COVID 19 - რა უნდა ვიცოდეთ ვირუსზე, რომელსაც მსოფლიო ებრძვის

0
97 ქვეყანა და 100 ათასზე მეტი დაინფიცირებული - მსოფლიო კორონავირუსის მესამე ეპიდაფეთქებას ებრძვის. ბოლო მონაცემებით, დაინფიცირებულთა რაოდენობა 111 224 ადამიანს შეადგენს. გარდაცვალების საერთო მაჩვენებელი 3 800-ზე მეტია, გამოჯანმრთელებული ადამიანების რაოდენობა კი 62 109-ზე მეტია. დასენიანებულ ქვეყნებს შორის საქართველოც არის, სადაც ბოლო კვლევებით კორონავირუსის 15 დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა. მათი უმრავლესობა იტალიასთან პირდაპირ, ან ირიბ კონტაქტს უკავშირდება. ყველა პაციენტი მკურნალობას ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში გადის. რა არის კორონავირუსი? კორონავირუსები წარმოადგენენ ვირუსების დიდ ოჯახს, რომელთაც შეუძლიათ გამოიწვიონ ნაკლებად მძიმე დაავადება, მაგალითად, ჩვეულებრივი გაციება და სხვა უფრო მძიმე დაავადებები, როგორიცაა MERS-CoV და SARS-CoV. ახლადაღმოჩენილი კორონავირუსი არის ახალი შტამი, რომელიც ადამიანებში მანამდე არ იყო გამოვლენილი. კორონავირუსი არის ზოონოზი, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი გადაცემა ცხოველიდან ადამიანზე ხდება. თავდაპირველად ეს ვირუსი სწორედ ცხოველებში არსებობდა, თუმცა მოგვიანებით ადამიანებზეც გავრცელდა. ვირუსის გავრცელების ერთ-ერთი თეორია ღამურებს და მათ მიერ ვირუსის სხვა ცხოველებზე გავრცელებას უკავშირდება. ამ ვერსიით, ღამურებმა შესაძლოა დაასნებოვნეს ბაზარზე არსებული გარემო, ვირუსი მოხვდა სხვა ცხოველებზე, შემდეგ კი, ეს ცხოველები საკვებად გამოყენეს, რის გამოც, ადამიანების დაინფიცირება მოხდა. ვირუსი ჰაერწვეთოვანი გზით ვრცელდება, რაც შემდგომში დაინფიცირებულთა დიდ რაოდენობაში ისახება. კორონავირუსის სიმპტომები კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის ძირითადი ნიშნებია რესპირატორული სიმპტომები: ცხელება, ხველა, ქოშინი და სუნთქვის გაძნელება. უფრო მძიმე შემთხვევებში, ინფექციამ შეიძლება გამოიწვიოს პნევმონია, მძიმე მწვავე რესპირატორული სინდრომი, თირკმელების უკმარისობა და სიკვდილიც კი. კორონავირუსი მეტად საშიშია იმ ადამიანებისათვის, ვისაც აქვს კარდიოვასკულარული დაავადებები, ასევე ასთმა, ფილტვის პათოლოგიები და დიაბეტი. რაც შეეხება კორონავირუსისგან თავის დაცვის ხერხებს, რადგან COVID-19 ახალი ტიპის ვირუსია, მის საწინააღმდეგოდ ვაქცინა ჯერჯერობით არ არსებობს. ამასთან, დაავადებათა კონტროლის ცენტრსა და ინფექციურ საავადმყოფოში კონკრეტულ რეკომენდაციებს იძლევიან. მეტი დეტალის გასარკვევად "ფორმულა" ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელს თენგიზ ცერცვაძეს დაუკავშირდა. როგორც მან ჩვენთან საუბარში აღნიშნა, მოქალაქეებმა აუცილებლად უნდა მიაქციონ ყურადღება ჰიგიენას. „ზოგადად ასეთ გარემოში ვირუსი ძლებს 4-5 დღე, ხანდახან 9 დღე. მნიშვნელოვანია, რომ არ შევეხოთ ცხოველებს. თავი მოვარიდოთ ფერმებს და თერმული დამუშავების გარეშე არ შევიძინოთ პროდუქტები. გავრცელდა ასევე ინფორმაცია, რომ ჩინეთში სწორედ ასეთი ბაზრის პირობებში გავრცელდა ვირუსი", - განაცხადა ცერცვაძემ. მან ბოქსირებული განყოფილებების რაოდენობაც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ამ ეტაპისთვის ინფექციურ საავადმყოფოში საკმარისი ბოქსია. ამასთან, საავადმყოფოს ხელმძღვანელმა იმედი გამოთქვა, რომ შესაძლო დაინფიცირებულთა ან დასენიანებული ქვეყნებიდან ჩამოსულთათვის მეტი ალტერნატიული ფართი შეიქმნება. ცერცვაძე, ამბობს, რომ ამ ეტაპზე ინფექციურ საავადმყოფოში გადაჰყავთ ყველა პაციენტი, მათ შორის ისინიც, ვისაც დასენიანებულ ქვეყნებთან კავშირი ჰქონდა. "რაც შეეხება ბოქსირებულ განყოფილებას, ვინაიდან ერთ ვირუსთან გვაქვს საქმე, 1 ბოქსში ვანვათავსებთ 3-4 პაციენტს და ამ ეტაპზე ეს საკმარისია. მაგრამ, თუ გაიზარდა ინფიცირებულთა რაოდენობა, როგორც ეს მაგალითად ჩინეთში და სხვაგან მოხდა, რა თქმა უნდა, ეს ბოქსები არ იქნება საკმარისი. თუმცა, ჯანდაცვის სამინისტრო ამაზე მუშაობს და ალტერნატიულ ფართებს ათავისუფლებს. პირები, რომლებსაც არ აქვთ სიმპტომები და არ ყოფილან კონტაქტში დაინფიცირებულებთან, პირები, რომლებიც მაგალითად უბრალოდ მოგზაურობდნენ იტალიაში, ისინი განთავსდებიან სწორედ ამ ალტერნატიულ განყოფილებებში, მაგალითად ტუბერკულოზის ცენტრში, ან სპეციალურ სასტუმროში. არ არის აუცილებელი, რომ ეს ფართები იყოს პროფილური, მთავარია პაციენტებზე დაკვირვება მოხდეს. ჩვენ ბოქსებში მოხვდებიან მხოლოდ ისინი ვისაც დაუდასტურდებათ ვირუსი ან ექნებათ კლინიკურად დადასტურებული სიმპტომები. მეტი დეტალის გასარკვევად "ფორმულა" ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელს თენგიზ ცერცვაძეს დაუკავშირდა. როგორც მან ჩვენთან საუბარში აღნიშნა, მოქალაქეებმა აუცილებლად უნდა მიაქციონ ყურადღება ჰიგიენას. „ზოგადად ასეთ გარემოში ვირუსი ძლებს 4-5 დღე, ხანდახან 9 დღე. მნიშვნელოვანია, რომ არ შევეხოთ ცხოველებს. თავი მოვარიდოთ ფერმებს და თერმული დამუშავების გარეშე არ შევიძინოთ პროდუქტები. გავრცელდა ასევე ინფორმაცია, რომ ჩინეთში სწორედ ასეთი ბაზრის პირობებში გავრცელდა ვირუსი", - განაცხადა ცერცვაძემ.
#
მეტი დეტალის გასარკვევად "ფორმულა" ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელს თენგიზ ცერცვაძეს დაუკავშირდა. როგორც მან ჩვენთან საუბარში აღნიშნა, მოქალაქეებმა აუცილებლად უნდა მიაქციონ ყურადღება ჰიგიენას. „ზოგადად ასეთ გარემოში ვირუსი ძლებს 4-5 დღე, ხანდახან 9 დღე. მნიშვნელოვანია, რომ არ შევეხოთ ცხოველებს. თავი მოვარიდოთ ფერმებს და თერმული დამუშავების გარეშე არ შევიძინოთ პროდუქტები. გავრცელდა ასევე ინფორმაცია, რომ ჩინეთში სწორედ ასეთი ბაზრის პირობებში გავრცელდა ვირუსი", - განაცხადა ცერცვაძემ.
#covid19
#coronavirus
#stopcovid19
#pandemy
0