რას იზამდნენ ზოდიაქოს ნიშნები, დღეს რომ სამყაროს აღსასრული იყოს?

0
1) ♈️ ვერძი - ამ წამს რომ სამყაროს აღსასრული იყოს, ვერძი დაურეკავს ყველა იმ ადამიანს, რომლებსაც სამსახურეობრივი თუ სხვა მოვალეობების გამო პირში ვერ ლანძღავდა და გულით ეტყვის ყველა იმ ლამაზ სიტყვას, რაც აქამდე თავში უტრიალებდა! 🌪 2) ♉️ კურო - როგორ იქნა, მორჩება მუშაობას, ნერვიულობას, მომავალზე ფიქრს, და ბოლო ჟამს საკუთარ თავს ერთ სასიამოვნო დღეს აჩუქებს! ახლა რაღად უნდა ზრუნვა, მასთან ერთად ხომ სხვებისთვისაც უკანასკნელი დღეა? 😏 3) ♊️ ტყუპები - დაჯდება და ნერვიულობით საკუთარ თავსაც შეაწყენს თავს, მერე გარშემომყოფებს და სანამ ის 24 საათი გავა, გულის შეტევით გაასვენებენ სახლიდან. ⛑ 4) ♋️ კირჩხიბი - როგორც წესი, ამ ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები წყენას გულში ინახავენ და სხვას გულს ნაკლებად ტკენენ. ახლა კი აიღებენ მობილურს და ვაი მათ, ვინც ოდესმე რამე აწყენინა... 🥶 5) ♌️ ლომი - წინ დაიდებს სარკეს და მთელი დარჩენილი დრო, საკუთარი თავის ქებით დატკბება. 🐒 6) ♍️ ქალწული - გახსნის სეიფს, გატეხავს ყულაბას, გამოიტანს ბანკიდან დანაზოგს და რაც კი აქამდე მოუგროვებია, საყვარელ ადამიანებთან ერთად დახარჯავს. 🛍🎁 7) ♎️ სასწორი - როგორც სულ, ახლაც სხვებს გადაყვება თან. არ დაეზარება, დაუვლის სათითაოდ ადამიანებს და მათ დამშვიდებას შეეცდება. ვერც გააანალიზებს, რომ ადამიანს დახმარებით თავი არ უნდა მოაბეზროს. 😡 8) ♏️ მორიელი - ბედნიერად უყურებს, როგორ ნადგურდებიან მტრები სამყაროს ძალით და არა საკუთარი შურისძიების გეგმით. მერე, ყველას გაყრის სახლიდან და რაიმე, კარგ მუსიკას მოუსმენს. 🎶✖️ 9) ♐️ მშვილდოსანი - ხუმრობაში მოიკოჭლებენ, მაგრამ მოირგებენ ხუმარა და უდარდელი ადამიანების იმიჯს და რაც ძალი და ღონე ექნებათ, იცინებენ და შეეცდებიან, სხვების პოზიტიურ განწყობაზე დააყენონ. 🙄 10) ♑️ თხის რქა - დაუვლის სათითაოდ ყველას და მოუყვება, თუ როგორი უსამართლო და ამაოა ეს ცხოვრება, შექმნის სევდიან განწყობას და ამით ბედნიერად იხალისებს. 😈 11) ♒️ მერწყული - მოძებნის საუკეთესო მეგობარს და დაიწყებს ჭორაობას ყველაფერზე, რაზეც შეძლებს და ბოლოს, ერთად იტირებენ. 💔 12) ♓️ თევზები - ესენი ნერვიულობისგან სულს 2 წუთში დალევენ. თუმცა თავს ისე მოგაჩვენებენ, თითქოს არც არაფერი ანაღვლებთ. მათ ეს კარგად გამოსდით. მათი ნიჭი ხომ სამსახიობო ოსტატობაა!
#გააჟღერე
Feedc
#ასტროლოგია
#მეცნიერება
#ხელოვნება
#ახალიამბები
#გართობა
#გააჟღერე
0