ავიაციის სააგენტო: რეგულარული საჰაერო მიმოსვლა ოქტომბრამდე არ აღდგება

0
ავიაციის სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო რეგულარული საჰაერო მიმოსვლაზე შეზღუდვა ისევ გახანგრძლივდა. სააგენტოს განცხადებით, ფრენები პირველი სექტემბერსაც არ აღდგება და შეზღუდვა 2020 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით იმოქმედებს. მათივე ცნობით, შეზღუდვა არ ვრცელდება იმ პირდაპირ საერთაშორისო რეისებზე, რომლებიც სრულდება თბილისის საერთაშორისო აეროპორტსა და შემდეგ აეროპორტებს შორის: მიუნხენი (გერმანია); პარიზი (საფრანგეთი) და რიგა (ლატვია). "სხვა მიმართულებებით რეგულარული საჰაერო მიმოსვლის ეტაპობრივი აღდგენის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული იქნება ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით. გამომდინარე იქედან, რომ COVID-19 პანდემიის პირობებში ავიაციის სექტორისთვის ვითარება რთულად პროგნოზირებადია და გლობალურ დონეზე, პერიოდულად იცვლება გადაწყვეტილებები სასაზღვრო და სამგზავრო შეზღუდვებთან დაკავშირებით, მოქალაქეებს და მგზავრებს კვლავ მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ დაუდასტურებელ მიმართულებებზე/რეისებზე ბილეთების შეძენისაგან", - წერია უწყების განცხადებაში.
#ავიაფრენები #კარანტინი #ავიაციისსააგანტო
Tbilisi
#ახალიამბები
0