მოვუწოდებ მთავრობას შეკრებების აკრძალვის რეგულაცია მკაფიო გახდეს – მარგველაშვილი

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=139593 საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი მოუწოდებს მთავრობას შეკრების აკრძალვის რეგულაცია საგანგებო მდგომარეობის დროს მკაფიო გახადოს. მარგველაშვილი ამასთან დაკავშირებით განცხადებას ფეისბუკზე აქვეყნებს, სადაც წერს: „მოვუწოდებ ყველას დავემორჩილოთ საგანგებო მდგომარეობას; -მთავრობას: გახადეთ მკაფიო და ერთმნიშვნელოვანი ის ერთი მთავარი – შეკრებების აკრძალვის რეგულაცია! 10 ადამიანი – რა ფართობზე, რა დაშორებით, ღია თუ დახურულ სივრცეში? დაეხმარეთ მოქალაქეებს დაიცვან დაწესებული შეზღუდვები!!, “ – წერია განცხადებაში. მარგველაშვილი ამბობს, რომ მთავრობის ნაბიჯების კრიტიკის დრო მას შემდეგ მოვა, რაც ერთად დავამარცხებთ პანდემიას, “ახლა ყველამ ერთად ვიზრუნოთ რომ დავეხმაროთ მათ ვისაც უჭირს!“.
0