საია ბათუმში მდებარე ფიტნესკლუბის — Reformerfitness-ის საქმეში ჩაერთო

On.ge

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ბათუმში მდებარე ფიტნესკლუბის Reformerfitness-ის საქმეში ჩაერთო. ფიტნესკლუბის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 2481 მუხლით დაიწყო, რაზეც საია აცხადებს, რომ აღნიშნული მუხლი არაკონსტიტუციურია. https://on.ge/story/70602-საია-ბათუმში-მდებარე-ფიტნესკლუბის-reformerfitness-ის-საქმეში-ჩაერთო აღნიშნული მუხლის თანახმად, დანაშაულს წარმოადგენს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებით დადგენილი იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევა, თუ ეს ქმედება იმ პირის მიერაა ჩადენილი, რომელიც ამავე წესების დარღვევისთვის ერთხეულ უკვე იყო დაჯარიმებული საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 4210 მუხლის საფუძველზე და სახდელდადებულია. #News