მოსკოვში დააკავეს ბელარუსის მხარდასაჭერად გამართული აქციის მონაწილეები
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
მოსკოვის პოლიციამ სულ მცირე 11 ადამიანი დააკავა ბელარუსის საელჩოსთან გამართულ აქციაზე. ამის შესახებ უფლებადამცველთა მედიაპროექტი ОВД Инфо იუწყება.
ერთ-ერთი დაკავებულის, მუსიკოს ოლეგ კლიმოვის ინფორმაციით, პოლიციელებმა დაკავებულებს შეუდგინეს ოქმი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ალკოჰოლური სასმელის მიღების და თამბაქოს მოწევისთვის. კლიმოვი ამბობს, რომ პირადად ის სრულიად ფხიზელი იყო.
ბელარუსში საპროტესტო გამოსვლების მონაწილეთა მხარდასაჭერად მოსკოვში, 23 აგვისტოს გამართულ აქციაში ასზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა.
სოლიდარობის აქციები გაიმართა სხვა ქვეყნებშიც, მათ შორის საქართველოსა და ლიეტუვაში.
https://www.radiotavisupleba.ge/a/30799317.html
#ახალი_ამბები
#twitter