გიორგი გახარია -როცა მივდივართ მასობრივი თავშეყრის ადგილებზე,არ ნიშნავს,რომ გმირები ან თამამები ვართ

0
როცა ჩვენ მივდივართ მასობრივი თავშეყრის ადგილებზე, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გმირები ან თამამები ვართ, -ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უბრალოდ პატივს არ ვცემთ იმ ადამიანებს, რომლებიც ჩვენ გვერდით არიან, პატივს არ ვცემთ ჩვენს მშობლებს და ჩვენი ოჯახის წევრებს. "მინდა თითოეულ ჩვენს მოქალაქეს მოვუწოდო, რომ ჩვენი ნაბიჯი დღეს არ ნიშნავს მხოლოდ პასუხისმგებლობას ჩვენს ჯანმრთელობასა და ჩვენს სიცოცხლეზე. ეს ნიშნავს პასუხისმგებლობას ჩვენს გვერდზე მდგომი, ჩვენი ოჯახის წევრების, ჩვენი მეზობლის, ჩვენი მოქალაქის, ჩვენი კოლეგის და საბოლოო ჯამში, ქვეყნის ჯანმრთელობასა და მომავალზე", - განაცხადა გახარიამ.
#covid19
#coronavirus
#stopcovid19
#georgia
#pm
m
0