589 გარდაცვლილი და 25 345 ინფიცირებული რუსეთში

Tbilisi Daily

რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 25 345 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 2 347 401-მდე გაიზარდა. ამასთან, ქვეყანაში კიდევ 589 ინფიცირებული გარდაიცვალა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე რუსეთში 41 053 ფატალური შემთხვევაა დადასტურებული. აღსანიშნავია, რომ ბოლო 24 საათში დაფიქსირებული გარდაცვალების შემთხვევები რეკორდული მაჩვენებელია ქვეყნისთვის პანდემიის დაწყების დროიდან. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულთა რაოდენობას, რუსეთში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 830 349 ადამიანი. რუსეთი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობით მსოფლიოში, აშშ-ის, ინდოეთისა და ბრაზილიის შემდეგ მეოთხე ადგილზეა.