პროგრამა მცირე და საშუალო სასტუმროებისთვის

0
ეკონომიკის სამინისტრო საოჯახო, მცირე და საშუალო სასტუმროების ინდუსტრიის დასახმარებლად ახალ პროექტს იწყებს. განცხადებების მიღება უკვე დაიწყო. ეკონომიკის სამინისტრო პროგრამა "აწარმოე საქართველოში"-ის ფარგლებში მზად არის დაეხმაროს სასტუმრო ინდუსტრიაში მოქმედ იმ მეწარმეებს, რომლებიც ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო კომერციულ ბაკებში აღებული სესხების საპროცენტო წილს ვერ იხდიან. "აღნიშნული მექანიზმის ფარგლებში, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ განახორციელებს, 2020 წლის 1-ლი მარტიდან მომდევნო 6 თვის განმავლობაში მეწარმე სუბიექტებისთვის სესხზე დარიცხული წლიური სარგებლის თანადაფინანსებას, როგორც აღნიშნული სესხისთვის 2020 წლის 1 მარტამდე წარმოშობილი დარიცხული საპროცენტო სარგებლის დასაფარად ასევე 2020 წლის 1 მარტის შემდეგ წარმოშობილი სასესხო ვალდებულებების დასაფარად."- წერია სამინისტროს განცხადებაში.
#politics
#news
#ეკონომიკა
#ეკონომიკისსამინისტრო
0