როლინგ სტოუნზის ლეგენდარული ლოგოს შექმნის ისტორია

0
პოპ-მუსიკის ისტორიაში ყველაზე ცნობილი და გავრცელებული, ლეგენდარული ბენდის, როლინგ სტოუნზის „ენისა და ტუჩების“ ლოგო უკვე 40 წელია თამამი ამბოხის სიმბოლოდ მიიჩნევა. 1969 წელს ტურნეს პოსტერის ძიებაში, ხმის ჩამწერი სტუდიის ნამუშევრებით იმედგაცრუებული მიკ ჯაგერი ლონდონის ხელოვნების კოლეჯს მიადგა იმ იმედით, რომ რომელიმე სტუდენტი სასურველ იდეას შესთავაზებდა. სწორედ ამ დროს მან გაიცნო ჯონ პაში, 24 წლის კურსდამთავრებული, რომელსაც ჯაგერმა ტურნეს პოსტერის გაკეთება დაავალა. ევროპის ტურნეს პოსტერზე კრუიზი და ავტომობილი იყო გამოსახული. დასრულებული ნამუშევრით აღფრთოვანებულმა ჯაგერმა პაშს სტუდიური ალბომის ლოგოს დიზაინის შექმნაც სთხოვა. Rolling Stones ‘Tongue’ logo by Jon Pasche, 1970 „მიკი გატაცებული იყო ინდუისტური ქალღმერთით, კალით, რომელსაც ფოტოზე ენა ჰქონდა გამოყოფილი, მომიტანა და მითხრა, რომ მისი მსგავსი რამ გამეკეთებინა.“ – ამბობს ჯონ პაში. არტისტმა ორ კვირაში დაასრულა ნამუშევარი და კუთვნილი 50 ფუნტიც მიიღო. „მინდოდა ნამუშევარი ანტიავტორიტეტული და თან პროვოკაციული გამოსულიყო, მაგრამ ვფიქრობ, რომ ენისა და ტუჩების იდეა მაშინ გაჩნდა, როდესაც ჯაგერს პირველად შევხვდი სტოუნზის ოფისში. მისი ნახვისას პირველი, რაც თვალში მოგხვდებათ, ფართო პირი და დიდი ტუჩებია“, – აღნიშნავს პაში. Keith Richards and Mick Jagger laughs during the production of the music video for Rolling Stones ‘Respectable’ in New York 1978 Picture: Michael Putland ლოგო პირველად 1971 წლის ალბომის – Sticky Fingers-ის ყდის შიდა მხარეს გამოჩნდა და მას შემდეგ ბენდის მთავარი მახასიათებელია. სტოუნზის მიერ ლოგოზე საავტორო უფლებების დამტკიცების შემდეგ, პაშიმ უფლებების წილი მიიღო და როგორც ყველა გენიალური ნამუშევარი, ისიც აღიარებულია. ლოგოს ორიგინალი ჩანახატი 2008 წელს ლონდონის ვიქტორიასა და ალბერტის მუზეუმმა 92 500 დოლარად შეიძინა. ჯონ პაშის თქმით, ის ვერასოდეს იფიქრებდა, რომ ბენდი ლოგოს ამდენი ხნის მანძილზე გამოიყენებდა. „მე მაინც გაოცებული ვარ ნამუშევრის პოპულარობით. დღემდე ვიღებ ხალხისგან წერილებს ტექსტით: „ახლა გავიკეთე მხარზე ტატუ როლინგ სტოუნზის ლოგოთი
#opinion
#photo
#funny
#interestingfact
0