ინტერიერი და არქიტექტურა მშობლიური აფხაზეთიდან - გაგრა
Sokhumi Daily
აფხაზეთი გამორჩეული მხარეა ყველა კუთხით. არქიტექტურის მხრივაც ერთ-ერთი ყველაზე მდიდარ მხარე იყო საბჭოთა კავშირშიც, აფხაზეთის ომამდე.
ქალაქებში მრავლად იყო სანატორიუმები, სასტუმროები, კაფე-რესტორნები და დასასვენებელი სახლები.
მათი ინტერიერიც დახვეწილი, გამორჩეულად ლამაზი იყო.
პირველად გაგრა წითელი არმიის ხელში 1921 წლის 21 თებერვლიდან აღმოჩნდა.
ლენინის სპეციალური დეკვეთით გაგრა „საერთო სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის სამკურნალო ცენტრი“ გახდა. ქალაქში გაიხსნა მალარიის საწინააღმდეგო ცენტრი.
30-იანი წლებიდან გაგრა მთელი წლის კურორტი გახდა. აშენდა მეტეოროლოგიური სადგური. დაიწყო სანატორიუმების აგება, ქუჩების კეთილმოწყობა. 1921-41 წლებში აფხაზეთის კურორტების კეთილმოწყობაზე სულ 40 მილიონი რუბლი დაიხარჯა.
მეორე მსოფლიო ომის პერიოდში გაგრა ფრონტისპირა ქალაქი გახდა და ყველა სანატორიუმი ჰოსპიტლად გადაკეთდა. ომის შემდეგ კურორტის სამშენებლო სამუშაოები გრძელდება და დღევანდელ სახეს უკვე 1970-იან წლებში იღებს ერთ-ერთ უდიდესი სანატორიუმის „კავკასიონის“ აშენებით. ამ პერიოდში ახალ გაგრაში თერმულ-მინერალური წყალი აღმოაჩინეს და ბალნეოლოგიური კომპლექსი გახსნეს.
1992 წლის 2 ოქტომბრიდან დღემდე, ქალაქი კვლავ რუსეთის მიერაა ოკუპირებული.
დღეს აფხაზეთის გამორჩეულ არქიტექტურულ ნიმუშებზე მოგიყვებით, რომლებიც სამწუხაროთ დღეს ნგრევის პირასაა.
რესტორანი გაგრაში
სასტუმრო "საქართველო"
ოკუპირებულ აფხაზეთის საკურორტო ქალაქ გაგრაში მდებარე ეს ერთ დროს ბრწყინვალე სასტუმრო, დღეს გაუკაცრიელებული და ნანგრევებად ქცეულია.
წლების წინ სასტუმრო „გრუზია“ ბევრისთვის საყვარელი ადგილი იყო.
ასე გამოიყურებოდა 1970-იან წლებში თავისი ულამაზესი არქიტექტურით ცნობილი სასტუმრო.
პრინც ოლდენბურგის სასახლე
რკინიგზის სადგური გაგრიფში
გაგრის რკინიგზის ხიდის კოლონები
სადგურის ყოფილი მოსაცდელი დარბაზი
კინოთეატრის კოლონადა ღამით
სტალინის დაჩა
საცურაო აუზი - ამრა
ავტორი - მარიამ თოფურია / მომო
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.
Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
-
#გაგრა #აფხაზეთი #სოხუმი #sokhumi
#SokhumiDaily