მითები კორონავირუსსა და მის პრევენციაზე

ByM.m.m.Georgia
0
ბოლო დროს სოციალურ მედიაში კორონა ვირუსი ყველაზე აქტუალური თემაა. ბევრი იწერება გავრცელების სტატისტიკაზე, მისგან გამოწვეულ პოლიტიკურ სკანდალებზე, სოციალურ-ეკონომიკურ გამოწვევებზე. გარდა ახალი ამბებისა და ანალიტიკური სტატიებისა, ხშირად გვხვდება მითები, რომლებიც მიზნად ან მოსახლეობის დაშინებას, ან ცრუ იმედების მიცემას ისახავს. ბიბისიმ რამდენიმე ასეთი მითი შეაგროვა და საიტზე ვებ-საიტზე ვიდეო მიმართვა გაავრცელა, სადაც კრის მორისი მოსახლეობას მსგავსი მითების იგნორირებისკენ მოუწოდებს. მით N1:ნივრის დიდი რაოდენობით მიღება კორონა ვირუსისგან დაგვიცავს. რეალობა: ნივრის, ისევე როგორც სხვა სახის ხილისა და ბოსტნეულის მიღებას, არაერთი დადებითი მხარე აქვს. მიუხედავად ამისა, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის განცხადებით, ვერც ნივრის და ვერც სხვა ბოსტეულის ჭამა კოვიდ 19-სგან ვერ დაგვიცავს. მითი N2: ყოველ 15 წუთში წყლის დალევა კორონა ვირუსს ორგანიზმიდან გამოდევნის. რეალობა: წყლის ხშირი მიღება ორგანიზმისთვის ძალიან სასარგებლოა, წყალი კოვიდ 19-ს ვერ ამარცხებს. კორონა ვირუსი ადამიანის ორგანიზმში ძირითადად სასუნთქი გზებით ხვდება. არ არსებობს ბიოლოგიური მექანიზმი, რომელიც ვირუსს სხეულიდან უბრალოდ გამორეცხავდა. მითი N3: თავი შეიკავეთ ნაყინის ჭამისგან და ცივი სასმელების მიღებისგან. რეალობა: იდეა, რომლის მიხედვითაც საჭიროა ცივი საჭმელისა თუ სასმელისგან თავის შეკავება და სხეულის მაქსიმალურად გახურება, რათა ვირუსს ორგანიზმში “ხელსაყრელი გარემო” არ დახვდეს, უბრალოდ არასწორია. მართალია გრიპი ცხელ გარემოში ვერ ცოცხლობს, თუმცა ჯერ კიდევ არ ვიცით ტემპერატურა კოვიდ 19-ზე როგორ მოქმედებს. კორონა ვირუსი უკვე გავრცელდა ახლო აღმოსავლეთში, ე.წ თბილ ქვეყნებში, შესაბამისად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მაღალ ტემპერატურაზე ვირუსი მაინც ვრცელდება. მითი N4: წყლის ვერცხლით “გაწმენდა” არ არსებობს კვლევა, რომლის მიხედვითაც ვერცხლი მართლაც წმენდს ორგანიზმს. პირიქით, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია გვაფრთხილებს, რომ ვერცხლის წყალთან ერთად მიღება ან წყლის ვერცხლით “გაწმენდა” არამარტო არაეფექტურია ვირუსთან საბრძოლველად, არამედ სერიოზულ ზიანს აყენებს თირკმელებს, ღვიძლს, ტვინსა და კანს. ერთადერთი, რაც დანამდვილებით ვიცით ისაა, რომ ვირუსის გავრცელების შეზღუდვისთვის აუცილებელია ხელების ხშირად დაბანა და თვითიზოლაცია. შესაბამისად
#დარჩისახლში
და დაიცავით ჰიგიენის ნორმები.
#კორონავირუსი
#მითები
#coronavirus
#news
#პანდემია
ByM.m.m.Georgia
0