სოფლში არსებული პრობლმების მოგვარება ჩვენი ვალია..!

0
საქართველოს ძალიან ბევრ სოფელში არ არის სანაგვე ურნები, ამიტომ მოსახლეობას საყოფაცხოვრებო ნაგვის ქუჩაში ან ტყეში გადაყრა უწევს, რაც დიდ ზიანს აყენებს ეკოლოგიას და საფრთხეს უქმნის ცხოველების ჯანმრთელობას. ჩვენს სოფელში ეს პრობლემა ნაწილობრივ მოგვარდა და დაიდგა სანაგვე ურნები, თუმცა, ერთი პრობლემის მოგვარებით ახალ პრობლემას გადავაწყდით. კერძოდ, არ ხდება სანაგვე ურნების რეგულარულად გასუფთავება. შესაბამისად, მის მიმდებარე ტერიტორიაზე შეინიშნება მძაფრი სუნი, რაც ნარჩენების ლპობის შედეგადაა გამოწვეული. პ.ს ჩემი მიზანია, ეს და კიდევ სხვა მრავალი პრობლემა თქვენამდე მოვიტანო სწორად და არა გადაჭარბებულად. მოგვარების გზებზე კი შესაბამისმა ორგანოებმა უნდა იფიქრონ. პატივისცემით, შოთა👋
#გააჟღერე
Feedc
#ახალიამბები
0