აშშ-ის რამდენიმე შტატში ეროვნული გვარდიაა მობილიზებული

Tbilisi Daily

აშშ-ის რამდენიმე შტატში ეროვნული გვარდიაა მობილიზებული. გვარდიის ქვედანაყოფები გაგზავნილი არიან კალიფორნიაში, ლონგ ბიჩზე და ვაშინგტონში. „სიენენის“ ინფორმაციით, გვარდიის დანაყოფი ბოსტონში სრულ მზადყოფნაშია და მომიტინგეების დასაშლელად ემზადება. „კიდევ ერთელ გვსურს გაგაფრთხილოთ, პროტესტის დრო დასრულდა. მშვიდობიანი პროტესტი საათების წინ ამოიწურა. ის პირები, რომლებიც აქ შეკრებილნი არიან და სისხლის სამართლის დანაშაულებს სჩადიან უნდა გაყვანილი იქნან ტერიტორიიდან“,-აცხადებენ ბოსტონის პოლიციაში. ცნობისთვის, ამერიკის ეროვნული გვარდია შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების სარეზერვო სამხდრო დანაყოფია. შეგახსენებთ, შეერთებულ შტატებში უკვე თითქმის ერთ კვირაა მასშტაბური საპროტესტო აქციები იმართება. დემონსტრანტები ახალგაზრდა აფროამერიკელის პოლიციის მიერ მოკვლას აპროტესტებენ.