ცერცვაძის თქმით, საეკლესიო რიტუალების ნაწილი კორონავირუსის გავრცელებისთვის საფრთხის შემცველია

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=139589 ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის თქმით, საეკლესიო რიტუალების ნაწილი კორონავირუსის გავრცელებისთვის საფრთხის შემცველია. , , მოგახსენებთ ჩემს პირად პოზიციას, როგორც პროფესიონალის - დიახ, მე მიმაჩნია, რომ ის ღონისძიებები, რომლებიც საეკლესიო რიტუალებით არის გათვალისწინებული და ასე იყო საუკუნეების მანძილზე, მათი ნაწილი სუფთა სამედიცინო თვალსაზრისით ეპიდემიის გავრცელებისთვის საფრთხის შემცველია. მაგალითად, იგივე ხალხმრავალი შეკრებები, იგივე, ვთქვათ, ერთი კოვზის გამოყენება ზიარებისთვის და ზოგიერთი სხვა", - ამბობს ცერცვაძე. ის ასევე აღნიშნავს, რომ ოფიციალურ რეკომენდაციას ვერ გასცემს, რადგან ეკლესიას თავისი წესები აქვს. "ეს ძალიან სენსიტიური თემაა. ეკლესიას, ასე ვთქვათ, აქვს თავისი კონსტიტუცია, გადატანითი მნიშვნელობით. საუკუნეების მანძილზე დაგროვებული ცოდნის და გამოცდილების საფუძველზე, მან უკეთ იცის რისი გაკეთების უფლება აქვს და არ აქვს, რა არის კარგი ადამიანებისთვის და რა არა, ამიტომ მე ვერ გავცემ ვერანაირი ოფიციალურ რეკომენდაციას რელიგიური რიტუალების მიმართ", - განაცხადა მან ვახო სანაიას დღის ამბებში. ცერცვაძემ განაცხადა, რომ "ეკლესიაც გაგებით ეკიდება" მიმდინარე მოვლენებს და მაგალითად მოიყვანა, რომში წმინდა პეტრეს მოედანზე შეწყვეტილი ლოცვა, ასევე, მექასა და მედინაში შეწყვეტილი ლოცვები და საბერძნეთისა და მსოფლიო საპატრიარქოს განცხადებები რიტუალების შეწყვეტაზე. "ვფიქრობ, რომ ჩვენს გაგებას შორის, რა არის ეპიდემიის გავრცელებისთვის სახიფათო და რა არა, დიდი განსხვავება არ არის. უბრალოდ, რაღაც-რაღაცეები ჯერ კიდევ ჩვენთან გრძელდება. მაგალითად, სოციალური დისტანციისკენ მოწოდება იყო და დღეს ხედავდით, რომ ეკლესიაში აშკარად იყო დისტანცია მრევლს შორის. ერთადერთი რაც კითხვის ნიშანს ბადებს, ეს არის ზიარება. მე გამოვთქვი, როგორც ოფიციალური პირის პოზიცია, რომელიც პატივს სცემს რელიგიას და ეკელსიას და ვერანაირად ვერ გასცემს რეკომენდაციებს და მეორე ჩემი პირადი, როგორც ექიმის პოზიცია", - განაცხადა მან.
0