა მოხუცებისთვის, შემდეგ კი თანდათან კერძო სექტორის ყველა პრიორიტეტული ჯგუფისთვის, რომელიც უშუალოდ მოქალაქეებს ემსახურება.

„განიხილეს საკარანტინო სივრცეების დამატებით მოძიების აუცილებლობა, რამდენადაც მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეიდან სამშობლოში დაბრუნებული ყველა მოქალაქე სავალდებულო 14-დღიან კარანტინს გაივლის. აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულება მოითხოვს დამატებითი საკარანტინო სივრცეების მობილიზებას, რაზეც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ინტენსიურ რეჟიმში მუშაობს.

შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ მთავრობისთვის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნვა და ვირუსის გავრცელების მაქსიმალურად შენელება, შესაბამისად, საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნება გაწერილი გეგმის შესაბამისად, ეტაპობრივად განხორციელდება. სწორედ ამ მიზანს ემსახურება მთავრობის ის გადაწყვეტილებაც, რომლის თანახმად, მეზობელი სახელმწიფოებიდან საქართველოში შემოსვლა მოქალაქეებს მხოლოდ ლარსის, სადახლოს, წითელი ხიდის და სარფის სასაზღვრო-გამშვები პუნქტების გავლით შეუძლიათ. აღნიშნული შეზღუდვები არ ვრცელდება სატვირთო მოძრაობაზე.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო, მეტი ეფექტურობის მიზნით, დაყოფილია ჯანდაცვის, ეკონომიკურ და სამართალდაცვით თემატურ ჯგუფებად და პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით რეგულარულად იკრიბება. შეხვედრებში აქტიურად მონაწილეობენ პარლამენტის შესაბამისი კომიტეტების თავმჯდომარეები“,-ნათქვამია პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

#მთავრობა #საქართველო #კორონავირუსი #ბიზნესი
Mediamall
Tbilisi · 3 months ago
Similar Posts
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
Batumi · 2 weeks ago
ქუთაისის საკრებულოს მიერ თანამდებობის პირთა და უწყებათა კონტროლი უმეტეს შემთხვევაში ფორმალური ხასიათის იყო - “გამჭვირვალობა საქართველო''
“გამჭვირვალობა საქართველომ“ ქუთაისის საკრებულოს
“გამჭვირვალობა საქართველომ“ ქუთაისის საკრებულოს
Kutaisipost
Kutaisi · 2 weeks ago
„მზად ვართ შევასრულოთ რეისები, როგორც კი აღდგება ფრენები“ – „ვიზეარი“
უნგრული კომპანია "ვიზეარი" ქუთაისის აეროპორტიდან გასვლის შეს
უნგრული კომპანია "ვიზეარი" ქუთაისის აეროპორტიდან გასვლის შეს
Batumi Daily
Batumi · 3 months ago
სარფის საბაჟო ღია იქნება
სარფის საბაჟო ღია იქნება საქართველოს მოქალაქეებისთვის სარფის
სარფის საბაჟო ღია იქნება
სარფის საბაჟო ღია იქნება საქართველოს მოქალაქეებისთვის სარფის
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
Batumi · 2 weeks ago
8 სტუდენტი პრაქტიკულ სწავლებას გერმანულ საკრუინგო კომპანიაში გაივლის
ბათუმის საზღვაო აკადემიის 8 სტუდენტი 6 თვიან პრაქტიკულ სწავლ
ბათუმის საზღვაო აკადემიის 8 სტუდენტი 6 თვიან პრაქტიკულ სწავლ
Marneuli Daily
Marneuli · 2 weeks ago
ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის რესტავრაციისათვის თანხები ა.ა.ი.პ „სუფთა მარნეულის“ ბიუჯეტიდან გამოიყო.
მარნეულის მერიის წინ მდებარე ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის რესტ
ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის რესტავრაციისათვის თანხები ა.ა.ი.პ „სუფთა მარნეულის“ ბიუჯეტიდან გამოიყო.
მარნეულის მერიის წინ მდებარე ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის რესტ
Apsnypress
Sokhumi · 2 weeks ago
Аслан Бжания поздравил Семена Григорьева с юбилеем
Первому Чрезвычайному и Полномочному Послу России в Абхазии
Первому Чрезвычайному и Полномочному Послу России в Абхазии
Tbilisi Daily
Tbilisi · 3 months ago
მთავრობის ადმინისტრაცია უწყებათაშორისო საბჭოს დღევანდელი სხდომის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
მთავრობის ადმინისტრაცია კორონავირუსთან დაკავშირებით შექნილი
მთავრობის ადმინისტრაცია უწყებათაშორისო საბჭოს დღევანდელი სხდომის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
მთავრობის ადმინისტრაცია კორონავირუსთან დაკავშირებით შექნილი
Tbilisi Daily
Tbilisi · 2 months ago
ეპიდემიოლოგიური ვითარების ანალიზის საფუძველზე, შესაძლოა მოხსნილი შეზღუდვები ხელახლა დაწესდეს
შეზღუდვების მოხსნის და ეკონომიკური გახსნის პირველი ეტაპის მი
ეპიდემიოლოგიური ვითარების ანალიზის საფუძველზე, შესაძლოა მოხსნილი შეზღუდვები ხელახლა დაწესდეს
შეზღუდვების მოხსნის და ეკონომიკური გახსნის პირველი ეტაპის მი
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
Batumi · 2 weeks ago
სოციალური აგენტების ფიქსირებული ანაზღაურება 150 ლარით გაიზარდა-სამინისტრო
დღეიდან სოციალურ აგენტების ფიქსირებული ანაზღაურება 150 ლარით
დღეიდან სოციალურ აგენტების ფიქსირებული ანაზღაურება 150 ლარით
Pirveliradio Ge
Tbilisi · 2 months ago
საკოორდინაციო საბჭო თბილისისა და რუსთავის გახსნის საკითხზე გადაწყვეტილებას კვირის ბოლომდე მიიღებს
პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით უწყებათაშორი
საკოორდინაციო საბჭო თბილისისა და რუსთავის გახსნის საკითხზე გადაწყვეტილებას კვირის ბოლომდე მიიღებს
პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით უწყებათაშორი