ბელგიამ ბიზნესისთვის შეზღუდვები მოხსნა
Tbilisi Daily
ბელგია გლობალური პანდემიის შოკიდან გამოდის. ქვეყანამ დღეიდან ბიზნესების უმეტესობისთვის შეზღუდვა მოხსნა. თუმცა დასაქმებულებს სოციალური დისტანციის დაცვისა და პირბადის გამოყენების რეკომენდაციას აძლევენ.
ჯერჯერობით დახურულია კაფეები, რესტორნები და ბარები. ბრიუსელის ცენტრში დაწესდა მანქანით მოძრაობის სიჩქარის უფრო მცირე ლიმიტი და უპირატესობა ქვეითად მოსიარულეებსა და ველოსიპედისტებს ენიჭებათ.
ქვეყანაში სკოლები კვლავ დახურულია. გეგმის მიხედვით, მოსწავლეები სკოლებს 18 მაისს უნდა დაუბრუნდნენ.
#news
Belgium
#შეზღუდვებისმოხსნა
#tbilisidaily
#dailynews