დაინფიცირდა ქალი სარიტუალო ღონისძიებაზე და არ იციან კონკრეტულად ვისგან გადაედო-გახარია

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=139579 პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, მარნეულში კორონავირუსით სარიტუალო ღონისძიებაზე, დაინფიცირდა ქალი და არ იციან კონკრეტულად ვისგან გადაედო. აღნიშნული განცხადება, გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში, საგანგებოდ შეკრებილი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა. "დღეს გვქონდა საკმაოდ რთული შემთხვევა ვირუსით ინფიცირების. ეს გახლავთ მარნეულის შემთხვევა, სადაც გვყავს ინფიცირებული ქალბატონი, რომლის ინფიცირების წყაროს დადგენაც ვერ მოხერხდა. ეს ის შემთხვევაა, რომელზეც რამდენიმე დღეა ვსაუბრობთ და რისთვისაც ვემზადებოდით, რომ ქვეყანაში დაიწყებოდა შიდა გადაცემის ეტაპი", -განაცხადა გახარიამ. პრემიერ-მინისტრის თქმით, რომ ეპიდემიოლოგების პროგნოზით შიდა გადაცემა სარიტუალო ღონისძიების დროს მოხდა, რომელსაც რამდენიმე ათეული ადამიანი ესწრებოდა. "შესაბამისად, ყველას უნდა გვესმოდეს ის, რომ ჩვენმა ეპიდემიოლოგება დაადგინეს 90 საკონტაქტო პირი, ჯერ ეს არაფერს არ ნიშნავს და სიტუაცია არის საკმაოდ რთული. ეს გახლავთ ის ძირითადი გამოწვევა, რომელსაც ჩვენ ყოველთვის ვეძახდით გავრცელების შიდა ეტაპზე გადასვლას და რომლისთვისაც ვცდილობდით მაქსიმალურად ვყოფილიყავით მომზადებული და რომლისთვისაც ჩვენ მაქსიმალურად ვართ მომზადებული. თუმცა, ყველა ამ მომზადების მიუხედავად სიტუაცია საკმაოდ რთულია", - ამბობს გიორგი გახარია. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მარნეულის და ბოლნისის რაიონები მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადადის. პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ცნობით, მუნციპალიტეტების ტერიტორიის შიგნით იზღუდება გადაადგილება. მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე გადაადგილება მხოლოდ საკვები პროდუქტების ან მედიკამენტების შესაძენადაა დაშვებული.
0