ციხისძირი

0
პეტრას ციხიდან (რომელსაც ადგილობრივმა ქაჯეთის ციხეც უწოდა) ბილიკს რომ ქვემოთ ჩაუყვებით, მაშინ იწყება თავგადასავალი. ოჯახის წევრებმა ერთდროულად დავასკვენით, რომ სწორედ ამ ციხის ქვემოთ მდებარეობის გამო მიიღებდა სოფელი სახელწოდებას. მოკლედ, დასაწყისში ბილიკი ორად გაიყოფა, - მარცხენა წყაროსთან მიგიყვანთ, მარჯვენა კი - ლიანდაგებზე. გზას სწორედ ლიანდაგებიდან გააგრძელებთ და დროდადრო აუცილებლად გაიფიქრებთ, რომ თავი , , ასასინის" თამაშში, რომელიღაც კუნძულზე მდებარე ჯუნგლებში ამოყავით. მალევე გამოჩნდება ჩასასვლელი ბანანის ტყეებისკენ, რომელიც ფოტოგრაფობის ან კამერის წინ პოზიორობის მოყვარულთათვის საუკეთესო იქნება.
ბანანის ხეები სანაპირომდე გაგიყვანთ, სადაც დაგხვდებათ ბევრი ახალგაზრდა, შესაძლოა მუსიკაც, პატარა ჩანქერი და უზარმაზარ, კლდისებურ ქვაზე დატოვებული პლასტმასის ცისფერი სკამი :დ
გზას თუ გააგრძელებთ, ლოკალურ სამოთხე-სასტუმროს - , , კასტელო მარეს" მიადგებით, სადაც ფილმებში, ან სელებრითების ინსტაგრამ ფოტოებში რომ გინახავთ, - დიდი აუზიდან ხედი პირდაპირ ზღვაში, სავარჯიშო მოწყობილობები და მსგავსი რამეები დაგხვდებათ.
თქვენ რა აღმოაჩინეთ წელს საქართველოში მოგზაურობისას?
#მოგზაურობა
#გააჟღერე
#გაატარეზაფხულისაქართველოში
#ზღვა
#ბუნება
#ფოტოგრაფია
#საქართველო
Feedc
Tsikhisdziri
0