"დიდი სცენის" დიდი მომღერალი

0
ჩემი დღევანდელი რესპოდენტი ყველასათვის ცნობილი, ფერადი, წარმატებული ახალგაზრდაა - მარიამ (მემე) ჟორდანია.

• გამარჯობა, მემე! მადლობა რომ აქ ხარ, ჩვენთნ ერთად. საზოგადოებას უკეთ რომ გავაცნოთ, მოგვიყევი შენს შესახებ.

გამარჯობა! პორველ რიგში დიდი მადლობა რომ დაინტერესდით ჩემით! მე მემე ვარ, მომღერალი და მეიქაფ არტისტი თბილისიდან..

• საიდან დაიწყო შენი მუსიკისადმი ინტერესი და ამ ნიჭის დახვეწაში რეპეტიტორის ხელი ურევია თუ არა.

სიმღერა დავიწყე ძალიან პატარა ასაკიდან, რაც თავი მახსოვს ყოველთვის ეს იყო ჩემ ცხოვრებაში პირველი რამ.. 9 წლის ასაკში შევედი სიმღერაზე ხათუნა ლეჟავასთან, რომლის დამსახურებაცაა ის რომ ახლა სცენაზე ვდგავარ.. მას მერე მასთან ვემზადები

• როგორ გაიხსენებდი პირველ კონცერტს, როგორი იყო შენი და აუდიტორიის ურთიერთობა?

12 წლის ასაკში დავდექი პირველად სცენაზე, მახსოვს ვიმღერე All of me.. ეს ყველაზე დაუვიწყარი დღე იყო! უბედნიერესი ვიყავი, თავი როგორც სახლში ისე ვიგრძენი..

• მუსიკა რომელიც ბავშობასთან ასოცირდება და მუსიკოსი, რომელმაც შენზე დიდი გავლენა მოახდინა.

პირველი ბენდი რომლის მოსმენაც აქტიურად დავიწყე იყო Alt J დღემდე ვუსმენ და ჩემში იმ ემოციებს იწვევს მათი მუსიკა, რომელსაც ვერცერთი სხვა შემსრულებელი..

• უფრო წინ წავალ და გკითხავ უშუალოდ „უკრაინულ ვოისზე“ , სადაც საქართველო ასახელე. მოგვიყევი პროექტზე და, რა თქმა უნდა, შედეგებზე.

ვფიქრობ, უკრაინული ვოისი საკმაოდ დიდი გამოცდილება იყო, დაუვიწყარი.. მაგრამ ბევრი სირთულე მოყვა, რადგანაც მარტო ვიყავი წასული, მორალურად უფრო რთული იყო.. თუმცა ძალიან კარგი ხალხი გავიცანი და ბევრი დადებითი მოგონება დამრჩა...

• შენი აზრით, რთულია საზოგადოების გულის მოგება და როგორია შენი დამოკიდებულება პოპულარობიდასადმი?

დღევანდელობაში და განსაკუთრებით ჩვენ ქვეყანაში ძალიან რთულია მუსიკაში რამეს მიაღწიო, მთავარია რაც გიყვარს იმას არ უღალატო და არ დანებდე, შეიძინო კონტაქტები და ბევრი ცოდნა.. ჩემთვის არ არსებობს ერთი კონკრეტული ჟანრი, ჩემი აზრით, არ უნდა მოვექცეთ ერთ ჩარჩოში და მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ ექსპერიმენტები ვაკეთოთ და კომფორტის ზონას გავცდეთ, ეს არის მთავარი განვითარებისთვის...

• უკრაინული ვოისის“ შემდეგ „დიდი სცენაში“ გადმოინაცვლე. მოგვიყევი ამ მუსიკალურ შოუზე, რომელმაც „საქართველოს ვარსკვლავის“ შემდეგ ქვეყანას შენი თავი კიდევ ერთხელ გააცნო

დიდმა სცენამ სრულიად გადაატრიალა ჩემი ცხოვრება, ისეთი ადამიანები გამაცნო, რომლებიც ზუსტად ვიცი, რომ უდიდეს როლს ითამაშებენ ჩემი მუსიკალური კარიერის განვითარებაში.. ბევრი პროექტი გამომივლია, მაგრამ ასეთი მეგობრული და კომფორტული სიტუაცია არსად ყოფილა, ჩემთვის დაუვიწყარია ის გზა რომელსაც ამ პროექტში გავდივარ..

• რა არის შენი ინსპირაციის წყარო?

ინსპირაციას ბევრი რამისგან ვიღებ, უმეტესად მაინც ბავშვობის ნოსტალგიებისგან, ძალიან მიზიდავს ძველებური ცხოვრების სტილი, ნივთებიც კი, რაღაცნაირი განსაკუთრებული ემოციური კავშირი მაქვს.

• მუსიკას რომ თავი დავანებო, ვიცი რომ ეს ის ერთადერთი ნიჭი არაა, რითაც ღმერთმა დაგაჯილდოვა. ხატვა ბრწყინვალედ რომ გამოგდის, ამის ცოცხალი მაგალითი შენი

ფერადი სახეა, რომელის პოზიტიურ განწყობას უქმნის გარეშემომყოფებს. მოგვიყევი როდის დაიწყე ბოდიარტისტობა, გრიმიორობა.

დაახლოებით 2-3 წლის წინ დავიწყე მაკიაჟის გაკეთება რადგან გარკვეული ავადმყოფობის შემდეგ, სახეზე ბევრი შრამი დამრჩა და ამას ვიფარავდი, შემდეგ ამან გამიტაცა და მეორე პროფესიად ჩამოყალიბდა ჩემ ცხოვრებაში. ეხლა მეიქაფი ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და საკუთარი თავის გამოხატვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება.

• Facebook კედელზე ხშირად აქვეყნებ ხოლმე პოსტებს გარეგნობაზ. მოდი, მოგვიყევი ამ ბოლო მესიჯზე, შენს გარეგნობაზე და ზოგადად სოციუმზე, რომელიც ცვლილებისკენ მოგიწოდებს.

ჩემი აზრით, ის რაზეც მე ხშირად ვსაუბრობ იმდენად არ უკავშირდება ხორციელ და ფიზიკურ მდგომარეობას, რამდენადაც შინაგან განწყობას, გამივლია ეგ პერიოდი და ვიცი რამდენად მნიშვნელოვანია სოციალურ ქსელში და ცხოვრებაში არსებობდეს ერთი ისეთი ადამიანი მაინც, ვინც გვეტყვის რომ ნორნალურია თავს ცუდად გრძნობდე ზოგჯერ და რომ ეს ყველაფერი ჩაივლის. ვფიქრობ, ყველამ ჩვენი სოციალური ქსელების პლატფორმა კარგი საქმეებისთვის რომ გამოვიყენოთ, რადიკალურად შევცვლით სოციუმში დაწესებულ სტანდარტებს.

• არ შემიძლია არ გკითხო ოჯახზე, რომელიც შენი თქმისა არ იყოს - მოტივაციაა. როგორია მათი შეხედულება შენ გარეგნობაზე, აქტიურობაზე და მიზნებზე?

ჩემი ოჯახი ყოველთვის გვერდში მედგა და ყველა ჩემ გადაწყვეტილებას უდიდესი პატივისცემით უდგებიან, ვთვლი რომ ყველაზემეტად ოჯახში გამიმართლა.

• ჩვეული კითხვა - სამომავლო გეგმებზე ხომ არ გვესაუბრებოდი? სად ხედავ შენს თავს ათი წლის შემდეგ?

მალე ვიწყებ საავტორო თრექების გამოშვებას და ძალიან ბედნიერი ვარ, ჩემი ოცნებაა ვიდგე დიდ სცენაზე, რაც შეიძლება მეტი საავტორო სიმღერები ვწერო და ნიჭიერ ხელოვან ხალხთან მქონდეს ცხოვრებაში შეხება... ათი წლის შემდეგ თავს წარმატებულ ტიპად ვხედავ, მგონია რომ ცხოვრება სამართლიანია და ის შრომა, რომელსაც ყოველდღე მუსიკას ვუთმობ, აუცილებლად დამიფასდება.

• მემე, შენი აზრით, რადენად ფართო ასპარეზს გიქმნის საქართველო იმისათვის, რომ შენი გეგმები სრულად განავითარო?

ჩემი აზრით, საქართველოს მასშტაბები არანაირად არ არის საკმარისი მუსიკოსისთვის განვითარების მხრივ, ყველა მაინც საბოლოოდ ცდება ამ საზღვრებს, ვისაც დიდი ოცნებები აქვს. მაგრამ მგონია რომ ბოლო პერიოდში ბევრი კარგი არტისტი გამოგვიჩნდა ასპარეზზე და სამომავლოდ გვაქვს იმის შანსი რომ ბევრად წინ ვიყოთ ვიდრე ახლა.

• რას ურჩევდი ახალგაზრდებს, შენი თაობის გოგო-ბიჭებს?

რომ იცხოვრონ ისე, როგორც იგრძნობენ, ოღონდ არასდროს ავნონ ამით სხვას. რომ სწორად იაზროვნონ, დასაცავი დაიცვან და ყოველთვის გვერდში ედგნენ ერთმანეთს, ეს ყველაზე მნიშვნელოვანია ცხოვრებაში.

• და ბოლოს, როგორც ვიცი დღეს, 22:00 საათძე, რუსთვი 2-ის პირდაპირ ეთერში „დიდი სცენის“ ფინალია. ამ ბლოგს ახლა ძალიან ბევრი ადამიანი კითულობს. რამე სახის მიმართვა ხომ არ გექნებოდა მათთან?

პროექტის მანძილზე უამრავი ენერგია და დრო ჩავდე, რომ იქამდე მოვსულიყავი, სადაც ვარ ახლა, ამ პროექტის მოგება დამეხმარება ინვესტირება მოვახდინო ჩემ მუსიკაში და სრულიად შევცვალო ჩემი ცხოვრება. ძალიან გთხოვთ რომ კვირა დღეს, საღამოს 22:00 საათიდან დამირეკოთ ნომერზე 0322 77 99 15.. ზარი სრულიად უფასოა, ერთმა ზარმაც კი შეიძლება ჩემი ცხოვრება შეცვალოს!

• მემე, ძალიან დიდი მადლობა ამ ციებ-ცხელებაში ჩემი რუბრიკისთვის დრო რომ გამონახე და გვიზიარებ გამოცდილებას!

მე ძალიან ფერად, საინტერესო და წარმატებულ მომავალს გისურვებ და ამ ეტაბზე კი რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თავდაუზოგავი შრომის დაფასებას - გამარჯვების სახით..!

დიდი, დიდი მადლობა!
032 2 77 99 15 𝓜𝓮𝓶𝓮 🕙
#მემეჟორდანია
#წარმატებულიახალგაზრდები
#მოდა
#ხელოვნება
0