კომპანია სარაჯიშვილმა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში გადაწყვიტა, რომ ქვეყანაში პანდემიის შედეგად გამოწვეული მდგომარეობის გამოსწორებაში თავისი წვლილი შეიტანოს და კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში 50 000 ლარი გადარიცხა.
StopCov ფონდი სპეციალური პლატფორმაა, სადაც ფიზიკურ და იურიდიულ პირებს სურვილის შემთხვევაში შესაძლებლობა აქვთ კორონავირუსთან საბრძოლველად ნებისმიერი ოდენობის თანხა გადარიცხონ. ეს თანხა მთლიანად მოხმარდება საჭირო სამედიცინო აღჭურვილობის შეძენას თუ სხვა აუცილებელად გასატარებელი ღონისძიებების დაფინანსებას.
"ვთვლით, რომ დღეს სახელმწიფო, კერძო სექტორი და საზოგადოება ერთიანი ძალებით უნდა გავუმკლავდეთ არსებულ გამოწვევას. დარწმუნებულები ვართ, რომ ყველა ერთად შევძლებთ ამას. გავითვალისწინოთ რეკომენდაციები და ვიზრუნოთ ერთმანეთზე", — აცხადებენ კომპანიაში.
P.s. სტატია ჩვენ არ გვეკუთვნის. სტატია გამოქვეყნებულია on.ge-ს მიერ.
#coronavirus #Feedc