ჟურნალისტი აკაკი გოგიჩაიშვილი აჭარის ტელევიზიაში პროდიუსერი იქნება
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
პირველი ივლისიდან აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის მთავარი გამოშვების პროდიუსერი იქნება ჟურნალისტი, აკაკი გოგიჩაიშვილი. „რადიო თავისუფლებას“ მან უთხრა, რომ მას ჯერ შრომითი კონტრაქტი არ უნახავს, თუმცა შეთავაზებას დასთანხმდა, რომელიც აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსისგან ვახო ხუზმიაშვილისგან მიიღო: „მთხოვა დახმარება სიტუაციის დალაგებაში, ხარისხის გაუმჯობესებასა და სტრანდარტების ამაღლებაში“, - ამბობს აკაკი გოგიჩაიშვილი.
თავად ვახო ხუზმიაშვილი აჭარის ტელევიზიაში საინფორმაციო სამსახურის უფროსი მაუწყებლის დირექტორის გოგა კოხრეიძის გადაწყვეტილებით გახდა, მას შემდეგ, რაც ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურს 10-ზე მეტი ჟურნალსიტი ჩამოაშორეს, სამი კი სამსახურიდან გაათავისუფლეს. გოგა კოხრეიძეს, აჭარის მაუწყებლის 11 ჟურნალისტი სასამართლოში შრომითი უფლებების დარღვევას ედავება. ორმა კი პროკურატურაში შეიტანა საჩივარი და დირექტორის მხრიდან მათი დევნის შესწავლას მოითხოვს. საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს 80-მდე ჟურნალისტმა, თებერვალში ალტერნატიული პროფკავშირები შექმნა შრომითი უფლებებისა და სიტყვის თავისუფლების დასაცავად.
https://www.radiotavisupleba.ge/a/30696951.html
#ახალი_ამბები
#twitter