Euradio: საქართველოში ვირუსის შემთხვევები მინიმალურია, ზომები-მაქსიმალური

0
ამ სათაურით ეხმიანება ფრანგული გამოცემა Eu radio. fr საქართველოში მიმდინარე მოვლენებს კორონავირუსთან დაკავშირებით. ჯანდაცვის კრიზისი თითქმის მაქსიმალურ კონტროლზეა აყვანილი საქართველოში – წერს ფრანგული გამოცემა და აცხადებს, რომ ქვეყნისთვის ამ ეტაპზე დიდი მიღწევაა ის შედეგი, რაც ამ დროისთვის აქვს. გამოცემა თავის ყოფილ ჟურნალისტ, ლიკა ჭიპაშვილსაც ესაუბრა, რომელზე დაყრდნობითაც აცხადებს: საქართველოში, ვირუსის გავრცელება, სხვა ქვეყნებთან შედარებით, ნელა მიმდინარეობს. ადგილობრივი ჯანდაცვის სისტემა, ჯერჯერობით, ახერხებს მისი გავრცელების შეკავებას. სოციალური მიმართულებით, განსაკუთრებული პრობლემები აქვეყანას არ აქვს. მუშაობს ყველა სასურსათო მაღაზია და ადამიანებს ყოველგვარი პანიკის გარეშე შეუძლიათ მისვლა და სასურველი პროდუქტის შეძენა. არ არის დაცარიელებული დახლები. ქვეყნისთვის არანაკლებ სერიზოული გამოწვევაა, სხვადასხვა ქვეყანაში დარჩენილი ადამიანების გამოყვანა, რაც ეტაპობრივად მოხდება” – ნათქვამია სტატიაში, რომელიც ქარტველი ექიმების პროფესიონალიზმზე ხაზგასმით სრულდება.
#france
#georgia
#covid19
#stopcovid19
#coronavirus
0