კორონავირუსთან საბრძოლველად იტალია აშშ-ს სამხედრო დახმარებას სთხოვს

0
იტალიის მთავრობამ აშშ-ის თავდაცვის მინისტრს, მარკ ესპერს კორონავირუსთან საბრძოლველად სამხედრო დახმარების თხოვნით მიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს. გამოცემის ცნობით, იტალიის თავდაცვის მინისტრმა მარკ ესპერს კრიტიკული სამედიცინო აღჭურვილობით, ნიღბებითა და სასუნთქი აპარატებით დახმარება სთხოვა. მათივე ინფორმაციით, იტალიის მთავრობამ, ასევე, ითხოვა, რომ ქვეყანაში განლაგებული აშშ-ს სამხედროები მათ სამედიცინო პერსონალსა და საველე ჰოსპიტლებს დაეხმარონ. P.s. სტატია ჩვენ არ გვეკუთვნის. სტატია გამოქვეყნებულია on.ge-ს მიერ.
#news
#politics
#covid19
#Feedc
#headline
0