ანგელა მერკელი თვითიზოლაციაშია, ექიმს, ვისთანაც მას კონტაქტი ჰქონდა, კორონავირუსი დაუდგინდა

0
გერმანიის კანცლერი კარანტინშია, ანგელა მერკელმა თვითიზოლაციაში გადასვლის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ერთ-ერთ ექიმს, რომელთანაც მას კონტაქტი ჰქონდა, კორონავირუსი დაუდგინდა. გერმანიის მთავობის პრეს-სპიკერმა განაცხადა, რომ პარასკევს ანგელა მერკელმა პნევმონიის პრევენციისთვის ვაქცინა გაიკეთა, დღეს კი გაირკვა, რომ ექიმს, რომელმაც მას პროცედურა ჩაუტარა კორონავირუსი დაუდგინდა. გერმანიის მთავრობის ინფორმაციით, კანცლერს მომდევნო დღეების განმავლობაში ტესტირება ინტენსიურ რეჟიმში ჩაუტარდება, მთავრობის მეთაურის მოვალეობას კი სახლიდან შეასრულებს. ექიმის დიაგნოზის შეტყობამდე, ანგელა მერკელმა დღეს პრესკონფერენცია ჩაატარა. ოფიციალური მონაცემებით, გერმანიაში კორონავირუსით ინფიცირების 24, 809 და გარდაცვალების 93 შემთხვევა არის აღრიცხული.
#news
0