ესპანეთში კორონავირუსით საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე გარდაიცვალა

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=139574 ესპანეთში კორონავირუსით საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დაიღუპა. ამის შესახებ გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხდა. პრემიერის თქმით, გარდაცვლილი 65 წლის კაცია. „დღეს ესპანეთში ინფიცირებული იყო 3 107 ადამიანი და გარდაიცვალა 375 ადამიანი და საუბედუროდ, ერთი საქართვლოს მოქალაქე. მამაკაცი, 65 წლის“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა ესპანეთში კორონავირუსის შედეგად საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა. 21 მარტს ცნობილი გახდა, რომ ესპანეთში გარდაიცვალა ქართველი ქალი.
0