ხვალ დილიდან საღამოს 21:00 საათამდე ხელვაჩაურის ძველი ქსელის აბონენტებს წყლის მიწოდება შეუწყდება

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

'ბათუმის წყლის' ინფორმაციით,გეგმიური სარეაბილატაციო სამუშაოების, გამო ხვალ 24 აპრილს დილის 09:00 საათიდან საღამოს 21:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება ხელვაჩაურის ძველი ქსელის აბონენტებს. კერძოდ: შარაშიძის ქუჩას, მაჭავარიანის ქუჩას, მაჭავარიანის ქუჩას პირველი და მეორე შესახვევები, მიქელაძის ქუჩას, შაშიკაძის ქუჩას, ხაბაძის ქუჩას, კაკაბაძის ქუჩას, ოპიზრების ქუჩას.