საქართველოში კორონავირუსისგან 8 ადამიანი გამოჯანმრთელდა

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=139575 საქართველოში კორონავირუსისგან 8 ადამიანი გამოჯანმრთელდა. აღნიშნული ინფორმაცია თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსმა, მარინა ენდელაძემ ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში გაავრცელა. "პირველი სასიხარულო ამბავი მინდა გითხრათ, რომ 2 პაციენტი დღეს კიდევ გავწერეთ. გარდა ამისა, დღეს საღამოსაც მივიღეთ ინფორმაცია, რომ დაგვემატა ახალი გამოჯანმრთელებულები. ვერ გეტყვით, რომ ხვალ სხვებსაც გავწერთ, მაგრამ დღეს მივიღეთ 5 უარყოფითი პასუხი. 3-ს დაემატა 5, სულ 8", - განაცხადა ენდელაძემ.
0