პსჟ 41-ე კლუბია, რომელიც ჩემპიონთა თასის ფინალში ითამაშებს. უმართლებთ თუ არა დებიუტანტებს? საინტერესო ფაქტია, რომ ბოლო 6 შემთხვევაში არ უმართლებთ, ანუ ფინალს აგებენ.
ბოლო კლუბი, რომელიც პირველად გავიდა ფინალში და მოიგო, დორტმუნდი გახლდათ: 1997 წელს იუვენტუსს 3:1 აჯობა.
მას შემდეგ კი სადებიუტო ფინალში წააგეს ვალენსიამ, ლევერკუზენმა, მონაკომ, არსენალმა და ჩელსიმ.
ბაიერნი 10-ჯერ იყო ჩემპიონთა თასის ფინალში: 5 მოიგო, 5 წააგო. აქედან ორჯერ სწორედ დებიუტანტთან დამარცხდა: 1982 წელს ასტონ ვილასთან 0:1 და 1987 წელს პორტუსთან 1:2.
აი, დღეს რა მოხდება, ვინ იცის?..