კორონა ვირუსი და იმედის პატარა ნაპერწკლები

ByM.m.m.Georgia
0
კორონავირუსი მსოფლიოს წინაშე მდგარი უდიდესი გამოწვევაა. ათასობით ადამიანი გარდაიცვალა, მილიონობით ადამიანმა სამუშაო დაკარგა, ქალაქები, ქვეყნები ნორმალურად ვეღარ ფუნქციონირებენ. შფოთვის, წუხილისა და პანიკის ფონზე, მაინც არიან ადამიანები რომლებიც უარს არ ამბობენ ოპტიმიზმზე და კრიზისის ფონზეც დადებითზე კონცენტრირდებიან. მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის უარყოფით შედეგებს ვერავითარი დადებითი მოვლენა ვერ გადაწონის, ბიბისის ჟრნალისტებმა მაინც დაასახელეს რამდენიმე “იმედის ნაპერწკალი”. მსოფლიოს არაერთ რეგიონში ჰაერის დაბინძურებამ იკლო ბევრ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. უმრავლესობა სახლიდან მუშაობს. დაიკეტა ქარხნები, ხალხი ნაკლებად გადაადგილდება ქალაქის შიგნით თუ მის გარეთ. ეკონომიკისთვის ეს ყველაფერი საზიანოა, თუმცა გარემოს დამცველების თქმით, კორონა ვირუსმა საშუალება მოგვცა ცოტა ხნით მაინც გვესუნთქა სუფთა ჰაერი. დასუფთავდა არხები ვენეციაში არხებში წყალი ათწლეულების მანძლზე პირველადაა გამჭირვალე. წყალი, რომელიც როგორც წესი ამღვრეული და ტალახიანია, ახლა სუფთა და გამჭირვალეა. ვენეციას თევზებიც დაუბრუნდნენ. კორონა ვირუსი და სიკეთე კოვიდ 19-მა ნათლად დაგვანახა, რომ ადამიანები სოციალური არსებები ვართ და სხვების დახმარებით დიდ სიამოვნებას ვიღებთ. ნიუ-იორკში, ლონდონში, ტორონტოში ათასობით მოხალისე სრულიად უსასყიდლოდ მოხუცებსა და შმმ პირებს საჭმლითა და სასმელით ამარაგებს. სუპერმარკეტებმა ასევე დააწესეს “უფროსების დრო”, როცა მხოლოდ პენსიონრებს შეუძლიათ სარგებლობა და ხალხმრავლობისგან თავის არიდებით პროდუქტების შეძენა. ერთიანობა არაერთი ვიდეო გავრცელდა თუ როგორ ცდილობენ იტალიასა და ესპანეთში მეზობლები ერთმანეთის გამხნევებას აივნებიდან სიმღერითა და ცეკვით. მსგავს სიტუაციებში ადამიანები მაინც არ ირიყებიან და ცდილობენ სოციალური კონტაქტების შენარჩუნებას, თუნდაც თვითიზოლაციის ფონზე. იქმნება ერთიანობისა და თანადგომის განცდა, რაც კრიზისიდან გამოსვლაში გვეხმარება. კრეატიულობის ბუმი სოციალური დისტანცირების ფონზე, ადამიანებს სახლში დარჩენა და თავის გართობა სხვადასხვა მეთოდით უწევთ. სოციალურ ქსელებში არაერთი სახის ვიდეო იდება, რომლებიც კრეატიულობით გამოირჩევიან. მათ შორისაა ვიდეოები ქიმიურ, ფიზიკურ ექსპერიმენტებზე, გასართობი ვიდეოები, რომლებიც იდეებს გვაწვდიან თუ როგორ გავატაროთ ოჯახის წევრებთან ერთად დრო უფრო ხალისიანად. ათობით მუზეუმმა, მათ შორის ვატიკანისა და ლუვრის მუზეუმებმა, ონლაინ ტურები შემოგვთავაზეს, რომელთა საშუალებით სახლიდან გასუვლელად ვნახავთ ცნობილ ექსპონატებს. იდება ონლაინ ლექციები და ინსპირაციული მიმართვებიც. მოკლედ სოციალური დისტანცირების დრო მაქსიმალურად შეგვიძლია გამოვიყენოთ საკუთარი თავის განსავითარებლად და ოჯახის წევრებთან დროის გასატარებლად.
#კორონავირუსი
#coronavirus
#პანდემია
#opinion
ByM.m.m.Georgia
0