სამეგრელი ელარჯის გარეშე? - არა

0
მეგრული სამზარეულოს ერთ-ერთი ცნობილი კერძის, ელარჯის მომზადება იმაზე მარტივია, ვიდრე წარმოგედგინათ.

ელარჯისთვის დაგჭირდებათ

ღერღილი, რომელიც კარგად უნდა გარეცხოთ. შემდეგ ქვაბში ჩაასხით წყალი და ჩაყარეთ გარეცხილი ღერღილი. როცა ადუღდება, დაბალ ცეცხლზე დააყენეთ. ერთი საათის განმავლობაში ხარშეთ.  კარგად რომ მოიხარშება, დაუმატეთ სიმინდის ფქვილი და სწრაფად ურიეთ, რომ არ მიიწვას. მასა სქელი, ფაფისმგავარი უნდა გახდეს. შემდეგ დატოვეთ დაბალ ცეცხლზე დაახლოებით 40  წუთი. ამის შემდეგ ყველი (სასურველია სულგუნი) დაჭერით თხელ ნაჭრებად და ჩაყარეთ მომზადებულ ღომში. ყველის რაოდენობას თავად განსაზღვრავთ.  კარგად აურიეთ და კიდევ ერთი წუთის განმავლობაში დატოვეთ დაბალ ცეცხლზე.

• თუკი ყველი უმარილოა, ღომში ყველის ჩამატების შემდეგ ოდნავ მარილი დაამატეთ. ელარჯის თეფშზე მარტივად ამოსაგებად ჩოგანი თითოეულ ჯერზე ცივი წყლით დაასველეთ.

ელარჯის ინგრედიენტებია:

🔻ღერღილი - 200 გ 🔻სულგუნი - 600 გ 🔻მჭადის ფქვილი ან მანანის 🔻ბურღული - თვალის ზომით 🔻მარილი - გემოვნებით

ღომი

#ელარჯი
#სამეგრელო
#კულინარია
0