გიორგი გახარია: „აირზენას“ დირექტორი ელოდება იმას, რაც უფრო მეტ ფულს გადაუხდიან

0
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მთავრობის ადმინისტრაციაში, საკოორდინაციო საბჭოს წევრებთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე „აირზენას“ დირექტორის შეფასებაზე დაუსვეს შეკითხვა. გიორგი გახარიას თქმით, სახელმწიფოს ამოცანაა, მაქსიმალურად სწრაფად და ორგანიზებულად გამოიყვანონ საქართველოს მოქალაქეები მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან და საკარანტინო ოთახების დეფიციტი ქვეყანაში არ არის. „მე ვფიქრობ, აირზენას დირექტორი ელოდება იმას, რაც უფრო მეტ ფულს გადაუხდიან, სხვას არაფერს. ჩვენი ამოცანა არის მარტივი, მაქსიმალურად სწრაფად, ორგანიზებულად ჩვენი მოქალაქეები გამოვიყვანოთ ევროპის და საერთოდ, მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებიდან. არავის დაავიწყდეს, რომ არის საგანგებო მდგომარეობა. თუ კომპანიები, საგანგებო მდგომარეობის შესაბამისად არ შეასრულებენ ვალდებულებებს, რომელსაც მათ დააკისრებს სახელმწიფო, ჩვენი მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე, ამ კომპანიების ხელმძღვანელებს ჯერ დაეკისრებათ ჯარიმა, შემდგომ დაეკისრებათ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა და კომპანიები იქნებიან ექსპროპრიებული სახელმწიფოს ინტერესებში, დროებით, რა თქმა უნდა, იმისთვის, რომ სახელმწიფომ თავისი ინტერესები დაიცვას. ეს გადაეცით მაგ კომპანიის დირექტორს, პირადად ჩემგან“, - განაცხადა გიორგი გახარიამ. მისივე თქმით, ვიღაცები სპეკულირებენ, რომ ან უფრო მეტი ფული იშოვონ, ან პოლიტიკური დივიდენდები მიიღონ.
#georgia
#airzena
#fly
#covid19
#gakharia
0