5 votes
0 comments
0 shares
Save
93 views
გუქიტო კვარაცხელია
Tsalenjikha · 3 months ago

კარანტინი როგორც ასეთი 😀😆


გუქიტო კვარაცხელია
Tsalenjikha · 3 months ago
Similar Posts
Tbilisi Daily
Tbilisi, Georgia · 1 month ago
სოფელი, რომელსაც არ სჯერა, რომ კორონა არსებობს
ხატისოფელი და მუშევანი ორივე პატარა სოფელია, მაგრამ დაზიანების მაჩვენებლით თუ ვიმსჯელებთ, ლამის იტალიაა, - ამის შესახებ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა. როგორც იმნაძე ამბობს, „მუშევანი არის მაგალითი ხალხის, რომელსაც არ სჯერა, რომ კორონა არსებობს“. „ბოლნისის მუნიციპალიტეტში რაც ხდება, ახალი არ არის. კიდევ იჩინა თავი ახალმა შემთხვევებმა - ეს არის და ეს. სოფელი მუშევანი არის მაგალითი ხალხის, რომელსაც არ სჯერა, რომ კორონა არსებობს. ჰგონიათ, რომ ეს არის ჩვეულებრივი გრიპი. ახლა ჩამოვიდნენ იქიდან ჩვენები - 150-ზე მეტი სინჯი ავიღეთ. გვინდა ყველა გამოვიკვლიოთ. ორივე პატარა სოფელია, მაგრამ დაზიანების მაჩვენებლით თუ ვიმსჯელებთ, ლამის იტალიაა. ბოლნისში ვირუსი მარნეულიდან შევიდა და გავრცელდა. როცა ადამიანებს არ სჯერათ ვირუსის არსებობა, სახელმწიფო რეგულაციებით ვერაფერს გახდები - ბოლოს და ბოლოს, ყველა ადამიანს თითო პოლიციელს ხომ არ მიუჩენ?! თვითონ თუ არ გაითავისეს საფრთხე და არ დაიცვეს წესები, ერთმანეთთან სიარული და ქეიფი არ აკრძალეს, შედეგი ყოველთვის ასეთი იქნება. კარანტინი კი არის გამკაცრებული, მაგრამ კაცი რომ მეზობელთან უკანა ეზოში გადავა, იმას ქუჩიდან ხომ ვერ გააკონტროლებ?“ - აღნიშნა იმნაძემ. მისივე თქმით, არსეული სიტუაციის შესაცვლელად მოსახლეობასთან დიალოგია საჭირო. „ეს ის სოფელია(მუშევანი), სადაც აგრესიულად დახვდნენ ექიმებს და ავადმყოფს არ ატანდნენ, ხომ გახსოვთ? ახლა იქაურ ავტორიტეტულ ადამიანებთან ვმუშაობთ, რომ ვირუსის შესახებ მეტი გაიგონ და საფრთხეც გააცნობიერონ. სამწუხაროდ, რუსული მედია, რომელსაც იქ ხშირად უსმენენ, თავიდან ყველას მოუწოდებდა, რომ ეს ჩვეულებრივი ვირუსია და საშიში არაფერია... სწორედ ამიტომ ახლა რუსეთის მოსახლეობასაც ვეღარ არწმუნებენ, რომ მდგომარეობა სერიოზულია. სოფლებში მოსახლეობის უმრავლესობა არაქართველია, თუმცა არც ბოლნისის ქართველი მოსახლეობა აკლებდა ხელს, ასე რომ, მიზეზად მხოლოდ ინფორმაციის სიმცირეს ვერ დავასახელებთ. ბოლნისი არის მკაფიო მაგალითი იმისა, რა მოხდებოდა საქართველოში, მოსახლეობა სახელმწიფოს ყველა მითითებას რომ არ დამორჩილებოდა. მხოლოდ სახელმწიფო რეგულაციებით სიტუაცია ვერ მოგვარდება. ზომები კი გამკაცრდა და მთელი ეპიდემიური კერა კარანტინშია მოქცეული, მაგრამ ახლა მთავარია, ყველა ადამიანი გამოვიკვლიოთ, ვისაც დასჭირდება, გადავიყვანოთ თვითიზოლაციაში, დავადგინოთ საკონტაქტო პირები, რომ მუნიციპალიტეტში ეს სიტუაცია როგორმე ჩაცხრეს“, - განაცხადა იმნაძემ და დასძინა, რომ ბოლნისში შემთხვევათა მატებას ელოდებიან. „ასეულობით - არა, მაგრამ რამდენიმე ათეული იქნება. საქართველოში შემთხვევათა უმრავლესობა საკარანტინო ზონებიდან არის და ეს კარგია, რადგან ამ ხალხის აღმოჩენით თავიდან ავიცილეთ დაავადების უფრო გავრცელება“, - განაცხადა იმნაძემ.
ამერიკის ხმა
Tbilisi, Georgia · 5 days ago
პანდემიის პიკი ტეხასში - ექიმები შტატში ნიუ-იორკის სცენარის განმეორებას არ გამორიცხავენ
კოვიდ-19-ით ინფიცირებული 10 000 ადამიანი ერთ დღეში - ტეხასში ახალი კორონავირუსის პანდემიის პიკი საწყის ეტაპზეა. როგორც ექიმები ამბობენ, საავადმყოფოების დიდი ნაწილი უკვე გადატვირთულია და მიაჩნიათ, რომ შესაძლოა შტატში ნიუ-იორკის სცენარი განვითარდეს, როცა საავადმყოფოებს პაციენტების მიღება უჭირდათ. ექიმი ჯოზეფ ვარონი ტეხასში United Memorial Medical Center-ის სამედიცინო დირექტორი ამბობს, რომ ბოლო დღეებში საავადმყოფოში მიმართვიანობის რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. "დღეს ჩვენ ბევრად ცუდი ვითარება გვაქვს ვიდრე ორი კვირის წინ გვქონდა. სამი კვირის განმავლობაში უფრო მეტი პაციენტი მივიღეთ ვიდრე მანამდე 10 კვირის განმავლობაში. მე ვვარაუდობ რომ შემდეგ ორ კვირაში ჩვენ შეიძლება აღმოვჩნდეთ იმ მდგომარეობაში რა მდგომარეობაც ორი თვის წინ იყო ნიუ-იორკში,"- ამბობს ექიმი ჯოზეფ ვარონი. ექიმი ვარონი ამბობს, რომ ინფიცირებულთა მნიშვნელოვანი ზრდა სპეციალისტების რეკომენდაციების არ შესრულებამ და საზოგადოების არასწორმა დამოკიდებულებამ განაპირობა. მისივე აზრით, გასული შაბათ კვირა, როცა ამერიკელები დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავდნენ, დაინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის თვალსაზრისით ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორია. ის ფიქრობს, რომ ინფიცირების მაჩვენებლები გაიზრდება. ოფიციალური მონაცემებით 10 000-მდე კოვიდ-19-ით ინფიცირებული გადის მკურნალობას ამ დროისთვის ტეხასის სხვადასხვა საავადმყოფოში, რაც როგორც ექიმები ამბობენ, ძალიან მაღალი მაჩვენებელია. საავადმყოფოებში გადაჰყავთ მხოლოდ რისკ ჯგუფში მყოფი პაციენტები და ისინი ვისი ჯანმრთელობის მდგომარეობაც მძიმეა. სტატისტიკური მონაცემებით კი ირკვევა, რომ ტეხასში ინფიცირებულთა რაოდენობა ივნისის თვესთან შედარებით 13% გაიზარდა. მას შემდეგ, რაც შტატში კოვიდ-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა, გაიზარდა მიმართვიანობა ტესტირებაზეც. შტატის სხვადასხვა ქალაქში არსებულ ტესტირების სივრცეებთან დიდი რიგებია. როგორც ადგილზე ამობობენ, ტესტირებისთვის რიგში დგომა რამდენიმე საათის განმავლობაში უწევთ. ტეხასი არ არის ერთადერთი შტატი, სადაც ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში კოვიდ-19-ით დაავადებულთა რაოდენობა იზრდება. სულ ასეთი 36 შტატია. მათ შორის ფლორიდაც არის, სადაც საკარანტინე ზომების 2 კვირიანი შემსუბუქების შემდეგ კვლავ ამოქმედდა სპეციალური ზომები და დაიხურა თავშეყრის ადგილები, მათ შორის სანაპირო ზოლებიც. ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, სულ ტეხასში ამ დროისთვის კოვიდ-19-ით ინფიცირებულია 220 000 ადამიანი, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 3 000-მდეა. ათობით შტატში მზარდი მაჩვენებლიდან გამომდინარე, ნიუ-იორკის, ნიუ-ჯერსის და კონექტიკუტის შტატებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ დაახლოებით, 20 შტატიდან მათ ტერიტორიაზე შესულმა ადამიანმა სავალდებულო 14 დღიანი კარანტინი უნდა გაიაროს. ასევე, ნიუ-იორკი მოუწოდებს შტატის მცხოვრებლებს, არ იმოგზაურონ საფრთხის შემცველ შტატებში. ადამიანებს რომლებიც დაარღვევენ საკარანტინო ზომებს, ჯარიმას ნიუ-იორკის ტრანსპორტის სამსახური გამოუწერთ. ამერიკის შეერთებულ შტატებში კოვიდ-19 დაუდასტურდა 3 მილიონზე მეტ ადამიანს, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 130 000 აღემატება. ეს მონაცემები აღემატება მოსალოდნელ მაჩვენებლებს, რომელთა შესახებაც საუბარი იყო ოფიციალური პირების მხრიდან პანდემიის დაწყებამდე. ამერიკის შეერთებული შტატები მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებს კოვიდ-19-ით ინფიცირებულთა მაჩვენებლებისა და დაავადების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობით. სულ მსოფლიოში ახალი კორონავირუსით ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანია გარდაცვლილი, ხოლო დაინფიცირებულია, დაახლოებით, 12 მილიონი.#ახალი_ამბები#მთავარი_
Batumi Daily
Batumi, Georgia · 2 months ago
რით აიხსნება ბათუმის ჩაკეტვა?
პრემიერ-მინისტრმა გახარიამ დღეს ბრიფინგზე განაცხადა, რომ ხვალიდან, საღამოს 9 საათიდან ბათუმში შესვლა და გამოსვლა იკრძალება. ბათუმთან ერთად მოგზაურობა აიკრზალება რამდენიმე სხვა დიდ ქალაქში - თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში. გახარიას მიაჩნია, რომ ასეთი შეზღუდვები აუცილებელია - „ეს შეზღუდვები არის უზარმაზარი დისკომფორტის მომტანი, როგორც ჩვენი ყოველდღიური ცხოვრებისთვის, ასევე ჩვენი შემოსავლებისთვის, კომპანიებისთვის, სამუშაო ადგილებისთვის და ა.შ, მაგრამ ეს არის ის აუცილებლობა, რომელიც ჩვენ უნდა მივიღოთ და უზარმაზარი პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ.“ იგეგმება საგანგებო მდგომარეობის 10 მაისამდე გაგრძელებაც. ქალაქებში შესვლა-გამოსვლის აკრძალვა ვირუსის გავრცელების შენელებით აიხსნება. იგივე ზომები მიიღეს ისრაელსა და ისრაელის მიერ ოკუპირებულ პალესტინის ნაწილში. ასევე, იტალიის ცალკეულ ქალაქებსა და კომუნებში, სადაც კორონავირუსის გავრცელების რიცხვი მაღალია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კი კი ნარატივს ცვლის. ტედროს გებრეისუსის განცხადებით, ვირუსი ღორის გრიპზე 10-ჯერ უფრო მომაკვდინებელია, თუმცა თუ ქვეყანაში ჯანდაცვის სწორი პოლიტიკა ტარდება, შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა შესაძლებელია. გებრეისუსის განცხადებით, შეზღუდვები ერთდროულად არ უნდა მოიხსნას. ბარიერების გაუქმებასა და ეტაპობრივად ცხოვრების ჩვეული წესის გაგრძელებისკენ ავსტრიისა და ჩეხეთის მთავრობები იხრებიან. შვედეთის მთავრობას კი საყოველთაო კარანტინი ან სხვა სახის შეზღუდვები ჯერ არც დაუმოწმებია.#კორონავირუსი #ბათუმი #ჩაკეტილიქალაქი #BatumiDaily
ჩემი ქალაქი მკლავს
Tbilisi, Georgia · 3 months ago
პანდემიამ ჰაერის დაბინძურება გლობალურად შეამცირა.✅ 🌲ტრანსპორტის მოძრაობისა და საწარმოების მუშაობის შემცირებამ აზოტის დიოქსიდის დონის კლება გამოიწვია - ამით კი დაგვანახა, როგორი იქნება მომავალი ნახშირბადის სიმცირის პირობებში. ✊ეს სტატია ეკუთვნის the Guardian-ს, შეიქმნა მისი და Climate Desk-ის კოლაბორაციის საფუძველზე. 🙅‍♂️ევროპული კოსმოსური სააგენტო ავრცელებს თანამგზავრიდან გადაღებულ ფოტოებს, სადაც ჩანს ჰაერის დაბინძურების დონის მკვეთრი კლება, რაც გამოწვეულია კორონა ვირუსის პანდემიის გამო საწარმოო საქმიანობის შეჩერებით ან შემცირებით. 🗣ერთ-ერთმა ექსპერტმა აღნიშნა, რომ ასეთი მოულოდნელი ცვლილებები „ყველაზე მასშტაბურ ექსპერიმენტს“ წარმოადგენს, სამრეწველო საქმიანობების თვალსაზრისით. ESA-ს (ევროპული კოსმოსური სააგენტო) თანამგზავრი “Sentinel-5P”-დან ჩანს, რომ აზიასა და ევროპის ქალაქებსა და ინდუსტრიულ კლასტერებში ბოლო 6 კვირის მანძილზე აზოტის დიოქსიდი (NO2) იმაზე მნიშვნელოვნად შემცირებულია, ვიდრე შარშან ამ დროს იყო. 🆘ცოტა რამ აზოტის დიოქსიდის (NO2) შესახებ: იგი წარმოიქმნება მანქანის ძრავისა და ელექტროსადგურების მუშაობის, ასევე სხვა სამრეწველო პროცესების შედეგად. ვარაუდობენ, რომ იგი ამძაფრებს რესპირატორულ დაავადებებს, მაგალითად, ასთმას. ❗️მიუხედავად იმისა, რომ თავად არ არის სათბურის აირი, ამ დამაბინძურებელს წარმოშობს იგივე საქმიანობა და ინდუსრტიული სექტორი, რომელიც პასუხისმგებელია ნახშირბადის მსოფლიო მასშტაბით გავრცელებაზე და იწვევს გლობალურ დათბობას. ✅✊პოლ მონკსი, ლესტერის უნივერსიტეტის ჰაერის დაბინძურების პროფესორი, არსებული რეალობიდან გამომდინარე ვარაუდობს, რომ ეს სამომავლოდ მნიშვნელოვანი გაკვეთილია. „ჩვენ ახლა უნებურად ვატარებთ ყველაზე დიდი მასშტაბის ექსპერიმენტს, რაც კი აქამდე ყოფილა,“ - თქვა მან, - „ჩვენ ვხედავთ, თუ რა შედეგი შეიძლება მივიღოთ ნახშირბადის მცირე რაოდენობის წარმომქმნელი ეკონომიკის პირობებში. ადამიანების დაღუპვა ძალიან ცუდია, მაგრამ პანდემიამ შეიძლება მოგვცეს ამ საშინელი მდგომარეობიდან თავის დაღწევის იმედი და დაგვანახოს, რისი მიღწევა შეგვიძლია ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კუთხით.“ ✔️მონკსი, ვინც ბრიტანეთის მთავრობის ჰაერის ხარისხის სამეცნიერო მრჩეველთა ყოფილი წევრიცაა, ამბობს, რომ ჰაერის დაბინძურების შემცირებამ შეიძლება არგოს ჯანმრთელობას, მიუხედავად იმისა, რომ COVID-19-ის გამო ბევრ სიცოცხლეს ვკარგავთ. ✔️🍄”სავსებით შესაძლებელია, რომ ჰაერის დაბინძურების შემცირება ხელსაყრელი აღმოჩნდეს ისეთი ადამიანებისთვის, როგორებიც არიან, მაგალითად, ასთმით დაავადებული პაციენტები”, - თქვა მან. - ”ამან შეიძლება შეამციროს დაავადების გავრცელება. ჰაერის დაბინძურების მაღალი დონე ზრდის ვირუსით დაინფიცირების შესაძლებლობას, რადგან ის ასუსტებს იმუნიტეტს და შემდეგ მარტივად ერევა მას. ასევე, სოფლის მეურნეობაც შეიძლება უფრო წარმატებული გახდეს პანდემიის პირობებში, რადგან დაბინძურება ხელს უშლის მცენარეთა ზრდას,“ - დასძინა მან. 🆘ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია NO2-ს აღწერს, როგორც "ტოქსიკურ აირს, რომელიც იწვევს სასუნთქი გზების ანთებას", თუ იგი 200 მიკროგრამზე მეტი კონცენტრაციით არის ერთ კუბურ მეტრში. დამაბინძურებელი ნაწილაკები შეიძლება იყოს პათოგენების გამომწვევი და ასევე ჯანმრთელობის არსებული პრობლემების გამწვავების განმაპირობებელი. ♻️♻️♻️ამჟამად ჯანმო იძიებს, შეიძლება, თუ - არა ჰაერის დაბინძურების ნაწილაკები იყოს კოვიდ -19-ს გავრცელების ხელშემწყობი და ხდის თუ არა ამ უკანსაკნელს უფრო მეტად სახიფათოს. ჰაერის დაბინძურების ყველაზე მკვეთრი კლება ჩანს ცენტრალური ჩინეთის ქალაქ ვუჰანში, სადაც იანვრის ბოლოდან მკაცრი კარანტინი ამოქმედდა. ეს არის ქალაქი, 11-მილიონიანი მოსახლეობით, სადაც არის ასობით ქარხანა და რომელიც მსოფლიო მასშტაბის კომპანიებს ამარაგებს მანქანის ნაწილებითა და სხვა აღჭურვილობით. ნასა-ს ინფორმაციით, აღმოსავლეთ და ცენტრალურ ჩინეთში ჰაერის დაბინძურებამ 10%-დან 30%-მდე იკლო. 🗣აზოტის დიოქსიდის დონე ასევე შემცირდა სამხრეთ კორეაში. დიდი ხანია, ეს ქვეყანა ებრძვის დაბინძურებულ ჰაერს, რაც ნახშირზე მომუშავე ელექტროსადგურების გამონაბოლქვისა და იქვე მდებარე ჩინეთის ინდუსტრიული ობიექტებით არის გამოწვეული. ამ უკანასკნელმა თავი აარიდა ყველა რეგიონის მკაცრ კარანტინში მოქცევას, თუმცა მაინც დეტალურად აღწერს და აკონტროლებს კორონავირუსის შემთხვევებს. 🌋განსაკუთრებით თვალშისაცემი კი ჩრდილოეთ იტალიის მდგომარეობაა, რადგან იქ არსებული ქარხნებიდან გამოსული დამაბინძურებელი ნაწილაკები ალპებისკენ მიდიოდა და პოს ხეობის ბოლოს ჩიხში აკუმულირდებოდა, რის შედეგადაც ეს დასავლეთ ევროპის ერთ-ერთ ყველაზე დაბინძურებულ ადგილად ითვლებოდა. ❤️9 მარტის შემდეგ, რაც ქვეყანამ მკაცრი შეზღუდვები დააწესა, NO2-ის დონე მილანსა და ჩრდილოეთ იტალიის სხვა ქალაქებში 40%-ით შემცირდა. „ჰაერის ხარისხის ასეთი ცვლილების სხვა პრეცენდენტი არ გვაქვს“, - აცხადებს ვინსენტ-ჰენრი პეუჩი, კოპერნიკის ატმოსფეროს სამსახურის დირექტორი, - „წარსულში ამინდის გამო ერთი დღის განმავლობაში გვქონია კონკრეტული ცვლილებები, მაგრამ არანაირი სიგნალი არ ყოფილა გამონაბოლქვის შემცირების შესახებ და თან ასეთ გრძელ ვადებში. ” 🚗🚚არებული მოცემულობის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია. ერთი ფაქტორი შეიძლება იყოს საქმიანობის შენელება იტალიის ინდუსტრიულ მხარეში. მეორე საგზაო მოძრაობის შემცირებაა, რაზეც ევროპაში აზოტის დიოქსიდის გავრცელების ყველაზე დიდი წილი მოდის. 🛰პუჩის თქმით, თანამგზავრები ახლა იწყებენ ანალოგიური სიგნალების არჩევას ევროპის სხვა ქალაქებში, რომლებიც გადადიან კარანტინის რეჟიმზე, თუმცა მო
+3
Tbilisi Daily
Tbilisi, Georgia · 1 month ago
საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება და არჩევნების ჩატარება არ დაგვიანდება
ხაზი უნდა გავუსვა იმას, რომ საქართველოს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მიუხედავად, არც ერთ ეტაპზე არ დაურღვევია დემოკრატიის პრინციპები, - ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვაზიანის სამხედრო ბაზაზე, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენისადმი მიძღვნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, საგანგებო მდგომარეობა დროულად მოიხსნა და არჩევნების ჩატარება და საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება არ დაგვიანდება. „ადამიანის უფლებების შეზღუდვა, რომელიც თავისთავად ახასიათებს საგანგებო მდგომარეობას, ჩვენს შემთხვევაში, მინიმუმამდე იქნა დაყვანილი, გადაადგილების უფლება შეიზღუდა მხოლოდ ნაწილობრივ და სადაც აუცილებელი იყო, არ გამოცხადებულა სრული კარანტინი, არ შეზღუდულა სიტყვისა და გამოხატვის აღმსარებლობის თავისუფლება, რაც ყველაზე მთავარია, ჩვენ უპირველესი მნიშვნელობა მივანიჭეთ ადამიანის სიცოცხლეს. თვით საგანგებო მდგომარეობა დროულად გაუქმდა და ამდენად შეთანხმებისამებრ, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება და არჩევნების ჩატარება არ დაგვიანდება. სწორედ ეს მიდგომები განასხვავებს დემოკრატიულ ქვეყნებს ავტორიტარული ქვეყნებისგან. ყველას შეგვიძლია ვიამაყოთ ამით და იმით, რომ საზოგადოებამ ბოლომდე გაითავისა შეზღუდვების აუცილებლობა და მოწოდების სიმაღლეზე დადგა. ასეთი დამოკიდებულება განვითარებული საზოგადოებისთვისაა დამახასიათებელი. ყოველივე ამის შედეგია ის, რომ ჩვენმა ქვეყანამ პარტნიორებისგან მაღალი შეფასება დაიმსახურა. ვესაუბრე 40-ზე მეტი სახელმწიფოს მეთაურს, გაეროს, ევროკავშირის, ნატო-ს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელებს, მათ ერთხმად აღიარეს ჩვენს მიერ კრიზისის სამაგალითო მართვა. ამის შედეგია მიღებული ფინანსური დახმარება და პოლიტიკური მხარდაჭერა,“- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
Mediamall
Tbilisi, Georgia · 3 months ago
საქართველოში ერთი თვით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნული გადაწყვეტილებით პრეზიდენტს უკვე მიმართა. 2020 წელი თანამედროვე მსოფლიომ ახალ კორონავირუსთან ბრძოლით დაიწყო. ჩინეთში წარმოქმნილმა აქამდე უცნობმა ინფექციურმა დაავადებამ უკვე დედამიწის თითქმის ყველა კონტინენტი მოიცვა. ჯერ გლობალურ საფრთხედ, შემდეგ კი პანდემიად გამოცხადებული ახალი კორონავირუსი რამდენიმე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მიზეზი გახდა. როდის და რატომ ხდება აუცილებელი ასეთი გადაწყვეტილების მიღება? რას ნიშნავს საგანგებო მდგომარეობა? რა იკრძალება და რა იზღუდება ასეთ სიტუაციაში? რას ნიშნავს საგანგებო მდგომარეობა? საგანგებო მდგომარეობა არის სიტუაცია, როდესაც მთავრობა უფლებამოსილია შეასრულოს ისეთი ქმედებები ან განახორციელოს ისეთი პოლიტიკა, რის უფლებასაც ჩვეულებრივ სიტუაციაში თავს არ მისცემდა. საგანგებო მდგომარეობა შეიძლება გამოცხადდეს სტიქიური უბედურების, სამედიცინო პანდემიის / ეპიდემიის, სამოქალაქო არეულობის ან შეიარაღებული კონფლიქტის დროს. ეს არის სიტუაცია, როდესაც უშუალო საფრთხე ექმნება ადამიანის ჯანმრთელობას, სიცოცხლეს, ქონებას ან გარემოს. სავალალო შედეგების თავიდან ასაცილებლად კი საგანგებო სიტუაციათა უმეტესობა სასწრაფო ჩარევას მოითხოვს. საგანგებო მდგომარეობა არის სპეციალური სამართლებრივი რეჟიმი, რომელიც სახელმწიფო ორგანოების, ინსტიტუტებისა და საწარმოების, სხვადასხვა დაწესებულებისა თუ ორგანიზაციის საქმიანობაზე ვრცელდება. ამ ქმედების მიზანია მოსახლეობის დაცვა შიდა ან გარე საფრთხეებისგან და საზოგადოებრივი წესრიგის შეანარჩუნება. საგანგებო სიტუაციების შემოღება შესაძლებელია როგორც მთელი ქვეყნის მასშტაბით, ასევე - ცალკეულ რეგიონში. საგანგებო მდგომარეობა გულისხმობს ფიზიკური და იურიდიული პირების უფლებებისა თუ თავისუფლებების შეზღუდვას, აგრეთვე მათზე დამატებითი ვალდებულებების დაკისრებას. ამ დროს ხელისუფლების მიერ გაკეთებული განცხადებები აფრთხილებს მოქალაქეებს, შეცვალონ ჩვეული ქცევა, სამთავრობო უწყებებისგან კი საგანგებო გეგმის განხორციელებას მოითხოვს. Justitium-ი რომაულ სამართალში საგანგებო მდგომარეობის ეკვივალენტია. ეს იყო კონცეფცია, რომლის თანახმად სენატს შეეძლო გამოეტანა საბოლოო გადაწყვეტილება, რომელიც გასაჩივრებას არ ექვემდებარებოდა. რა და რა სახის საგანგებო მდგომარეობა არსებობს? საგანგებო მდგომარეობა შეიძლება სხვადასხვა მიზეზით იყოს განპირობებული. სწორედ ამის მიხედვით, ის ოთხ სახეობად იყოფა: 1. ბუნებრივი საგანგებო მდგომარეობა, რომელიც საშიში ბუნებრივი მოვლენებითა და პროცესებით (გეოლოგიური, ჰიდროლოგიური და მეტეოროლოგიური, აგრეთვე ბუნებრივი ხანძრები) არის განპირობებული; 2. ტექნოგენური საგანგებო მდგომარეობა, რომელიც სამრეწველო ავარიებსა და კატასტროფებს (რადიაციული, ქიმიური, ბიოლოგიური და ჰიდროდინამიკური ავარიები), ხანძრებსა და აფეთქებებს, სატრანსპორტო ავარიებს მოიცავს; 3. ბიოლოგიური საგანგებო მდგომარეობა, რომელიც მოსახლეობის, სასოფლო-სამეურნეო ცხოველებისა და მცენარეების ფართოდ და ერთდროულად გავრცელებული ინფექციური დაავადებებით (ეპიდემიები) არის გამოწვეული; 4. სამხედრო საგანგებო მდგომარეობა, რომელიც საომარი მოქმედებებით, შეიარაღებული კონფლიქტებით, დივერსიებითა და ტერორისტული აქტებით არის განპირობებული. ვინ და რატომ აცხადებს საგანგებო მდგომარეობას? საგანგებო მდგომარეობას აცხადებს ქვეყნის უმაღლესი ხელისუფალი, როდესაც ის თვლის, რომ კატასტროფა მოხდა ან შესაძლოა, მოხდეს. ამ დროს ის მოითხოვს სახელმწიფო დახმარებას ადგილობრივი რესურსების დამატებით, რათა უფრო მეტი მატერიალური, მორალური და ადამიანური რესურსის დანაკარგი თავიდან აიცილოს. მაგალითად, აშშ-ში, მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების უფლება მხოლოდ პრეზიდენტს აქვს. თუმცა ცალკეული შტატის დონეზე ამ უფლებამოსილებას გუბერნატორიც ასრულებს. რა სახის შეზღუდვები წესდება საგანგებო მდგომარეობის დროს? ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, იმ ქვეყნებში, სადაც საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, სხვადასხვა სახის შეზღუდვა დაწესდა. მაგალითად: - იხურება ყველა ბაზარი, სავაჭრო და გასართობი ცენტრი; - იხურება თეატრები, კინო და მუზეუმები; - აკრძალულია მასობრივი ღონისძიებები; - შეიძლება შეჩერდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი ან შეზღუდვა დაწესდეს მის ამა თუ იმ სახეობაზე; - სკოლებსა და საბავშვო ბაღებში ცხადდება კარანტინი; - სამედიცინო დაწესებულებები მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადიან; - იკრძალება შემოსვლა იმ ქვეყნებიდან, რომლებიც ახალი კორონავირუსის გავრცელების ეპიცენტრს წარმოადგენენ. რისი გაკეთება შეიძლება საგანგებო მდგომარეობის დროს? - დაიცავით საგანგებო მდგომარეობის დროს გამოცხადებული გეგმა; - მოამზადეთ პირველადი სასწრაფო დახმარების ნაკრები; - დარწმუნდით, რომ უსაფრთხოდ ხართ, სანამ სხვებს გაუწევთ დახმარებას; - მასობრივი საინფორმაციო საშუალებების მეშვეობით მიიღეთ ინფორმაცია შესაბამისი ოფიციალური უწყებების წარმომადგენლებისგან და მიჰყევით მათ ინსტრუქციას; - დარჩით სახლში, სანამ უშუალო მითითებებს არ მიიღებთ. სად არის გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა? საგანგებო მდგომარეობა მსოფლიოს არაერთ ქვეყანაშია გამოცხადებული. მათ შორის არის აშშ, ბულგარეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი, ჩეხეთი, ლიტვა, ლატვია, ესტონეთი, ესპანეთი. რაც შეეხება საქართველოს, ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ ახალი კორონავირუსის ეპიდემიური გავრცელება დაფიქსირდება, საგანგებო სიტუაციაც გამოცხადდება.#საქართველო #საგანგებომდგომარეობა #კორონავირუსი #კოვიდ19 #covid19 #georgia
Guri Sivsivadze
Tbilisi, Georgia · 3 months ago
რატომ არ აცხადებენ იაპონიაში საგანგებო მდგომარეობასა და კარანტინს?!
რატომ არ აცხადებენ იაპონიაში საგანგებო მდგომარეობასა და კარანტინს?! - ბიოლოგის მოსაზრება: ალბათ, ბევრს გაუჩნდა კითხვა, თუ რატომ არ აცხადებენ იაპონიაში საგანგებო მდგომარეობასა და კარანტინს ახალი კორონავირუსის გამო, მეტსაც ვიტყვით, პირიქით, იაპონიაში სასწავლო დაწესებულებებშიც გაუქმდა კარანტინი, რომელიც 3 კვირის წინ გამოცხადდა, 1 აპრილიდან კი (იაპონიაში სასწავლო წლის დასაწყისი) ყველა ბავშვი ჩვეულ რეჟიმში ივლის სკოლებში. მთელ მსოფლიოში მიმდინარეობს ჰიგიენის ნორმების დაცვის გაძლიერებული პროპაგანდა. სხვადასხვა ქვეყნის პრეზიდენტები და დედაქალაქის მერები თავიანთ მოქალაქეებს ასწავლიან ხელების დაბანას, მოსახლეობას მოუწოდებენ, თავი შეიკავონ სახეზე ხელის მოკიდებისგან, ხელის ჩამორთმევით მისალმებისა და ჩახუტებისგან, სანაცვლოდ კი ხშირად დაალაგონ სახლი, იკვებონ სწორად და ზომიერად და ა.შ. იაპონიაში კი ყველაფერი სხვაგვარადაა. მაშ, მივყვეთ პუნქტობრივად: 1️⃣ სუნი - ვინც ნამყოფია იაპონიაში, ალბათ შეუმჩნევია, რომ იაპონელებს არასოდეს აქვთ მკვეთრი სუნი, უკიდურეს შემთხვევში მსუბუქი პარფიუმის არომატს თუ იგრძნობთ. მიზეზი ისაა, რომ იაპონელები სისუფთავის მომაბეზრებლად მოყვარული ხალხია და შხაპს დღეში სამჯერ (სულ მცირე - ორჯერ დღეში) იღებენ. ეს მათი ყოველდღიური ნორმაა. ხელებს კი ყოველი შესაძლებლობის დროს იბანენ - ესეც ნორმა და ცხოვრების განუყოფელი წესია მათთვის. 2⃣ ტანსაცმელი - იაპონელები ხშირად იცვლიან ტანსაცმელს, საცვლებს კი - დღეში რამდენიმეჯერ, ესეც ნორმაა. 3⃣ შეხება - იაპონიაში სხვა ადამიანებთან ფიზიკური კონტაქტი მიუღებელია. ხელის ჩამორთმევა და უბრალო შეხებაც კი ძალიან ინტიმური მოქმედებებია და მისაღებია მხოლოდ უახლოესი ადამიანების გარემოცვაში. იაპონური თავდახრა ცხოვრების ყველა შემთხვევისთვის განკუთვნილი. 4⃣ დისტანცია - იაპონელები ყოველთვის იცავენ დისტანციას. მაღაზიის თუ ბანკომატის რიგში, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებაზე არავინ სუნთქავს თქვენს კეფასთან და კისერთან ახლოს. თუკი არის საშუალება, ეს დისტანცია მეტრსაც კი აღემატება. 5⃣ სანიტარია - არა მარტო სეზონური ეპიდემიების დროს, არამედ ყოველდღე და მთელი წლის განმავლობაში (როგორც ყველა წინა პუნქტი) მთელ იაპონიაში ტარდება საზოგადოებრივი ადგილებისა და ტრანსპორტის სანიტარიული დამუშავება. სხვათა შორის, ბევრი რამ ხდება ავტომატურ, 24-საათიან რეჟიმში. მაგალითად, ესკალატორის მოაჯირი მიწის ქვეშ ჩასვლისას (იქ დგას სპეციალური ავტომატი) მუდმივად მუშავდება სადეზინფექციო ანტიბაქტერიული ხსნარით. თუკი სადმე ადამიანების მომეტებული ნაკადია, ასეთი ადგილები არა მხოლოდ გრაფიკის მიხედვით, არამედ გამუდმებით ირეცხება. 6️⃣ საპირფარეშო - მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველა საპირფარესო უფასო, წარმოუდგენლად სუფთა და კარგად მოწყობილია. ამიტომ თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ ადგილას და ნებისმიერ დროს დაიბანოთ ხელები საპნით და, საერთოდ, თავიც მოიწესრიგოთ. ხშირად ბევრ საპირფარეშოში მოწყობილია სპეციალური ფართები, სადაც შეგიძლიათ გამოიცვალოთ ტანსაცმელი. 7⃣ თითქმის ყველა საყოფაცხოვრებო მაღაზიაში განთავსებულია საგანგებო ნიჟარები თხევადი საპნის ჩამოსასხმელებით. 8️⃣ შეფუთვა - მაღაზიებში ყოველგვარი საკვები დაფასოებული და ჰერმეტულად შეფუთულია. ჩვეულებრივი კარტოფილიც კი პოლიეთილენის შეფუთვაშია. თუმცა ყველა ბოსტნეული არ იფუთება. გარდა ამისა, ბევრს უკვირს, როცა ყიდულობენ ადგილობრივ შოკოლადს და ვერ ხსნიან, ამ დროს ის უბრალო ფოლგაში კი არა, ჰერმეტულ კაპსულაშია მოთავსებული. 9️⃣ პირბადე - თუ იაპონელი დაავადდა, ის ყოველთვის იკეთებს პირბადეს, რათა სხვაც არ დაასნებოვნოს. ეს არც სირცხვილია, არც დასაცინი საქციელია და არც არავინ გაიშვერს ასეთი ადამიანისკენ თითს. 🔟 უცხოეთი - იაპონელებს არ უყვართ საკუთარი ქვეყნის საზღვრების დატოვება. გარესამყარო მათ აგრესიული, ძალიან უცნაური და საშიში ჰგონიათ. 1️⃣1️⃣ ხარისხიანი საკვები - იაპონიაში პროდუქტი მაღალხარისხია. ამასთან, ძალიან მცირეა მათი ვარგისიანობის ხანგრძლივობაც. იაპონია მთელ მსოფლიოში ყველაზე მკაცრად ეკიდება და ზედმიწევნით იცავს საკვების ხარისხის ნორმებს. იაპონელები ძალიან ბევრ თერმულად დაუმუშავებელ საკვებს მოიხმარენ (კვერცხი, ზღვის პროდუქტი, ბოსტნეული, ხილი და სხვ.). საჭმელი იაპონიაში იმდენად ახალი და წარმოუდგენლად სუფთაა, რომ მისი მირთმევა ყოველგვარი შიშის გარეშე შეიძლება, რასაც აკეთებენ კიდეც იაპონელები. ასეთ საკვებს აუცილებლად აწერია, რომ მისი ჭამა შეიძლება მომზადების გარეშე. 1️⃣2⃣ ფიზიკური აქტიურობა - იაპონელები ძალიან მოძრავი ხალხია, ისინი ბევრს დარბიან, თამაშობენ აქტიურ თამაშებს, დაკავებული არიან სპორტით. ეს ყველაფერი კი მათ საშუალებას აძლევს, შეინარჩუნონ მხნეობა და ძალა ღრმა მოხუცებულობამდე. 1️⃣3⃣ წონა - იაპონელები ძალიან ზომიერად იკვებებიან. ჭარბწონიანი იაპონელის პოვნა ხანდაზმულ ასაკშიც კი (განსაკუთრებით - ქალის) ძალიან რთულია (თუმცა, რა თქმა უნდა, რამდენჯერმე ჭარბწონიანიც მინახავს, მაგრამ როდის და სად - აღარ მახსოვს). ☝️კიდევ უამრავი იაპონური წესის ჩამოთვლა შეიძლება. მაგრამ მნიშვნელოვანია ერთი - იმას, რასაც დღეს მთელ მსოფლიოში კარანტინი და ჰიგიენის ნორმების დაცვის განსაკუთრებული დროებითი ზომა ეწოდება, მათი შესრულება კი აუცილებელი მოთხოვნაა და დამრღვევს მკაცრი სასჯელი ელის, - იაპონელებისთვის თანამედროვე ადამიანის ბუნებრივი, ყოველდღიური ჰიგიენაა, როელსაც დაბადებიდანვე ასწავლიან და მთელი ცხოვრების განმავლობაში. გიორგი ბერაძე#კორონავირუსი #იაპონია #covid19
Primetime
Tbilisi, Georgia · 3 months ago
პოლიცია ურჩებს ჯოხებით სცემს – ინდოეთში მცხოვრები ქართველი
პოლიცია ურჩებს ჯოხებით სცემს - ინდოეთში მცხოვრები ქართველი - Primetime
პოლიცია ურჩებს ჯოხებით სცემს - ინდოეთში მცხოვრები ქართველი - Primetime
პოლიცია ურჩებს ჯოხებით სცემს - ინდოეთში მცხოვრები ქართველი - Primetime
Pirveliradio Ge
Tbilisi, Georgia · 3 months ago
ყველა სამრევლოში ლიტურგიკული მსახურებები ჩატარდება საკულტო ადგილებში ამ ეკლესიის მსახურთა მიერ, საზოგადოების გარეშე
"1. ყველა სამრევლოში წმ. ლიტურგია და სხვა ლიტურგიკული მსახურებები ჩატარდება საკულტო ადგილებში ამ ეკლესიის მსახურთა მიერ (მღვდლები, დიაკვნები, მგალობლები, მნათე), საზოგადოების (მორწმუნე ერისკაცების) გარეშე. მსახურებები შეიძლება გადაიცეს პირდაპირ ეთერში ადგილობრივი და ეროვნული ტელევიზიების მიერ. 2. მონასტრებში მსახურება ჩატარდება მონასტრის ეკლესიებში სამონაზვნო საძმოს დასწრებით, საზოგადოების მონაწილეობის გარეშე. მსახურებები შეიძლება გადაიცეს პირდაპირ ეთერში ადგილობრივი და ეროვნული ტელევიზიების მიერ. 3. ყველა რუმინელ მართლმადიდებელ მორწმუნეს, რუმინეთსა თუ დიასპორაში, შეეძლებათ თვალი ადევნონ ლიტურგიას და სხვა ლიტურგიკულ მსახურებებს საპატრიარქო საკათედრო ტაძარში საპატრიარქოს ტელევიზიით Trinitas TV და Radio Trinitas საპატრიარქოს ტელე-რადიოს, ან სხვა სადგურების მეშვეობით. 4. მიუხედავად იმისა, რომ წმინდა ლიტურგია და სხვა ლიტურგიკული მსახურებები ჩატარდება ეკლესიებში საზოგადოების (მორწმუნე ერისკაცების) გარეშე, ეკლესია შეიძლება გაიღოს სპეციალურ ვითარებებში (რომელიც აღნიშნულია მე-8 პუნქტში). 5. რადგან მორწმუნე ერისკაცებს არ შეეძლებათ ფიზიკური მონაწილეობა საეკლესიო მსახურებებში, მათ ეძლევათ რჩევა მოაწყონ სახლებში სამლოცველო ოთახი ხატებით, წმინდა წერილით, კანდელებითა და სასანთლეებით, ლოცვანით და სულიერად იღვაწონ იმ წესით, რომელსაც დაუწესებენ თავიანთი მოძღვრები. 6. სამრევლოს ყველა მორწმუნის სახელი იქნება მოხსენებული წმინდა ლიტურგიაში, განსაკუთრებით ახლა, როდესაც მათ ფიზიკურად არ შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ წირვაში, არამედ მხოლოდ სულიერად, დისტანციურად. 7. ამ პერიოდის განმავლობაში, მორწმუნეები კავშირში იქნებიან სამრევლოს მღვდელთან, განსაკუთრებით კი მოძღვრებთან. მორწმუნის თხოვნის შემთხვევაში, მღვდელს შეეძლება მივიდეს მასთან სახლში სულიერი საუბრებისთვის, აღსარებისთვის და ზიარებისთვის, თავდაცვის ნორმების შესაბამისად, პირბადეებისა და სანიტარული ხელთათმანების ჩათვლით. 8. ნათლობისა და ქორწინების საიდუმლოები შეიძლება ჩატარდეს საკულტო ადგილას და მასში მონაწილეობას მიიღებს მაქსიმუმ 8 ადამიანი. 9. მიცვალებულის პანაშვიდი შეიძლება ჩატარდეს ეკლესიაში, სპეციალურ სამლოცველოებში ან სასაფლაოზე; აღნიშნულ მსახურებას შეიძლება დაესწროს 8 ადამიანამდე. 10. აღსარება და ზიარება ავადმყოფი მორწმუნეებისა საავადმყოფოებში ჩატარდება საავადმყოფოს წესების შესაბამისად. 11. აღსარება და ზიარება ავადმყოფი მორწმუნეების სახლში ჩატარდება მღვდლის მიერ, შემდგომი პროცედურების დაცვით: მღვდელი შეავსებს დეკლარაციას თავისი გადაადგილების შესახებ იმ წესით, რომელსაც დაადგენს ხელისუფლება, სადაც აღნიშნავს გადაადგილების მიზეზს, როგორც დახმარებას მოხუცი ან სნეული ადამიანისა, ან ბავშვიანისა. მორწმუნეთა სახლში შესვლისას მღვდელი გამოიყენებს ერთჯერად ფეხთსაცმელს, ჰიგიენურ პირბადეს, დაიბანს ხელს საპნით, წყლითა და სადეზინფექციო საშუალებით. გამოიყენებს მხოლოდ საკულტო წიგნსა და ოლარს, ლიტურგიკულ ჭურჭელს ავადმყოფის ზიარებისთვის, ნივთებს, რომლებიც მანამდეც და ზიარების შემდეგაც იქნებიან დეზინფიცირებული. 12. წმინდა ზეთისცხების მსახურება (საზოგადო) შეჩერებულია და სანაცვლოდ მღვდლებმა მოუწოდონ მორწმუნეებს ამის ნაცვლად, ოთხაბათსა და პარასკევს, წაიკითხონ მკურნალი წმინდანების დაუჯდომლები: წმ. მღ. მთავარი სპირიდონი, წმ. მღ. მთავარი ნექტარი ეგინელი, წმ. დიდმოწამე პანტელეიმონი, წმინდა ნეტარი პარასკევა, წმინდა ნეტარი დიმიტრი ახალი, წმ. მღ. მთავარი კალინიკე ჩერნიკელი და სხვა. 13. რეგულარულად ჩატარდება ეკლესიის კარიბჭეების, საეკლესიო ავეჯის და ზედაპირების, ხშირად მოხდება საკულტო ნაგებობის განიავება, მოეწყობა ჰიგიენური ზონები ყველა მათთვის, ვინც ეკლესიაში მოდის. 14. ეკლესიის საზოგადოებრივი და სამედიცინო ცენტრები გააგრძელებენ მუშაობას შესაბამისი ნორმატიული აქტების შესაბამისად, საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე (მოხუცთა თავშესაფრები, სოციალური სასადილოები, სამიდიცონო კაბინეტები, საეკლესიო ნივთებისა და წიგნების მაღაზია და სხვა) 15. მოხდება სამრევლოებისა და მონასტრების სოციალური საქმიანობის ადაპტირება ახალი სოაციალური და სამედიცინო საჭიროებებიდან გამომდინარე, კონკრეტულად კი: დახმარება იმ ადამიანებისა, ვისაც არ შეუძლია გადაადგილება, მათთვის საკვებისა და წამლების მიტანა მოხდება ყველა ჰიგიენური და დაცვის ნორმების შესაბამისად, რომელიც დადგენილია ხელისუფლების მიერ. 16. თუკი ეკლესიის მსახური გამოავლენს სიმპტომებს, ან შევა კონტაქტში ადამიანთან, რომელსაც აქვს ახალი კორონავირუსის დიაგნოზი, ის წერილობითი ფორმით ან ტელეფონით აუწყებს ამ სიტუაციის შესახებ მის იერარქიულ ხელმძღვანელს. ასეთი კონტაქტის შემთხვევაში მოსამსახურე გადაუდებლად აცნობებს ჯანდაცვის ორგანოებს და შეასრულებს მათ მიერ დადგენილ პროცედურებს (თვითიზოლაცია, კარანტინი და ა.შ.) 17. ეკლესიის უმაღლესი ხელისუფლება გასცემს მოწმობებს სამრევლო მღვდლებისთვის და საეკლესიო ადმინისტრაციის თანამშრომლებისთვის, სამსახურში გადაადგილების მიზნით, ხოლო სამრევლო მღვდლები და მონასტრის წინამძღვრები გასცემენ მოწმობებს მათდამი დაქვემდებარებული ეკლესიის მსახურებისთვის (თანამწირველი მღვდლები, დიაკვნები, მგალობლები, მნათეები). 18. მოვუწოდებთ ყველა მორწმუნეს, არ გამოვიდნენ სახლებიდან, განსაკუთრებული საჭიროების გარეშე. 19. საგანგებო ვითარებაში, როგორც სასულიერო პირები, ასევე მორწმუნე ერისკაცები ვალდებულნი არიან დაიცვან ხელისუფლების დადგენილებები, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი დაექვემდებარებიან კანონით გათვალისწინებულ სანქციებს.
გუგა ფალავანდიშვილი
Kutaisi, Georgia · 3 months ago
ლონდონიდან სამშობლოში დაბრუნებული ანა ნიჟარაზე სოციალურ ქსელში იმ პირობებზე წერს, რომელიც აჭარის ერთ-ერთ საკარანტინო სივრცეშია. კერძოდ, ის ჩაქვში ერთ-ერთ სასტუმროში იმყოფება. „რაც შეიძლება მოკლედ ვიტყვი, ლოდონიდან საქართველოში 5 დღის წინ ჩამოვედი. როგორც კი 2-კვირიანი სავალდებულო კარანტინი მახსნდებოდა, ვორჭოფობდი წამოვსულიყავი თუ არა. ვიცი, ბევრი ქართველი ფიქრობს ჩამოვიდეს თუ არა და ეზარებათ კარანტინის გამო. მათ გასაგონად მინდა დავწერო, ჩამოდით აუცილებლად. ბილეთების გაყიდვაზე ინფორმაცია დაიდო საელჩოს საიტზე (მადლობა საელჩოს დროული ინფორმაციისთვის) და ფრენის წინა დღეს დილით ადრე მოვახერხე ყიდვა Georgian Airways-ის ვებგვერდზე. ასევე მადლობა, 177£ ღირდა ბილეთები (თირკმელის გაყიდვა არ მოგიწევთ). გეთვიკის აეროპორტში მხოლოდ ჩვენ ვიყავით, ქართველები. მოკლედ ჩამოვედით საქართველოში. სასწრაფო, უფასო პირბადეები, პოლიცია, 8 დიდი ავტობუსი (დაშორებით რომ ვიჯდეთ) რომლითაც გადაგვიყვანეს სასტუმროში. ყველაფერი იყო ზე-ორგანიზებული და წინასწარ გათვლილი. დაგვხვდა ძალიან მაგარი პირობები, 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო (ნაკლებს არ გვკადრებენ) აღჭურვილი ყველანაირი პირობებით, TV, WiFi, საწერი მაგიდა და ხმა გაუმტარი კედლები სამუშაოდ, „მაჩალკა“, სავარცხლიდან დაწყებული, ნემსი და ძაფით დამთავრებული, დიდი აივნით და ულამაზესი ზღვის ხედით, გადასარევი სამჯერადი კვება, იმხელა პორციები მოაქვთ გვეშინია კარში ვერ გავეტევით. ამაზეც იზრუნეს და სასწორია ყველა ოთახში. მადლობა მზარეულ მანანას, უგემრიელესი კერძებია. ხინკალი-მწვადიდან დაწყებული ყვალაფრის ყიდვაა შესაძლებელი სასტუმროდან და მარკეტიდან. არაჩვეულებრივი ნანა ექიმი გვირეკავს დღეში ორჯერ, აკონტროლებს ჩვენ ჯანმრთელობას და ინიშნავს ჩვენ ტემპერატურას. „რესეფშენის“ გოგონებს, ხატია და მარიამს მადლობა ასეთი ყურადღების და სითბოსთვის. კარანტინი კი არა holiday-ია, არცერთი ქვეყანა არ ვიცი რომელიც ამ ყველაფერს სრულიად უსასყიდლოდ აკეთებს. ინგლისიდან მეგობრები მწერენ რამდენი დაგიჯდა დასვენებაო, არანაირად არ ჯერათ რომ უფასოა. თვითონაც უნდათ წამოსვლა, მაგრამ ნიშნის მოგებით ვეუბნები რომ ქართული პასპორტი არ აქვთ. მადლობა გახარიასარ ვართ ბევრნი! უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს ყოველივე მოქალაქეს, დარჩითსახლში ამ ყველაფრის ფონზე, დიად ევროპაში ისეა საქმე გართულებული, საავადმყოფოში აღარ აწვენენ ხალხს და მკურნალობის შერჩევითი პროცესი მიდის. ჩვენ ქვეყანას კი 5 ვარსკვლავიანი სასტუმროები აქვს რეზერვში თუ საავადმყოფოში ადგილი აღარ იქნება. მოკლედ ჩამოდით, ახალი ფრენაა დანიშნული 2 მაისს (ლონდონი -თბილისი)“- წერს ანა ნიჟარაზე Facebook-ზე.