თბილისის ინფექციური საავადმყოფოს რვა პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

0
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კლინიკაში მყოფ რვა პაციენტთან დაკავშირებით კორონავირუსზე ჩატარებული ტესტის პასუხი უარყოფითია. მისივე თქმით, კვლევის შედეგებს კიდევ ექვსი პაციენტის შემთხვევაში ელოდებიან. „რვა პაციენტს ჩაუტარდა ტესტირება და რვავესთან უარყოფითი პასუხი იქნა მიღებული, დღეს საღამოს აღებულია ექვს პაციენტზე კვლევა“ , - აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.
#კორონავირუსი
#კოვიდ19
#ინფექციურისაავადმყოფო
0