3 votes
0 comments
0 shares
Save
„აირზენას“ დირექტორი მეტი ფულის გადახდას ელოდება და სხვას არაფერს - გახარია
51 views
Pirveliradio Ge
Tbilisi · 3 months ago

http://pirveliradio.ge/index.php?newsid=139588

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ქართული ავიაკომპაია "ჯორჯიან ეარვეისის" მიერ გაუქმებულ რეისებზე დასმული კითხვის პასუხად განაცხადა, რომ კერძო კომპანიებს არ უნდა დაავიწყდეთ, რომ თუ ისინი საგანგებო მდგომარეობის შესაბამისად არ შეასრულებენ ვალდებულებებს, სახელმწიფო მათ მიმართ შესაბამის ზომებს გაატარებს.

"მე ვფიქრობ, რომ "აირზენას" დირექტორი ელოდება იმას, რაც უფრო მეტ ფულს გადაუხდიან და სხვას - არაფერს. ჩვენი ამოცანა არის მარტივი. მაქსიმალურად სწრაფად და ორგანიზებულად ჩვენი მოქალაქეები გამოვიყვანოთ ევროპის და საერთოდ მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებიდან.

რაც შეეხება კონკრეტულ შემთხვევას, არავის არ დაავიწყდეს, რომ არის საგანგებო მდგომარეობა. თუ კომპანიები საგანგებო მდგომარეობის შესაბამისად არ შეასრულებენ ვალდებულებებს, რომელთაც მათ დააკისრებს სახელმწიფო, ჩვენი მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე, ამ კომპანიების ხელმძღვანელებს, ჯერ დაეკისრებათ ჯარიმა, შემდგომ დაეკისრებათ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა და კომპანიები იქნებიან დროებით ექსპროპრირებული სახელმწიფოს ინტერესებში, რათა სახელმწიფომ დაიცვას საკუთარი ინტერესები. ეს გადაეცით ამ კომპანიის დირექტორს პირადად ჩემგან," - განაცხადა საგანგებო ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.


Pirveliradio Ge
Tbilisi · 3 months ago
Similar Posts
Mediamall
Tbilisi, Georgia · 3 months ago
გიორგი გახარია: „აირზენას“ დირექტორი ელოდება იმას, რაც უფრო მეტ ფულს გადაუხდიან
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მთავრობის ადმინისტრაციაში, საკოორდინაციო საბჭოს წევრებთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე „აირზენას“ დირექტორის შეფასებაზე დაუსვეს შეკითხვა. გიორგი გახარიას თქმით, სახელმწიფოს ამოცანაა, მაქსიმალურად სწრაფად და ორგანიზებულად გამოიყვანონ საქართველოს მოქალაქეები მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან და საკარანტინო ოთახების დეფიციტი ქვეყანაში არ არის. „მე ვფიქრობ, აირზენას დირექტორი ელოდება იმას, რაც უფრო მეტ ფულს გადაუხდიან, სხვას არაფერს. ჩვენი ამოცანა არის მარტივი, მაქსიმალურად სწრაფად, ორგანიზებულად ჩვენი მოქალაქეები გამოვიყვანოთ ევროპის და საერთოდ, მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებიდან. არავის დაავიწყდეს, რომ არის საგანგებო მდგომარეობა. თუ კომპანიები, საგანგებო მდგომარეობის შესაბამისად არ შეასრულებენ ვალდებულებებს, რომელსაც მათ დააკისრებს სახელმწიფო, ჩვენი მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე, ამ კომპანიების ხელმძღვანელებს ჯერ დაეკისრებათ ჯარიმა, შემდგომ დაეკისრებათ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა და კომპანიები იქნებიან ექსპროპრიებული სახელმწიფოს ინტერესებში, დროებით, რა თქმა უნდა, იმისთვის, რომ სახელმწიფომ თავისი ინტერესები დაიცვას. ეს გადაეცით მაგ კომპანიის დირექტორს, პირადად ჩემგან“, - განაცხადა გიორგი გახარიამ. მისივე თქმით, ვიღაცები სპეკულირებენ, რომ ან უფრო მეტი ფული იშოვონ, ან პოლიტიკური დივიდენდები მიიღონ. #georgia #airzena #fly #covid19 #gakharia
Pirveliradio Ge
Tbilisi, Georgia · 3 months ago
ადგილი ჰქონდა ჩვენთვის სამწუხარო გაუგებრობას
"ჯორჯიან ეარვეისის" გენერალური დირექტორი რომან ბოკერია პრემიერ-მინისტრის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ გაუგებრობას ჰქონდა ადგილი და ამ დროისთვის ყველა ხარვეზი აღმოფხვრილია. "ვაცხადებთ, რომ ადგილი ჰქონდა ჩვენთვის სამწუხარო გაუგებრობას, ამ წუთისათვის ჩვენი მხრიდან ყველა ხარვეზი აღმოფხვრილია. გარწმუნებთ, რომ „ჯორჯიან ეარვეის“-ის ერთ მუშტად შეკრული კოლექტივი, როგორც ყოველთვის დარჩება საქართველოს მთავრობის და ხალხის გვერდში, იმოქმედებს საგანგებო სიტუაციის მოთხოვნებითა და წესებით. მიუხედავად იმისა, რომ ავიაკომპანია უმძიმეს პირობებში იმყოფება, ჩვენ მზად ვართ საკუთარი ხალხის უსაფრთხოებისათვის შესაძლებლობების მაქსიმუმი გავაკეთოთ",-აღნიშნა რომან ბოკერიამ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას. შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ შემდეგი განცხადება გააკეთა:"ვფიქრობ, „აირზენას“ დირექტორი ელოდება იმას, რაც უფრო მეტ ფულს გადაუხდიან და სხვას არაფერს", რითაც გამოეხმაურა „აირზენას“ ხელმძღვანელის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ ჩარტერული რეისები ევროპიდან საქართველოს მთავრობის განკარგულებით შეჩერდა.
Mediamall
Tbilisi, Georgia · 3 months ago
"ჯორჯიან ეარვეისის" დირექტორი - ადგილი ჰქონდა ჩვენთვის სამწუხარო გაუგებრობას
"ჯორჯიან ეარვეისის" გენერალური დირექტორი რომან ბოკერია პრემიერ-მინისტრის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ გაუგებრობას ჰქონდა ადგილი და ამ დროისთვის ყველა ხარვეზი აღმოფხვრილია. "ვაცხადებთ, რომ ადგილი ჰქონდა ჩვენთვის სამწუხარო გაუგებრობას, ამ წუთისათვის ჩვენი მხრიდან ყველა ხარვეზი აღმოფხვრილია. გარწმუნებთ, რომ „ჯორჯიან ეარვეის“-ის ერთ მუშტად შეკრული კოლექტივი როგორც ყოველთვის დარჩება საქართველოს მთავრობის და ხალხის გვერდში, იმოქმედებს საგანგებო სიტუაციის მოთხოვნებითა და წესებით. მიუხედავად იმისა, რომ ავიაკომპანია უმძიმეს პირობებში იმყოფება, ჩვენ მზად ვართ საკუთარი ხალხის უსაფრთხოებისათვის შესაძლებლობების მაქსიმუმი გავაკეთოთ",-აღნიშნა რომან ბოკერიამ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას. შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ შემდეგი განცხადება გააკეთა:"ვფიქრობ, „აირზენას“ დირექტორი ელოდება იმას, რაც უფრო მეტ ფულს გადაუხდიან და სხვას არაფერს", რითაც გამოეხმაურა „აირზენას“ ხელმძღვანელის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ ჩარტერული რეისები ევროპიდან საქართველოს მთავრობის განკარგულებით შეჩერდა.
Pirveliradio Ge
Tbilisi, Georgia · 3 months ago
რას ითვალისწინებს საყოველთაო კარანტინი - გახარიას განცხადება
მთავრობამ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ზომების მნიშვნელოვანი გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც ხვალ დილის 08:00 საათიდან ამოქმედდება,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. სხდომა დღეს გაფართოებულ ფორმატში გაიმართა და მას საბჭოს წევრების გარდა დედაქალაქის მერი, მინისტრთა კაბინეტის წევრები და დაავადებათა კონტროლის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ. „მივიღეთ გადაწყვეტილება საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ზომების მნიშვნელოვანი გამკაცრების შესახებ. ჩვენ ვაცხადებთ ფაქტობრივად, ხაზგასმით აღვნიშნავ - ფაქტობრივად, საყოველთაო კარანტინს, რომელიც ხვალ დილის 08:00 საათიდან დაიწყება. ეს კარანტინი ნიშნავს შემდეგს: · სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით (მათ შორის მეტროთი) გადაადგილება როგორც ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებს შიგნით, ისე - ქალაქებს შორის. · დასაშვებია მხოლოდ მსუბუქი ავტომობილებით (მათ შორის ტაქსებით) მგზავრობა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გათვალისწინებული იქნება ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაცია და ავტომობილში იქნება მხოლოდ 3 ადამიანი, მათ შორის, მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ორი ადამიანი იქნება უკანა სავარძელზე. ეს არის ძალზედ მნიშვნელოვანი რეკომენდაცია, რომლის არ გათვალისწინების შემთხვევაშიც შესაბამისი სახელმწიფო ორგანოები მიიღებენ შესაბამის გადაწყვეტილებებს. · ასევე, მგზავრთა გადაყვანა დასაშვებია მხოლოდ სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების თანამშრომელთა ორგანიზებულად და უსაფრთხოდ გადაყვანის მიზნით. · იკრძალება 3-ზე მეტი პირის თავშეყრა, გარდა სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქისა, სადაც სავალდებულოა დაცული იყოს 2 მეტრიანი სოციალური დისტანცია. · ამასთან, მთავრობის მიერ ნებადართულ საწარმოებში მუშაობის წესი ცალკე იქნება გაწერილი და ექნებათ ცალკე პროტოკოლები, ჯანდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებული. ჩვენ ამას ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეკონომიკამ განაგრძოს ფუნქციონირება და ის პოტენციალი, რომელიც გააჩნია საქართველოს ეკონომიკას, სრულად არ იყოს გაჩერებული. ასევე, რა თქმა უნდა იმისთვის, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა მაქსიმალურად შეძლონ სამუშაო ადგილების შენარჩუნება. · აკრძალული იქნება 70 წელს ზემოთ ჩვენი მოქალაქეების სახლიდან გასვლა გარდა იმ შემთხვევებისა როდესაც ისინი მიდიან უახლოეს სასურსათო მაღაზიებში, უახლოეს აფთიაქსა ან უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში. · იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი 70 წელს გადაცილებული მოქალაქეები არიან მარტოხელები მათ მიმართ ვალდებულება აქვს, რომ დაეხმაროს ეკონომიკისა და ჯანდაცვის სამინისტროებს, აგრეთვე, ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს. · ყველაზე მნიშვნელოვანი - საგანგებო მდგომარეობის ვადით ცხადდება ფაქტობრივად სრული კარანტინი. 21:00 საათიდან იკრძალება როგორც ქვეითად, ისე - სატრანსპორტო საშუალებით ქალაქებში და ქვეყნის მასშტაბით გადაადგილება დილის 06:00 საათამდე. ფაქტობრივად, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, ფაქტობრივად ეს ნიშნავს, რომ, ქვეყნის მასშტაბით, 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე, ცხადდება ე.წ. კომენდანტის საათი. · პირთა გადაადგილების კონტროლისა და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების მიზნით, პირთა გადაადგილების კონტროლის და საგანგებო მდგომარეობის გამკაცრებული პირობების და ამ პირობების შესრულების მიზნით, ასევე პირველადი თერმოსკრინინგის მიზნით მოეწყობა საკონტროლო პუნქტები - ქ. თბილისში, ქ. ბათუმში, ქ. ქუთაისში, ქ. რუსთავში, ქ. ფოთში, ქ. ზუგდიდსა და ქ. გორში. ამ ქალაქების ადმინისტრაციული საზღვრების კონტროლის მიზნით. ამ ღონისძიებას განახორციელებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალები და მასთან ერთად ჩართული იქნებიან თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი უწყებები. · ძალზედ მნიშვნელოვანი პუნქტი - ნებისმიერ მოქალაქეს ნებისმიერ დროს ქალაქში გადაადგილებისას თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი,“- განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
Mediamall
Tbilisi, Georgia · 3 months ago
პრემიერი: მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტები გადადის საკარანტინო რეჟიმზე!
“დღეს გვქონდა შემთხვევა, როდესაც ქალბატონის ინფიცირებასთან დაკავშირებით მოხდა შიდა გადაცემა სარიტუალო შემთხვევისას. დადგენილია 450 კონტაქტი და ეს ჯერ კიდევ არ არის სრული” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმა, გიორგი გახარიამ, ამ წუთებში, საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. “დღეს, საქართველოს მთავრობას მოუწია გადაწყვეტილების მიღება, რომ მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტი გადავიდეს საკარანტინო რეჟიმზე. ეს რაიონები იკეტება” – განაცხადა პრემიერმა. მისი თქმით, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების კარანტინზე გადაყვანა არის იძულებითი ნაბიჯები და ამ ნაბიჯების გადადგმის მიზანი არის ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთელს ტერიტორიაზე 21 აპრილამდე გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გუშინ განაცხადა: “გასულ დღეებში ყველამ ვნახეთ, თუ რამდენად დროულად, ეფექტიანად და უდიდესი პასუხისმგებლობითა და პროფესიონალიზმით მოეკიდა ამ გამოწვევას ჩვენი ჯანდაცვის სისტემა, ლუგარის ცენტრი და ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელობა. მათ მიერ გაცემული პროფესიონალური რჩევების საფუძველზე და ასევე დროული და ეფექტიანი რეაგირებით სახელმწიფო უწყებებმა შეძლეს და ჩვენს მოსახლეობაში პირველ ეტაპზე შეაკავეს ვირუსის შემოჭრის ტემპი და მასშტაბი. მათი ერთობლივი დამსახურებაა ის, რომ დღეისათვის საქართველოში ინფიცირებული ადამიანების რაოდენობა ჯერ კიდევ ათეულების ფარგლებშია. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ეპიდემიის პირველი ტალღის შეკავება მოვახდინეთ და ამით შეიძლება ვიამაყოთ, რამეთუ ეს არის ჩვენი საზოგადოების, სახელმწიფო უწყებებისა და ჯანდაცვის სისტემის ერთობლივი მიღწევა. ეს პირველი წარმატება გამარჯვებად უნდა ვაქციოთ. ეპიდემიის თვისებიდან გამომდინარე მზად უნდა ვიყოთ მეორე ტალღისთვის, როცა დაავადებულთა რაოდენობა გაიზრდება და ვირუსი მწვავე ეპიდემიის ფორმას მიიღებს. ახალ ბრძოლას ახალი იარაღი სჭირდება, ამიტომ ახალი კორონავირუსის მასობრივი გავრცელებისა და მზარდი გამოწვევიდან გამომდინარე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამოცხადებული პანდემიისათვის მზადების გათვალისწინებით და იმისათვის, რომ სახელმწიფომ შეძლოს საზოგადოების წინაშე თავისი კონსტიტუციურ ვალდებულებების შესრულება, ქვეყნის მოსახლეობის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა და მოსალოდნელი საფრთხის შემცირება, პრემიერ-მინისტრის წარდგინების საფუძველზე და კონსტიტუციის 71-ე მუხლის თანახმად, ვიღებ გადაწყვეტილებას და ვაცხადებ საგანგებო მდგომარეობას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. ეს გადაწყვეტილება ამოქმედდება გამოცხადებისთანავე. ასევე საქართველოს პრემიერ-მინისტრის წარდგინების საფუძველზე და კონსტიტუციის 71-ე მუხლისა და საგანგებო მდგომარეობის შესახებ კანონის მე-2 მუხლის თანახმად, გამოვცემ დეკრეტს, რომლის შესაბამისად საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადით შეიზღუდება საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული მთელი რიგი უფლებები, მათ შორის გადაადგილებისა და მიმოსვლის, საკუთრების, შეკრებისა და თავშეყრის უფლებები, საჯარო სერვისების მიწოდების შესაძლებლობა. ამ დეკრეტით გათვალისწინებულია საგანგებო რეჟმის დარღვევისთვის ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. საგანგებო მდგომარეობა ძალაშია 21 აპრილამდე. ყველასათვის გასაგები უნდა იყოს, რომ ჩვენი კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების შეზღუდვები გამომდინარეობს შექმნილი მდგომარეობიდან. შეზღუდვების დაწესებისას მაქსიმალურად გათვალიწინებული იყო ჩვენი დემოკრატიული პრინციპები და არ შეიზღუდა არც გამოხატვის და არც სიტყვის თავისუფლებები, რათა მედიასაშუალებებმა შეუფერხებლად შეძლონ თავისი ვალდებულებების შესრულება და საზოგადოების ინფორმირება. ასევე დეკრეტით გათვალისწინებულ ზომებში არ შედის სრული კარანტინი და კომენდანტის საათის გამოცხადება. ამ ბრძოლის ახალ ეტაპზე მოქალაქეთა პასუხისმგებლობა და თვითშეგნება აუცილებელია საგანგებო რეჟიმის წარმატებისთვის და განაპირობებს იმას, რომ შემდეგ ეტაპზე არ დაგვჭირდეს ამ რეჟიმის გამკაცრება. ყველა მოქალაქეს ვთხოვ, გამოიჩინონ მაღალი პასუხისმგებლობა, მაქსიმალურად დაიცვან სიფრთხილე და სოციალური დისტანცირების ნორმები შეინარჩუნონ. მჯერა, რომ გავიმარჯვებთ ერთიანობით და თვითშეგნებით”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა. #მარნეული #საქართველო #კორონავირუსი #კოვიდ19
Tbilisi Daily
Tbilisi, Georgia · 1 month ago
შეზღუდვების ვადაზე ადრე მოხსნის მიზეზები პრემიერმა განმარტა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციის შესაბამისად, დღეს ინფიცირებულთა ახალი შემთხვევა გვაქვს 3 და სამივე არის საკარანტინე ზონებიდან. ფაქტობრივად, ვირუსის გავრცელება ქვეყანაში ექვემდებარება კონტროლს და ამის დასტურად შეგვიძლია გამოვიყენოთ რამდენიმე ფაქტი: ინფიცირებულთა ახალი შემთხვევები, ძირითადად, მომდინარეობს საკარანტინე ზონებიდან, რაც ადასტურებს, რომ კარანტინის ფორმა იყო სწორი გადაწყვეტილება; მეორე - ინფიცირებულების ახალი შემთხვევები გავქვს მხოლოდ უკვე ჩვენთვის ცნობილი კლასტერებიდან და მესამე რისკის შემცველი ჯგუფი ეს გახლავთ საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვები, რომელზეც აქტიურად მუშაობს საკოორდინაციო საბჭოს შტაბი და კონტროლი არის გამკაცრებული. ეს ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში ინფექციის, პანდემიის გავრცელება ექვემდებარება კონტროლს, რაც ჩვენს საზოგადოებასთან ერთად, ერთობლივი შრომის შედეგია. ჩნდება ახალი ამოცანა - ეს გახლავთ ეკონომიკის უფრო სწრაფი ამოქმედება. მოგეხსენებათ, ჩვენ წარმოვადგინეთ ეკონომიკის გახსნის გეგმა, რომელიც ითვალისწინებდა კონკრეტულ ღონისძიებებს, დღეს შეგვიძლია ვთქვათ როგორც ფაქტი, რომ ჩვენს გვაქვს შესაძლებლობა ეს გეგმა ცოტა უფრო ავაჩქაროთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ წყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, აჩქარების საფუძველია ის, რომ ინფექციის გავრცელება კონტროლს ექვემდებარება და, აგრეთვე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ მოწოდებული სეროპრევალენტობის კვლევა, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს რომ ქვეყანაში შიდა გავრცელების მასშტაბი არის მცირე, ამავდროულად შემცირებულია რისკები. „აჩქარების საშუალებას გვაძლევს გარდა ჩამოთვლილი გარემოებებისა, რომ კონტროლს ექვემდებარება ინფექციის გავრცელება, დღეს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ მოწოდებული სეროპრევალენტობის კვლევის შედეგები, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქვეყანაში შიდა გავრცელების მასშტაბი არის ძალზედ მცირე და რისკები შემცირებულია. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ ვირუსი ჯერ არ დაგვიმარცხებია, რომ ვირუსი დღეს რჩება ჩვენთან ერთად და აუცილებლად უნდა დავიცვათ უსაფრთხოების ელემენტარული ნორმები, როგორიცაა პირბადე, სოციალური დისტანცია, ჰიგიენის ელემენტარული წესები, ჩვენი მოქალაქეების ეკონომიკური და სოციალური ინტერესების გათვალისწინებით გადაწყვეტილება მივიღეთ გადაწყვეტილება შემდგომი შემსუბუქებების დაწესების თაობაზე,“- აღნიშნა პრემიერმა. გიორგი გახარიამ იმ შემსუბუქებებზე ისაუბრა, რომლებიც ეტაპობრივად განხორციელდება. „29 მაისიდან გაიხსნება ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი, მათ შორის, მეტრო და ეს მოხდება მხოლოდ და მხოლოდ კონკრეტული წესების დაცვით, აუცილებელი გახლავთ პირბადის ტარება და ამაზე პასუხისმგებლები იქნებიან მუნიციპალური ტრანსპორტის ხელმძღვანელი ორგანიზაციები ან კერძო ტრანსპორტის მფლობელები. ორშაბათიდან, 1-ლი ივნისიდან გაიხსნება და მუშაობას შეძლებს ყველა სახის ღია მაღაზია, მათ შორის მოლებიც, ღია და დახურული ყველა სახის ბაზრობები და ღია სივრცის მქონე რესტორნები. 8 ივნისიდან, შემდეგი ორშაბათიდან, გაიხსნება ყველა სახის მომსახურეობა რესტორნებში, რაც ნიშნავს იმას, რომ რესტორნებს სრულად შეეძლებათ იმოქმედონ, იმუშაონ. 8 ივნისიდან, აგრეთვე, გაიხსნება სასტუმროები, თუმცა მხოლოდ ის სასტუმროები, რომელთაც კონკრეტულად გავლილი ექნებათ ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი უწყებების შემოწმება და ექნებათ ამაზე კონკრეტული სახის ნებართვა და საქალაქთაშორისო ტრანსპორტიც,“ - განაცხადა მთავრობის მეთაურმა. პრემიერ-მინისტრის თქმით, ეს გადაწყვეტილებები მიღებულია მოქალაქეთა სოციალური და ეკონომიკური ინტერესების გათვალისწინებით, თუმცა აუცილებელია ელემენტარული წესების და რეკომენდაციების დაცვა, რათა თავიდან ავიცილოთ დაავადების გავრცელების რისკი. „ეს ნაბიჯები, პირველ რიგში, მიღებულია ჩვენი მოქალაქეების სოციალური და ეკონომიკური ინტერესების გათვალისწინებით, თუმცა ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ აუცილებელი პირობა, ამ ნაბიჯის შემდგომ შევინარჩუნოთ ეპიდემიის გავრცელების ის ტემპი, რომელიც გვაქვს დღეს, არის პირბადეების ტარება, საზოგადოებრივი თავშეყრის ყველა ადგილზე. თითოეულმა ჩვენგანმა უნდა ატაროს პირბადე. ამ გადაწყვეტილებებს უფრო დეტალურად ნორმებით, კონკრეტული ვალდებულებებით დღესვე, უახლოეს პერიოდში გამცნობთ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია. ამ გადაწყვეტილების მიღების საშუალებას გვაძლევს ჯანდაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლის ცენტრის ის გეგმა, რომელიც წარმოდგენილია ტესტირების რაოდენობის გაზრდასთან დაკავშრებით. ოქროს სტანდარტის PCR ტესტებზეა საუბარი. დღეს ჩვენ უკვე თვალნათლივ ვხედავთ უახლოეს თვეებში და მეორე ტალღის მოლოდინში შემოდგომამდე, როგორ იმუშავებს ლაბორატორიათა მთელი ქსელი, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყანაში ინფექციის გავრცელების კონტროლს. აქვე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს ნაბიჯები მიღებულია იმ საუკეთესო და აუცილებელი ინტერესის გათვალისწინებით ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის, როგორიც გახლავთ 15 ივნისიდან შიდა ტურიზმის გახსნა, ხოლო 1-ლი ივლისიდან გარე ტურიზმის გახსნა. ეს ყველაფერი კრიტიკულად მნიშვნელოვანია ჩვენი ეკონომიკის სწრაფი აღდგენისთვის, მაგრამ აქ სრულად უნდა გვესმოდეს, რომ პასუხისმგებლობა არის საერთო - მთავრობა, ბიზნესი, ჩვენი მოქალაქეები და როგორც აქამდე, ჩვენ ერთობლივად, მოქალაქეობრივი შეგრძნების უდიდესი პასუხისმგებლობით უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა ვირუსთან ორივე ფრონტზე - როგორც ჯანმრთელობის დაცვის, ასევე ეკონომიკური განვითარების,“- აღნიშნა პრემიერმა. #news #TbilisiDaily #შეზღუდვებისმოხსნა #საზოგადოებრივიტრანსპორტი #სასტუმრო #რესტორანი
Pirveliradio Ge
Tbilisi, Georgia · 3 months ago
ყველა დაწესებულებას, რომელიც აგრძელებს მუშაობას, ექნება სპეციალური საშვი - გახარია
ყველა იმ დაწესებულებას, რომელიც მისი ფუნქციონირების ხასიათიდან და სტრატეგიული მნიშვნელობიდან გამომდინარე აგრძელებს მუშაობას, ექნება სპეციალური საშვი, მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი სრულად დაიცავენ დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტების კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში გამკაცრებული ზომების მიღების შემდეგ მედიასაშუალებების მუშაობას შეეხებოდა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, შეზღუდვების ეფექტიანი აღსრულების უზრუნველსაყოფად შექმნილია მთავრობის უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საგანგებო შტაბი. „ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რა თქმა უნდა, მედია თავისუფლება, ისევე როგორც სასურსათო მაღაზიების მუშაობა და სხვა ბევრი დაწესებულების მუშაობა, იქნება ეს ბანკი, თუ სააფთიაქო ქსელი, არის უკიდურესად მნიშვნელოვანი ჩვენი მოქალაქეებისთვის, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა არის უდიდესი და უპირველესი ღირებულება და როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ჯანმრთელობაზე, ამ ვირუსის და ინფექციის პირობებში, არ ვსაუბრობთ მხოლოდ ჩვენს ჯანმრთელობაზე, ჩვენ უკვე პასუხისმგებლობა გვაქვს იმ ადამიანებთან, იმ მოქალაქეებთან, რომლებთანაც კომუნიკაციაში შევდივართ. სპეციალური საკოორდინაციო შტაბი შექმნილია ამისთვის, იქნება სპეციალური საშვები, რომლის საშუალებითაც მედიასაც ექნება მუშაობის საშუალება, პურის ქარხნებსაც, დისტრიბუციის ქსელებსაც, რომლებიც ამარაგებენ სასურსათო მაღაზიებს და სააფთიაქო ქსელებსაც“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.
Tbilisi Daily
Tbilisi, Georgia · 3 weeks ago
კურტ ვოლკერი - ხალხი 20 ივნისს ვერ დაივიწყებს
იმის ფონზე, რომ 2019 წლის 20 ივნისის შემდეგ 1 წელი გავიდა, საინტერესოა, თუ როგორ აფასებს დასავლეთი საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ამ ერთი წლის განმავლობაში და რა მოლოდინი აქვს ამჟამად ოქტომბერში ჩასატარებელი საპარლამენტო არჩევნების მიმართ. ამერიკელი დიპლომატი, აშშ-ის პრეზიდენტის ყოფილი სპეციალური წარმომადგენელი უკრაინაში და ყოფილი წარმომადგენელი ნატო-ში, კურტ ვოლკერი, „ინტერპრესნიუსს“ საქართველოში 20 ივნისის შემდგომ დამდგარ ცვლილებებზე, დასავლეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობებზე, ნატო-ში შესაძლო გაწევრიანებასა და სხვა აქტუალურ საკითხებზე ექსკლუზიურად ესაუბრა. - ზუსტად ერთი წლის წინ, 20 ივნისს, რუსი დეპუტატი, სერგეი გავრილოვი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩაჯდა. აღნიშნულის გამო საპროტესტო აქციის მონაწილეებისადმი მთავრობამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. როგორ ფიქრობთ, რა შეიცვალა ამ ერთი წლის განმავლობაში, რა შედეგები მოიტანა ამ ღამემ და მომდევნო საპორტესტო აქციებმა? - პირველ რიგში, ტრაგედიაა, რომ თავდაპირველად მშვიდობიანი პროტესტი უფრო ძალადობრივში გადაიზარდა, ერთი მხრივ, პარლამენტზე შტურმის მცდელობების გამო, მეორე მხრივ იმის გამო, რომ პოლიციამ ძალადობრივი რეაგირება მოახდინა და ხალხს პირდაპირ ესროლა რეზინის ტყვიები. ეს ტრაგედიაა, რადგან საქართველოსადმი რუსეთის აგრესია, ტერიტორიის ნაწილის ოკუპაცია, დუმის იმ წევრების მოქმედებებიც - ეს ყველაფერი ისეთი რამაა, რაც ყველა ქართველს გააერთიანებდა. თითოეული ქართველი თანხმდება, რომ ეს მიუღებელია და რუსეთის აგრესიის წინაშე ისინი ერთად უნდა იდგნენ. ფაქტი, რომ ეს ყველაფერი უფრო გადაიზარდა მთავრობასა და პროტესტის მონაწილეთა შორის დაპირისპირებაში, დასანანია, ეს ტრაგედიაა და სწორედ ამან გაუხსნა გზა შემდგომ პროტესტსა და დემონსტრაციებს, რომელიც უფრო მთავრობის წინააღმდეგ მიმართა, ვიდრე - რუსების წინააღმდეგ. საბოლოო ჯამში, სერიოზული დანაკარგი განიცადეს იმ ადამიანებმა, ვინც დემონსტრაიცების დროს დაკარგეს მხედველობა ან დაიჭრნენ. ხალხი ამას ვერ დაივიწყებს. მაგრამ ამ ყველაფერში ნათელი წერტილი ისაა, რომ გზა გაეხსნა მნიშვნელოვან რეფორმებს. თავიდან, მთავრობამ საარჩევნო სისტემის რეფორმირების პირობა დადო, შემდეგ ცოტა უკან დაიხიეს, მაგრამ 8 მარტის შეთანხმების საფუძველზე, არსებობს მთავრობასა და ოპოზიციას შორის საარჩევნო სისტემასთან და ოქტომბერში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით მორიგების საფუძველი. ეს არსებითად მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, ახლა ორივე მხარემ ერთგულად უნდა სცეს პატივი ამ შეთანხმებას. - ყოველ ჯერზე, როდესაც დასავლელი თანამდებობის პირები საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე საუბრობენ, უფრო და უფრო მკაცრ ტონს იყენებენ. 13 კონკრესმენის ანგარიშში ვკითხულობთ: „ბიძინა ივანიშვილი, საქართველოში უმდიდრესი ადამიანი, პუტინის ახლო მოკავშირეა და რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დესტაბილიზაციაშია ჩართული“. თქვენ გეჩვენებათ, რომ ის და საქართველოს მთავრობა ისეთ გადაწყვეტილებებს იღებენ, რაც რუსეთისთვის სასურველი იქნებოდა? - ამ ანგარიშის ავტორებს ვესაუბრე, ვიტყოდი, რომ დოკუმენტს ქართველმა ხალხმა ყურადღება უნდა მიაქციოს, რადგან ის რამდენიმე რესპუბლიკელი კონგრესმენის მოსაზრებას გამოხატავს, თუმცა არ გამოხატავს მთლიანი კონგრესის მოსაზრებებს და არ ველოდები, რომ კანონმდებლობაში გადაიზრდება. ამას გარდა, ანგარიშში რამდენიმე შეცდომაცაა. აშკარაა, რომ ივანიშვილი საქართველოში არსებითად მნიშვნელოვანი და ძლიერი მოთამაშეა, მაგრამ ჩემი აზრით, ის ბევრად დამოუკიდებელია მოქმედებებში, ვიდრე ანგარიშში მოხსენიებული მეორე ადამიანი, - მედვედჩუკი, რომელიც უკრაინაში პარლამენტარია, პუტინი მისი შვილების ნათლიაა და ის უკრაინაში მართლაც წარმოადგენს პუტინის ინტერესებს. ჩემი აზრით, ივანიშვილისა და მედვედჩუკის როლები არ უნდა შევადაროთ. - რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, დონ ბეიკონმა დოკუმენტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ მას ანგარიშის ამ ნაწილის შედგენაში მონაწილეობა არ მიუღია და ამაზე ტექნიკურმა ექსპერტებმა იმუშავეს. რამდენად არიან ჩართულნი ექსპერტები მსგავსი დოკუმენტების შედგენაში და ხომ არ ნიშნავს ბეიკონის განცხადება იმას, რომ ხელმომწერი კონგრესმენები შესაძლებელია, შინაარსს არ ეთანხმებოდნენ? - კონგრესსა და სენატში ყველა ანგარიში თანამშრომლების მიერ იწერება, ისინი ამისთვის მუშაობენ: კონგრესმენებისთვის, კომიტეტებისთვის, ყველაფერს შტატის თანამშრომლები ამზადებენ - ესენი არიან ის ექსპერტები, რომლებზეც ვსაუბრობთ. მეორე მხრივ, მხოლოდ ის, რომ გამოდის ანგარიში, რომელსაც კონგრესმენები თუ სენატორები აწერს ხელს, არ ნიშნავს, რომ ისინი ყოველ სიტყვას ადასტურებენ. ეს გრძელი დოკუმენტია რესპუბლიკელების ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის შესახებ და მათ სურდათ, შეეჯერებინათ რუსეთის მიმართ საკმაოდ მძლავრი ისეთი პოზიცია, რომელიც ასევე, მსოფლიოში ამერიკული ლიდერობის ძლიერ როლს დაამტკიცებდა - ამის გაკეთებას ცდილობდა დოკუმენტი. მის იგნორირებას არ მოვახდენდი მხოლოდ იმიტომ, რომ, როგორც აღვნიშნე, კონგრესის წევრების ნაწილის აზრს გამოხატავს, მაგრამ არ ველოდები, რომ ის რაიმე კანონმდებლობაში გადაითარგმნება. - ამასთან დაკავშირებით აშშ-ს ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა განაცხადა, რომ ეს არ არის აშშ-ს ოფიციალური პოზიცია, თუმცა ზოგადად, სხვადასხვა წერილისა და განცხადების საფუძველზე, რომელსაც კონგრესის თუ ევროპარლამენტის წევრები აკეთებენ, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ბოლო დროს დასავლეთის ნდობა საქართველოსადმი შემცირდა. ეთანხმებით თუ არა ამ მოსაზრებას და რას ფიქრობთ, რა იყო მთავარი მომენტი თუ საკითხი, რომლის გამოც მათ შეშფოთების უფრო და უფრო მკაცრად გამოხატვა დაიწყეს? - ამას შემოვაბრუნებდი და ვიტყოდი, რომ ჩემი აზრით, რასაც აშშ-დან და ევროპიდან ვხედავთ, ეს საქართველოს დიდი ერთგულება და მისწრაფებაა. ადამიანები საქართველოს მხარს უჭერენ, სურთ, რომ მან, როგორც ქვეყანამ, პოლიტიკურად და ეკონომიკურად წარმატებას მიაღწიოს, მხარს უჭერენ საქართველოს უსაფრთხოებას. საპარლამენტო არჩევნები, რომელიც ოქტომბერში ჩატარდება, ქვეყნისთვის და საქართველოს ურთიერთობისთვის დასავლეთთან უკიდურესად მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, რომ შეშფოთება იმ იმედისა და მისწრაფების გამო გამოიხატება, რომ საქართველო ნამდვილად იყოს წარმატებული. რატომ - ახლა უფრო მეტად? ვიტყოდი, როგორც ჩვენი დიალოგის დასაწყისში აღნიშნეთ, გასული ზაფხულის საპროტესტო აქციების შედეგად, ნამდვილი აფეთქება მოხდა მთავრობასა და ოპოზიციას შორის და ეს ყველაფერი თითქოს გადაწყვეტილების მიღებისკენ, კანონმდებლობისკენ მიდიოდა. შემდეგ ეს ჩაიშალა, თუმცა შემდეგ, 8 მარტის შეთანხმებით, თითქოს ისევ შესაძლებელი გახდა. არსებობს შეგრძნება, რომ ახლა კრიტიკულად მნიშვნელოვნია, როგორც მთავრობამ, ისე ოპოზიციამ, ამ შეთანხმებას მისდიოს, გააუმჯობესოს საარჩევნო სისტემა, მთლიანად მიიღოს მონაწილეობა საქართველოს დემოკრატიაში და არჩევნები წარმატებად აქციოს. - თუ იქნება შთაბეჭდილება, რომ წინასაარჩევნო და საარჩევნო პროცესი არ წარიმართა დასავლური სტანდარტების შესაბამისად, რა მოლოდინი შეიძლება ჰქონდეს საქართველოს მთავრობას - უფრო მკაცრი განცხადებები თუ ზომები, მაგალითად, სანქციები? - ვფიქრობ, აღმოაჩენთ, რომ საქართველო შანსს გაუშვებს ხელიდან, რაც ქართველი ხალხისთვის ტრაგიკული იქნება. საქართველოსთვის არსებობს შესაძლებლობა, გააძლიეროს ურთიერთობები ევროკავშირთან, ნატოსთან, აშშ-სთან, ქვეყანა ამ ტრაექტორიაზე ბევრი წლის განმავლობაში, სხვადასხვა ადმინისტრაციის პირობებში იდგა. თუმცა ვფიქრობ, საქართველო დგას რისკის წინაშე, რომ გარე პირები შეხედავენ ქვეყანას და იტყვიან, აჰა, საქართველო მზად არაა, არაა ჩამოყალიბებული დემოკრატია, ნატო-სთვის და ევროკავშირისთვის მზად არ არიან. შედეგად, ამ ქვეყნებისა და ინსტიტუციებისთვის არ იარსებებს იმის სტიმული და მიზეზი, რომ საქართველოსთან ურთიერთობების გაფართოება განაგრძონ. შესაბამისად, ეს ხელიდან გაშვებული დიდი შანსი იქნება. - საქართველოს მთავრობა ხაზს უსვამს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრები არ არიან, თუმცა ამას არ ეთანხმება ოპოზიცია. აღნიშნული ტერმინი დასავლეთისგანაც მოვისმინეთ. რას ფიქრობთ - გვყავს თუ არა პოლიტიკური პატიმრები? - ვიცი, რომ სწორედ ესაა მთავრობასა და ოპოზიციას შორის უთანხმოების მიზეზი. მთავრობა ამბობს, რომ ერთი პოლიტიკური პატიმარიც არ არსებობს, ოპოზიცია ამბობს, რომ კი, რა თქმა უნდა, არიან, მთავრობა, მიუხედავად უარყოფისა, ციხიდან უშვებს ამ ადამიანებს და თანაც უარჰყოფს, რომ ისინი პოლიტიკური პატიმრები არიან. შესაბამისად, მესმის ის ბუნდოვანება, რომელთანაც ხალხს აქვს საქმე. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ სასამართლო სისტემა სამართლიანი და მიუკერძოებელი იყოს, კანონის უზენაესობის თანახმად იმოქმედოს და არ იყოს გამოყენებული, როგორც პოლიტიკური საშუალება. საქართველოში ყველამ, როგორც მთავრობამ, ისე ოპოზიციამ, ხელახლა უნდა დაადასტუროს ერთგულება სასამართლოს მიუკერძოებლობის და პოლიტიკური მიზნებისთვის მისი არგამოყენების მიმართ. - თებერვალში აგვისტოს ომის შესახებ თქვენი კომენტარის სწორი ვერსია გამოაქვეყნეთ, სადაც ეწერა, რომ პუტინს საქართველოს ტრანსატლანტიკური ინტეგრაციის დაბლოკვა უნდოდა, ის რიტორიკამ გააბრაზა, თუმცა რუსულ აგრესიას საკუთარი მიზეზები ჰქონდა. ფიქრობთ, რომ ეს მიზეზები ახლაც იგივე რჩება, თუ ოდნავ მაინც შეიცვალა? ან, შეიცვალა საშუალებები და მათ აღარ სჭირდებათ საქართველოს ტერიტორიების ოკუპირება საკუთარი მიზნების მისაღწევად? - ეს არაჩვეულებრივი კითხვაა. მე ვფიქრობ, რომ რუსები საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციით ვერანაირ მიზნებს ვერ აღწევენ. ეს რუსეთისთვის ძვირადღირებულია, შექმნა ტერიტორიები, რომელსაც სახელმწიფოებს ეძახის და რაც საქართველოსთვის დამანგრეველია. თუმცა, ეს საქართველოს არ აჩერებს, არ აჩერებს სისტემას პოლიტიკურად, მის სიცოცხლისუნარიან დემოკრატიას, არ აჩერებს მის ურთიერთობებს ევროპასთან. ჩემი აზრით, ნატომ უნდა გაუხსნას კარი საქართველოს, მაშინაც კი, სანამ მისი ტერიტორიები ოკუპირებულია, ტერიტორიებთან დაკავშირებით ძალის არგამოყენების პირობით, ტერიტორიების მშვიდობიანი ინტეგრაციის მხარდაჭერით. მეორე მხრივ, ოკუპაციის მიმართ პუტინის თუ რუსეთის პოზიციაში ვერანაირ ცვლილებას ვერ ვხედავ, ეს ეხება საქართველოსაც, უკრაინასაც, მოლდოვასაც. რუსეთი ისევ ცდილობს, ამ ტერიტორიების ოკუპაცია გამოიყენოს, რათა აღნიშნულ ქვეყნებზე წნეხი მოახდინოს და დისტანცია გააჩინოს მათ და დანარჩენ ევროპას შორის. ჩემი აზრით, ეს არ მუშაობს, მაგრამ რუსეთის პოლიტიკა მაინც ასეთია. - სხვა საშუალებებში ვგულისხმობდი, მაგალითად, ჰიბრიდულ ომსაც... - დიახ, ვფიქრობ, თუ შევადარებთ იმას, რაც მოხდა 2008 წელს, როცა რუსეთის რეგულარული შეიარაღებული ძალები საქართველოს ტერიტორიაზე გადმოდიოდნენ, იმასთან, რაც უკრანიაში მოხდა, ეს უკანასკნელი უფრო რბილი იყო. მათ სპეციალური ძალები და დაზვერვის ძალები გამოიყენეს, მოხალისე პერსონალი, აგენტები, რათა ტერიტორიები ჩაეგდოთ ხელში, შემდეგ უბრალოდ, რეგულარული შეიარაღებული ძალებით გააძლიერეს იქ, სადაც საჭირო იყო, შიგნით შექმნეს მარიონეტი სახელმწიფოები და ორგანოები, რათა შემდგომ დამოუკიდებლობა ყოფილიყო მოთხოვნილი და პასუხისმგებლობის უარყოფის საშუალება ჰქონოდათ. ასე რომ, ვფიქრობ, რუსეთის ტაქტიკა ჰიბრიდული ომის უფრო ეფექტურ გამოყენებაში დაიხვეწა, თუმცა, პოლიტიკა იგივე დარჩა. - ერთ თქვენს განცხადებაში აღნიშნეთ, რომ 2008 წელს, პარტნიორებს ნატო-ში შესთავაზეთ დეკლარაციის მიღება, რომლითაც ომი საშინელ ტრაგედიად შეფასდებოდა და რომელშიც ცეცხლის შეწყვეტის მხარდაჭერა გამოიხატება, თუმცა თქვენმა ევროპელმა კოლეგებმა იდეას მხარი არ დაუჭირეს და თქვეს, რომ მათი ლიდერები შვებულებაში იყვნენ. ზოგადად, ნატო ყოველთვის აღნიშნავს, რომ ჩვენ წევრობას მაშინ მივიღებთ, როცა მზად ვიქნებით. მაგრამ ზოგი თვლის, რომ უკვე მზად ვართ. საერთოდ, რას ნიშნავს „მზადყოფნა“ და აქვს თუ არა საქართველოს ძალა მზადყოფნის დემონსტრირებისთვის? თუ შესაბამისი მომენტის დადგომა სხვა აქტორებზეცაა დამოკიდებული, საქართველოსა და ნატოს გარდა? - პირველ რიგში, რა არის „მზად“? - ნატო, წლების განმავლობაში, იცავდა დემოკრატიის სტანდარტებს, თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, საბაზრო ეკონომიკას, კანონის უზენაესობას, სამხედრო სამსახურის სამოქალაქო კონტროლს, ნატოს-თან თავსებადობას, ევროპის უსაფრთხოებაში შეტანილ წვლილს, მეზობლებთან კარგ ურთიერთობას და ა.შ. ეს დიდი ხნის განმავლობაში ასე იყო. ამ დროისთვის, საქართველოს იმაზე მეტი აქვს გაკეთებული, ვიდრე ნატო-ს წევრობის რომელიმე სხვა კანდიდატს. ასე რომ, როცა იტყვიან, როგორია აქ დემოკრატია, როგორია საბაზრო ეკონომიკა, საქართველო განსაკუთრებულად კარგად გამოიყურება. ეს ნატო-ს აყენებს პოზიციაში, თავად ნატო თუა მზად. ნატო გადაწყვეტილებებს მხოლოდ ყველა წევრი ქვეყნის კონსენსუსის საფუძველზე იღებს. საქართველოს თუ წევრად მიიწვევენ, ეს ნატო-ს თითოეული წევრის თანხმობას მოითხოვს. დღეს ნატო-ში ასეთი თანხმობა არ არსებობს, რამდენიმე ქვეყანაა, რომელიც რუსეთის გამოა შეშფოთებული, ზოგი მაგალითად, არჩევნებზე მიუთითებს, ვნახოთ, რამდენად თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები იქნებაო, მიუთითებენ სასამართლოს პოლიტიზირებაზე და ამბობენ, ამასთან დაკავშირებით მთლად დარწმუნებულები არ ვართო. ნატო-ს პოლიტიკიდან გამომდინარე ვფიქრობ, რომ საქართველომ ყველაფერი გააკეთა, რისი გაკეთებაც იყო საჭირო, საქართველოში მცხოვრები ხალხის უსაფრთხოებას დაუყოვნებელი საფრთხე ემუქრება, რისადმი გამკლავებაშიც ისინი ძალიან მომთმენები იყვნენ, და მათ მხარდაჭერა სჭირდებათ. ვფიქრობ, საქართველო ნამდვილადაა მზად, ალიანსის წევრად მიიწვიონ, და არსებობს ის გზები, რომელთა მეშვეობითაც საქართველოზე რუსეთის წნეხის მართვა შესაძლებელი იქნება იმგვარად, რომ არანაირი სამხედრო კონფლიქტი არ მოხდეს. შესაბამისად, ჩემი აზრით, დროა, ნატო-მ ამ საკითხს ახალი თვალით შეხედოს. - ფიქრობთ, რომ ამერიკულ ინვესტიციებს საქართველოში საფრთხე ემუქრება, მას შემდეგ, რაც მთავრობამ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ კონტრაქტი შეაჩერა, და როგორ შეაფასებდით მომხდარს ზოგადად? - ჩემი აზრით, გვაქვს ერთგვარი ატმოსფერო ან იმიჯი ინვესტორებს შორის, რომ ისინი საქართველოში ინვესტიციების ჩადებასთან დაკავშირებით დარწმუნებულები არ არიან. ეს არ ნიშნავს, რომ ინვესტიციები შეჩერდა, თუმცა ჩემი აზრით, ბევრი დეზინფორმაცია თუ გაუგებრობაა ამ ყველაფრის გარშემო. ანაკლიის გარშემო ბევრი საკითხი ტრიალებდა და ის ამერიკელი ინვესტორებისგან არ ჩამოურთმევიათ, არამედ, ეს კერძო კონსორციუმსა და მთავრობას შორის იყო დავა ფინანსირებასთან დაკავშირებით. საბოლოოდ, კერძო კონსორციუმმა ფინანსირება ვერ მოახერხა, მთავრობამ კი პროექტს მხარი ალბათ, ისე ძლიერ არ დაუჭირა, როგორც ამას კონსორციუმი ელოდა. მაგრამ არ ვფიქრობ, რომ თავად ესაა ინვესტორებისთვის შემაშფოთებელი. შეგვიძლია სხვა მაგალითები მოვიყვანოთ, მაგალითად, როდესაც ინვესტორებმა იფიქრეს, რომ სასამართლოები არც ისე სანდო წყარო იყო ბიზნეს დავების განხილვის კუთხით. ჩემი აზრით, ინვესტორებს შორის უფრო მეტი ნდობა უნდა იყოს სასამართლო სისტემის და კანონის უზენაესობის მიმართ, რათა მათი მოზიდვა მოხდეს. საქართველო სწორ გზას ადგას და განსაკუთრებით კარგად მიიწევს წინ, განსაკუთრებით, ნატო-ს წევრობის მსურველ სხვა ქვეყნებთან შედარებით, მაგრამ ყოველთვის უფრო მეტია გასაკეთებელი. განსაკუთრებით, ახლა, კორონავირუსის შემდეგ, როდესაც ეკონომიკას უფრო სწრაფი ზრდა სჭირდება, ვიდრე ამჟამად იზრდება. ვფიქრობ, უცხოელი ინვესტიციების მოზიდვა ახლა ქვეყნისთვის უმთავრესი პრიორიტეტი უნდა იყოს. - გვახსოვს, რომ თქვენ არსებით როლს ასრულებდით აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცესში. ახლა რისი თქმა შეგიძლიათ მისი დამოკიდებულების შესახებ უკანასკნელი მოვლენებისადმი, როგორიცაა კორონავირუსი და ქვეყანაში არსებული სიტუაცია, რომელიც ჯორჯ ფლოიდის სიკვდილის შემდეგ განვითარდა - თქვენი აზრით, რა გავლენას მოახდენს ეს ყველაფერი მის წინასაარჩევნო და საარჩევნო წარმატებაზე? - ჩემი აზრით, ყველაფერი, რაც მარტამდე რჩებოდა, დიდწილად, დავიწყებას მიეცა. ვფიქრობ, იმპიჩმენტს ან მანამდე რაიმე სხვა შემთხვევას გრძელვადიანი გავლენა არ მოუხდენია და სინამდვილეში, ისინი აღარავის ახსოვს. ჩემი აზრით, სამი საკითხია, რამაც პრეზიდენტ ტრამპის პრეზიდენტობის ვადა უნდა განსაზღვროს. ამ სამიდან პირველი თავად კორონავირუსია, თუ რამდენად აირიდებს თავიდან მეორე, ინფექციის დიდ ტალღას; მეორე საკითხი ეკონომიკაა, რამდენად სწრაფად და მძლავრად აღდგება ეკონომიკა; მესამეა სამართლიანობის შეგრძნების დანერგვა, ჯორჯ ფლოიდის მკვლელობისა და ქვეყანაში საპროტესტო აქციების შემდეგ. თუ პრეზიდენტი ტრამპი სამივეს - დაავადების, ეკონომიკისა და სამართლიანობის შეგრძნების მართვას მოახერხებს, ვფიქრობ, ხელახლა არჩევის კარგი შანსი ექნება. მეორე მხრივ, თუ საჯაროდ სამიდან ერთი მაინც წარუმატებელი გამოჩნდება, ხელახლა არჩევისკენ მიმართული მისი ძალისხმევები რისკის ქვეშ იქნება და პირიქით, ხელს ყოფილ ვიცე პრეზიდენტს, ბაიდენს უფრო შეუწყობს. ინტერპრესნიუსი
Sokhumi Daily
Sokhumi, Georgia · 2 weeks ago
როგორ დაიწყო აფხაზეთში ომი ? II
აფხაზები, რა თქმა უნდა, ყურადღებით აკვირდებოდნენ მოვლენათა განვითარებას სამეგრელოში, სადაც სხვადასხვა შეიარაღებულ ფორმირებათა თარეშმა მოსახლეობა აღაშფოთა. სეპარატისტებისათვის ესეც ნამდვილი «მისწრება» იყო. მით უმეტეს, რომ თბილისშიც, ანტიზვიადისტურმა თემამ ძალიან უცნაური ფორმა მიიღო. ერთ-ერთი ქართული საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ზვიადისტებმა თითქოს აფხაზებს შესთავაზეს ერთობლივი, მეგრულ-აფხაზური სახელმწიფოს შექმნა. ეს ცნობა უმალვე აიტაცა რუსულმა მედიამ. არძინბას უმაღლესი საბჭო ზედიზედ იღებდა გადაწყვეტილებებს, დადგენილებებს, კანონებს და აფხაზეთი სწრაფად გამოჰყავდა საქართველოს იურიდიული სივრციდან. მიუხედავად ამისა, ედუარდ შევარდნაძეს შესანიშნავად ესმოდა: აფხაზეთში ომი საქართველოსათვის კატასტროფას ნიშნავდა. ამას აღიარებდა ქართული პოლიტელიტის უდიდესი ნაწილიც, მაგრამ მდგომარეობა საქართველოში იმდენად არეული და წინააღმდეგობრივი იყო, რომ ხელისუფლება, ფაქტობრივად იძულებული გახდა საბედისწერო ნაბიჯი გადაედგა. შესანიშნავი რუსი სამხედრო ისტორიკოსი, ვიქტორ სუვოროვი წერს: ომს ხშირად იწყებენ არა იმიტომ, რომ მისი მოგების იმედი აქვთ, არამედ რაკი სხვა გზა არა აქვთ. ალოგიკურობა და პარადოქსი ამ გამონათქვამში მხოლოდ მოჩვენებითია. აფხაზეთის პრობლემა არც შევარდნაძის ხელისუფლებას შეუქმნია და არც «გამსახურდიას რეჟიმს», მაგრამ ეს პრობლემა შიდაქართული დაპირისპირების ძალიან მძლავრი ფაქტორი გახდა. 1992 წლის აგვისტოსათვის შეიქმნა ვითარება, როდესაც საქართველოს ხელისუფლება ან უნდა შერიგებოდა აფხაზეთის ფაქტობრივ დაკარგვას და მის გამოსვლას საქართველოს იურისდიქციიდან, ან დაეწყო ომი. რამდენიმე წლის შემდეგ აქტუალური გახდა კითხვა (პათეტიურ-ბრალმდებლური ინტონაციით): «განა ამ ომის თავიდან აცილება არ შეიძლებოდა?» სამართლიანი და ობიექტური (უემოციო) პასუხი ამ კითხვაზე ერთადერთია: რა თქმა უნდა შეიძლებოდა, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველო უომრად შეურიგდებოდა იმას, რომ აფხაზეთი აღარ არის საქართველო. ეს კი აბსოლუტურად არარეალური იყო ნებისმიერი ხელისუფლების პირობებში. მით უმეტეს იმ ხელისუფლებისა, რომელიც ძალით მოვიდა და საზოგადოებისათვის თავისი «ეროვნულობის» დადასტურება სჭირდებოდა. ეს ხელისუფლება აფხაზეთის ომს განიხილავდა ლეგიტიმაციის საშუალებად, ოღონდ ეს არ ნიშნავს, თითქოს ნებისმიერ სხვა (თუნდაც არქილეგიტიმურ) ხელისუფლებას ქართული საზოგადოება არ აიძულებდა დაეწყო ომი აფხაზეთის შესანარჩუნებლად. ბუნებრივია, ომის ინიციატორები იმედოვნებდნენ, რომ ომი სეპარატისტებთან გახლეჩილი ქართული საზოგადოების კონსოლიდირებას გამოიწვევდა. მაგრამ ეს იმედიც მხოლოდ ნაწილობრივ გამართლდა. არადა, რაოდენ ცინიკურიც არ უნდა ყოფილიყო ასეთი გათვლა, მაღალი ეროვნულ-სახელმწიფოებრივი შეგნების საზოგადოებაში იგი შედეგს უეჭველად გამოიღებდა. რისკის ფაქტორი აფხაზეთში ომთან დაკავშირებით მაინც იმდენად მაღალი იყო, სახელმწიფო საბჭოს პრეზიდიუმშიც იჩინა თავი აზრთა სხვადასხვაობამ. ედუარდ შევარდნაძისათვის ეს ომი ყველაზე ნაკლებ სასურველი იყო, ვინაიდან მან კარგად იცოდა, რომ მთელი პასუხისმგებლობა მას და მხოლოდ მას დაეკისრებოდა. ამით აიხნება ფარული ბრძოლა სახელმწიფო საბჭოშიც, გვარდიის შეყვანა - არშეყვანასთან დაკავშირებით. სხვათა შორის, იმ «სახელმწიფო საბჭოში» წარმოდგენილ პარტიათა უმრავლესობა შემდგომ ტყუილად ცდილობდა პასუხისმგებლობისაგან თავის დაძვრენას და ყველაფრის «ოთხეულისათვის» დაბრალებას. მათაც შესანიშნავად ესმოდათ საკუთარი ინტერესები: ახლოვდებოდა 11 ოქტომბრის არჩევნები, საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილში მკვიდრდებოდა სტერეოტიპი «მე აღარცერთ არჩევნებში აღარ მივიღებ მონაწილეობას», ამდენად საჭირო იყო ისეთი ვითარების შექმნა, როცა ხალხს დაავიწყდებოდა ყველაფერი (მათ შორის «ზვიადი») და შეძრწუნებული მივიდოდა არჩევნებზე. ანუ ომი აფხაზეთში განიხილებოდა ერთგვარ «შოკურ თერაპიად» ქართული საზოგადოების გამოსაყვანად შიდა დაპირისპირების მდგომარეობიდან. სახელმწიფო საბჭოში წარმოდგენილი «პოლიტოკრატია» ამას აცნობიერებდა და ეთანხმებოდა თვით მეთოდს, - ოღონდ კი ჩატარებულიყო 11 ოქტომბერს არჩევნები, ჩაშლილიყო ბოიკოტი (მათ შორის სამეგრელოში), არჩეულიყო პარლამენტი და, რაღა თქმა უნდა, თვითონაც შესულიყო იმ პარლამენტში. აქედან გამომდინარე, სულაც არ გახლავთ გასაკვირი, თუ სახელმწიფო საბჭომ დაადასტურა გვარდიის აფხაზეთში შესვლის მიზანშეწონილობა. თუმცა, აქ არის ერთი, ძალიან მნიშვნელოვანი ნიუანსი: როცა სახელმწიფო საბჭომ ეს გადაწყვეტილება მიიღო, მაშინ გვარდიის ზოგიერთი ნაწილი უკვე დაძრული იყო აფხაზეთისაკენ. სიგუა-კიტოვანმა ნაცად ხერხს მიმართეს: მათ ფაქტის წინაშე დააყენეს შევარდნაძეც, პოლიტოკრატიაც და საზოგადოებაც. სრული დარწმუნებით შეიძლება ითქვას: დაახლოებით ივლისის ბოლოსათვის სიგუა-კიტოვანს აფხაზეთში ომის დაწყება (ზემოთაღწერილი მიზნით) უკვე გადაწყვეტილი ჰქონდათ. თანაც არა «რკინიგზის დასაცავად», არამედ სწორედ სეპარატისტებთან საომრად. მეორეს მხრივ, აფსუა სეპარატისტებსაც მიეცათ შანსი, როგორიც მხოლოდ საუკუნეში და ათასწლეულში ერთხელ ეძლევათ. ამ შანსს ისინი ხელიდან არ გაუშვებდნენ. ამიტომ უდიდესი დემაგოგიაა იმის თქმა, თითქოს «რომ არა აფხაზეთში გვარდიის შეყვანა, ამ ტერიტორიას საქართველო არ დაკარგავდა». მაგრამ კიტოვანის მოქმედებამ საშუალება მისცა სეპარატისტებს, მთელი მსოფლიოს წინაშე დაეფიქსირებინათ: ომი დაიწყო სწორედ საქართველომ 1992 წლის 14 აგვისტოს. ფაქტის ფიქსაციას ასეთ შემთხვევაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ამით აფსუები კიდევ უფრო მომგებიან მდგომარეობაში აღმოჩნდნენ პოლიტიკური თვალსაზრისით. მით უმეტეს, რომ ძალიან ოსტატურად და ეშმაკურად შექმნეს ისეთი შთაბეჭდილება, თითქოს ისინი საქართველოსთან მოლაპარაკების გზით ცდილობდნენ ყველა პრობლემის გადაწყვეტას, ხოლო «საქართველოს მცირე იმპერიამ» ძალის გამოყენება არჩია და აფხაზეთში ტანკები შეიყვანა. სინამდვილეში მოლაპარაკება მაშინაც ისეთივე ბლეფი იყო, როგორც შემდგომში. არძინბა თანახმა გახლდათ შეხვედროდა შევარდნაძეს, მაგრამ არა აფხაზეთის ტერიტორიაზე, არამედ სოჭში ან მოსკოვში, რათა კიდევ ერთხელ დაედასტურებინა, რომ აფხაზეთი არ არის საქართველო. ედუარდ შევარდნაძე, ამაზე, რასაკვირველია ვერ წავიდოდა. ზემოთთქმულის მიუხედავად, შევარდნაძეს აფხაზეთში ომის დაწყება ზვიადისტთა ამბოხზე გაცილებით დიდ რისკად მიაჩნდა, მაგრამ პროცესთა მართვის სადავეები უფრო კიტოვან-სიგუა-იოსელიანს ეპყრათ ხელთ - გვარდია და მხედრიონი სახელმწიფო საბჭოს თავჯდომარეს არ ემორჩილებოდა. ტრადიციულად მისი ერთგული პოლიცია კი მაშინ ჯერ კიდევ უმწეო ჩანდა. 13 აგვისტოს, რესპუბლიკის მოედანზე ხალხმრავალი მიტინგი გაიმართა. ამ დროს გვარდია (დაახლოებით სამი ათასი შეიარაღებული ადამიანი) ახალციხის დივიზიიდან რუსების მიერ სწორედ მაშინ გადმოცემული 50 მოძველებული ტანკით უკვე დაიძრა აფხაზეთისაკენ. მიტინგზე იმდროინდელი საზოგადოებრივი ატმოსფეროსათვის დამახასიათებელი «დიდი იმედგაცრუება» და ისტერიული აპათია იგრძნობოდა. ლუზა შაკიაშვილი: «მომენატრა მიტინგიიიი. . . ..» მზექალა შანიძე (უზენაესი საბჭოს ყოფილი წევრი, რომელსაც, 19 აგვისტოს პუტჩის მხარდაჭერის მოტივით, კომუნისტური პარტიის სიით არჩეულ სხვა დეპუტატებთან ერთად გამსახურდიამ შეუწყვიტა უფლებამოსილება): «ის ადამიანები, ვინც ახალ ხელისუფლებას ებრძვიან, ნამდვილად დამნაშავეები არიან და მკაცრად უნდა დაისაჯონ» 14 აგვისტოს, შუადღეს, სოხუმთან უკვე საარტილერიო კანონადა ისმოდა. გვარდიამ დესანტი გადასხა გაგრაში. «ჩვენი კარგი ნაცნობი», გენერალი სუფიან ბეპაევი ქუთაისიდან ურეკავს კიტოვანს: «Желаю успеха». კიტოვანი წყალტუბოში ქეიფობს რუს გენერლებთან ერთად. ამ უკანასკნელთ ოდნავ შესამჩნევად ეღიმებათ. პირველივე დღეს (ანუ 14 აგვისტოს) მხვერპლი ორივე მხრიდან 50-ს აღწევს. ტელეკომპანია РТР-ის კორესპონდენტი (სოხუმიდან): „Примирение уже невозможно после того что произошло. А России надо действовать очень осторожно, чтоб не потерять свои козыри“. საქართველოს სამხედრო შვეულმფრენი სოხუმის (დამსვენებლებით სავსე) სანაპიროს ბომბავს. ე.წ. «მთიელ ხალხთა კონფედერაცია» «ქართული ეროვნების ყველა პირს» მძევლად აცხადებს - გვარდიის გაყვანასა და ზარალის ანაზღაურებას მოითხოვს. Независимая газета კონფედერაციის პრეზიდენტის, მუსა შანიბოვის სიტყვებს აქვეყნებს: «Если нам не будут мешать, мы сломим хребет грузинскому фашизму» ბორის ელცინიც აცხადებს ოფიციალურად: „Мы убеждены в необходимости вывода гвардии из абхазии“. მისი თქმით, «საფრთხე შეექმნა სტაბილურობას უზარმაზარ, მრავალეროვან რეგიონში.» ედუარდ შევარდნაძეს ტელეფონით უკავშირდება ჩრდილოეთ კავკასიის უკლებლივ ყველა რესპუბლიკის ლიდერი და «შეშფოთებით» კითხულობს: რა ხდება აფხაზეთში? ზვიად გამსახურდია დისკრედიტირებულია, ვინაიდან იმყოფება გროზნოში - კონფედერაციის ბუნაგში. აფხაზეთში ომის ინიციატორებს ეს მომენტიც გათვალისწინებული ჰქონდათ: ძნელი გასათვლელი არ იყო, რომ ჩეჩნები უმალვე აღმოჩნდებოდნენ აფხაზეთში, ხოლო «მათთან ჩახუტებული ექსპრეზიდენტისა» და მისი მომხრეების მიმართ ახალი, მართლაც ძნელად მოსაგერიებელი არგუმენტები შეიქმნებოდა. შევარდნაძე იძულებულია თანხმობა განაცხადოს განჯიდან გუდაუთაში, ბომბორას სამხედრო აეროდრომზე სწორედ იმ 345-ე საპარაშუტო სადესანტო პოლკის გადასროლის წინადადებაზე, რომელიც 9 აპრილს მოქმედებდა თბილისში - ეს რუსული გენერალიტეტის პირველი შურისძიებაა: იგი საქართველოს «დახვეწილ წამებას» იწყებს. ბორის ელცინი მოსკოვში პრესკონფერენციას მართავს. რუსეთის პრეზიდენტი აშკარად კმაყოფილია, მისი სახელმწიფოებრივი კონცეფცია იმარჯვებს - ყოფილი მოკავშირე რესპუბლიკები ქაოსში ეფლობიან : «....Я звонил Китовани, я звонил Шеварднадзе....» ერთ-ერთი რუსი ჟურნალისტი ეკითხება ელცინს: «ედუარდ შევარდნაძეს, რომელიც თეთრი სახლის დაცვისას ჩვენთან იყო, ახლა უკვე ხელები სისხლში აქვს მოსვრილი - რა შეგვიძლია გავაკეთოთ მოძმე აფხაზი ხალხისთვის?» სულეიმან დემირელი ჰუმანიტარულ დახმარებას უგზავნის არძინბას და, ამავე დროს, აკეთებს განცხადებას, რომლითაც აშკარავდება მისი სიმპათია სეპარატისტებისადმი. აფხაზთა მცირე ჯგუფი დემონსტრაციას მართავს ვაშიგტონში, თეთრ სახლთან. მოვლენას იმავე საღამოს ფართოდ აშუქებს რუსეთის ტელევიზია. წარწერა ტრანსპორანტზე: «Шеварднадзе демократ? – вот так шутка!» გაზეთი «Аргументы и факты» გვთხრის: «სოხუმის მაიმუნთსაშენში მაიმუნებს შიდსის ვირუსი აღმოაჩნდათ - ამბობენ ქართველებმა გადასდესო». სერგეი ბაბურინი გუდაუთაში ხვდება არძინბას, შემდეგ კი სოხუმში ქართველ ჟურნალისტს ეუბნება: «Вы разрушили советский союз и хотели спокойно отсидетса, но спокойной жизни у вас не будет». ლეონიდ პარფიონოვი მეორე გადაცემას აკეთებს ციკლიდან «Портрет на фоне». ფილმი მთავრდება იმით, რომ აფხაზეთის თვალწარმტაც სანახებში, ორღობესთან, ღორი მიძუნძულებს. რუსული შოვინიზმისათვის, ყველა ქართველთმოძულე ინტელექტუალის - დემოკრატისა თუ კომუნისტისათვის, სულიერი ზეიმისა და ტრიუმფის ჟამი დადაგა! საქართველოს სიძულვილით, ამპარტავანი «გრუზუნების» (თუ უკვე «გრიზუნების») სამაგალითო, საშვილიშვილო დასჯის წყურვილით ყველანი ერთიანდებიან: მოსკოველი ლიბერალებიდან - რუსულ გენერალიტეტამდე და ჩრდილოკავკასიელ ნაციონალისტებამდე. ნიკა იმნაიშვილი #აფხაზეთი #სოხუმი #ოკუპაცია #sokhumidaily
Pirveliradio Ge
Tbilisi, Georgia · 2 months ago
ვაშაძე გახარიას პილატეს ადარებს და უპასუხისმგებლობაში ადანაშაულებს
სააღდგომო დღესასწაულების მოახლოებასთან დაკავშირებით „ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე, ყურადღებას ხელისუფლების უმოქმედობაზე ამახვილებს და მოუწოდებს მათ, რომ საზოგადოებას სამოქმედო გეგა წარუდგინონ. დღეს გამართულ ბრიფინგზე გიორგი ვაშაძემ პასუხისმგებლობა პრემიერ-მინისტრს დააკისრა და ის პილატეს შეადარა. „ქვეყანაში გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა, გაზრდილია ეპიდ-აფეთქების რისკი და ამ ფონზე დაიწყო მორწმუნე ქრისტიანი მრევლისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ვნების კვირეული, ახლოვდება აღდგომის დღესასწაული, ხელისუფლება კი ამ მნიშვნელოვან და გადამწყვეტ მომენტში კვლავ დაიმალა. მივმართავ პრემიერ გახარიას, გამოდით და ნათლად განუმარტეთ საზოგადოებას რას აპირებთ? როგორია ეპიდ-უსაფრთხოებიდან გამომდინარე ტაძრებში სააღდგომო ლიტურგია სხვადასხვა რიტუალურ ღონისძიებებზე მორწმუნე მრევლის დასწრებასთან დაკავშირებული მითითებები? გავიგეთ რომ თქვენ და მთავრობის სხვა წევრები ტელევიზორის ეკრანიდან აპირებთ ამ ყველაფრისთვის თვალის მიდევნებას, მაგრამ შექმნილ ვითარებაში ეს ვერ იქნება პასუხისმგებლიანი ხელისუფლების არჩევანი, ეს უფრო პილატეს მსგავსი ხელის დაბანის და შორიდან ყურების არჩევანია, რაც დანაშაულის ტოლფასია! ჩემთვის ადვილად ამოსაცნობია თქვენი მხრიდან ამ საკითხზე დუმილის მოტივები და მას პირდაპირი ფარული პოლიტიკური მიზეზები და მიზნები აქვს. პირველი გინდათ რომ ჩვენს მიერ მორწმუნე მრევლის უსაფრთხოებიდან გამომდინარე რიტუალური აქტივობის მიმართ გამოთქმული სიფრთხილე და შენიშვნები ქრისტიანობისა და ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლად გაასაღოთ და მეორე, შემდგომში მოსალოდნელი ეპიდაფეთქება ქრისტიანული თემის და ეკლესიის დაუდევრობას დააბრალოთ რის საშუალებასაც ჩვენ რა თქმა უნდა არ მოგცემთ. სწორედ ამიტომ, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ აიღეთ პასუხისმგებლობა და პირადად გაეცით ყველასთვის თანაბრად, შესასრულებლად სავალდებულო ,მკაფიო და ნათელი მითითებები და მე როგორც ერთი მართლმადიდებელი ქრისტიანი მოქალაქე მზად ვარ შევასრულო იგი. რადგან ზუსტად ვიცი, რომ ნებისმიერი ფორმის დისკრიმინაცია და ორმაგი სტანდარტი არღვევს სახელმწიფოს ფუნდამენტს, კანონის უზენაესობასა და კონსტიტუციურ წესრიგს. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ ეხლა პოლიტიკის კეთებისა და პოლიტიკური დივიდენდების მიღების დრო არ არის! მოიქცეთ ისე, როგორც სახელმწიფოს თუნდაც ფორმალურ მმართველს შეეფერება და ფორმალურად მაინც აიღეთ პასუხისმგებლობა შექნილ კრიზისულ ვითარებაზე. ბატონო გახარია გამოდით, საზოგადოება ელოდება თქვენს გადაწყვეტილებებსა და მითითებს“ - გიორგი ვაშაძე.