მარმეულში ინფიცირებულს 90 პირთან კონტაქტი ჰქონდა

ByM.m.m.Georgia
0
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის უფროსმა, ამირან გამყრელიძემ, მარნეულში კორონავირუსით ინფიცირების ფაქტზე ისაუბრა. მისი თქმით, COVID-19-ით დაავადებული ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. როგორც გამყრელიძემ განაცხადა, ინფიცირებულ ქალბატონს 90-მდე პირთან პირდაპირი კონტაქტი ჰქონდა, მაგრამ პაციენტის დაინფიცირების უშუალო წყარო უცნობია. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ამჟამად სიღრმისეული ეპიკვლევა მიმდინარეობს. "არაერთი კონტაქტი გამოიკვეთა და მათი თითი შემდგომი კვლევა გვიჩვენებს, მარნეულის შემთხვევის საფუძველზე გაიზრდება თუ არა შემთხვევათა რაოდენობა. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე პირველწყაროს არ ვიცნობთ, რამდენიმე სავარაუდო წყაროზე ვმუშაობთ. ერთ-ერთი ვერსიით, ეს სარიტუალო სუფრა იყო, სადაც როგორც აზერბაიჯანიდან ჩამოსული სტუმრები, ისე ადგილობრივები იმყოფებოდნენ. დანარჩენ პაციენტებთან შედარებით, ამ ქალბატონის მდგომარეობა გაცილებით მძიმეა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, უამრავი სხვა ფაქტორია, რამაც ეს ვითარება გამოიწვია - მხოლოდ ერთი მიზეზი არ არის", - თქვა ამირან გამყრელიძემ.
#კორონავირუსი
#coronavirus
#ამირანგამყრელიძე
#პანდემია
#მარნეული
#news
#სიახლე
ByM.m.m.Georgia
0