გიორგი გახარია: მარნეულის და ბოლნისის რაიონები მკაცრ საკარანტინე რეჟიმზე გადადის

0
მარნეულის და ბლონისის რაიონები მკაცრ საკარანტინე რეჟიმზე გადადის. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მიერ გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი, რომელიც საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გაიმართა. ცნობისთვის: შუახნის ქალი, რომელსაც გუშინ კორონავირუსი დაუდგინდა, მარნეულიდანაა. პაციენტი ორმხრივი პნევმონიით ოთხი დღის წინ მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკაში მოათავსეს, 22 მარტს კი, თბილისში გადმოიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმე იყო. შეგახსენებთ: ამ დრომდე ცნობილი იყო, რომ ვირუსისგან 3 პაციენტი განიკურნა. 5 ახალი გამოჯანმრთელებულის შესახებ StopCoV.ge-ზე ჯერ ინფორმაცია არ განახლებულა. საქართველოში კორონავირუსის 54 შემთხვევაა გამოვლენილი. კარანტინის რეჟიმშია 3254 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 233.
#news
0