7 votes
comments
1 shares
Save
კორონავირუსისგან ჯამში 8 ადამიანი განიკურნა, 5-მა მათგანმა კლინიკა უკვე დატოვა
3041 reads
Tbilisi Daily
Tbilisi · 4 months ago
სტატიის წასაკითხად დააჭირე გაგრძელებას
or
By continuing you agree to Feedc’s Terms of use and Privacy Policy

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განმარტებით, ჩატარებული განმეორებითი ტესტით 5 გამოჯანმრთელებული პაციენტი გვყავს, აქედან 2-მა მათგანმა კლინიკა უკვე დატოვა.

მისივე თქმით, ვინაიდან 3 პაციენტს ჰქონდა პნევმონია, მოხდება მათი კლინიკური შეფასება, თუ მონაცემების საფუძველზე ყველაფერი წესრიგში იქნება, დღეს კლინიკას სამივე პაციენტი დატოვებს.

„დღესდღეობით საქართველოში დადასტურებულია 54 შემთხვევა. ამ 54-დან 35 შემთხვევა ჩვენს ცენტრზე მოდის, დანარჩენი 19 შემთხვევა არის „კოვიდის“ მიმღებ სხვა 5 დაწესებულებაზე. მონიტორინგი გრძელდება.

ჩვენთან ჩატარებული განმეორებითი გამოჯანმრთელების ტესტით 5 გამოჯანმრთელებული პაციენტი შემოემატა გუშინ კიდევ. ამ 5 პაციენტიდან გუშინ 2-მა უკვე დატოვა ჩვენი ცენტრი ანუ ჯამში უკვე 5-მა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა ჩვენი ცენტრი. სამი პაციენტი მართალია გამოჯანმრთელებულია, მაგრამ მათთან პარალელურად გვქონდა პნევმონიები, ამიტომ დღეს გარკვეულწილად მოხდება კლინიკური შეფასება ამ მონაცემების და თუ ყველაფერი წესრიგში იქნება, ალბათ, ეს სამი პაციენტიც დატოვებს დღეს დღის განმავლობაში ჩვენს ცენტრს. ეს უკვე შემდგომი კლინიკური მონაცემებისა და ლაბორატორიული შეფასების შემდგომში,“-განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

#მარინაეზუგბაია #კორონავირუსი #გამოჯანმრთელებულიპაციენტები #დარჩისახლში #tbilisidaily
Tbilisi Daily
Tbilisi · 4 months ago
7
Write a comment
1