საგანგებო მდგომარეობის შემოღებას არავითარი აზრი არ ექნება

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=139571 საგანგებო მდგომარეობის შემოღებას არავითარი აზრი არ ექნება, თუ შეზღუდვები არ გავრცელდება ყველაზე და ყველაფერზე, მათ შორის რელიგიურ აქტორებზე! - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება , , ლელო საქართველოსთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა. , , საგანგებო მდგომარეობა არის უკიდურესი ზომა დემოკრატიულ სახელმწიფოში, რომელსაც ხელისუფლებამ შეიძლება მიმართოს მხოლოდ მაშინ, როცა საზოგადოებას ემუქრება კრიტიკული საფრთხე. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ხელისუფლებას აძლევს შესაძლებლობას, უკიდურესად შეგვზღუდოს მოქალაქეები, მაგრამ მხოლოდ იმ დოზით რომელიც აუცილებელია ამ კრიტიკული საფრთხის შესაჩერებლად. საგანგებო მდგომარეობის შემოღებას არავითარი აზრი არ ექნება, თუ შეზღუდვები არ გავრცელდება ყველაზე და ყველაფერზე, მათ შორის რელიგიურ აქტორებზე! სხვაგვარი განმარტება და მოქმედება ადამიანების გაწირვაა სიკვდილისთვის და საზოგადოების გაწირვა იმისთვის, რომ არასოდეს შევდგეთ სახელმწიფოდ, არამედ დავრჩეთ ტერიტორიად, სადაც ყველა თანასწორია, მაგრამ ზოგი უფრო თანასწორია და უფლება აქვს, კანონზე და საზოგადოების სასიცოცხლო ინტერესზე მაღლა დადგეს! რა ღირებულება აქვს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას, თუ ის ვერ უზრუნველყოფს სოციალურ დისტანცირებას, რასაც ყველა სპეციალისტი ასახელებს უმთავრეს ამოცანად? ხელისუფლებამ მოახერხა და ერთი დიდი სამართლებრივი და პოლიტიკური გაუგებრობა შექმნა, მაშინ როდესაც საქმე დგას მარტივად: უნდა დავრჩეთ სახლში, ვაკეთოთ, ვილოცოთ, ვიშრომოთ, ვიფიქროთ, ვიზრუნოთ სახლიდან და ამით გადავარჩინოთ საკუთარი და სხვების სიცოცხლე!" - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
0