70 წელს ზემოთ, მარტოხელა პენსიონერებისთვის დღეს პირბადეების დარიგება დაიწყება - თურნავა

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=139594 ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, დღეს, 70 წელს გადაცილებული, მარტოხელა პენსიონერებისთვის პირბადეების დარიგება დაიწყება. "თქვენ, დამერწმუნეთ, რომ კერძო სექტორის ჯგუფებს შორის ერთ-ერთი პრიორიტეტი ხართ, თუმცა მას შემდეგ, რაც 70 წელს გადაცილებულ მარტოხელა პენსიონერებს დავურიგებთ პირბადეებს. ამას ყველანი გაგებით უნდა მოვეკიდოთ, მეც კი არ მაქვს პირბადე. პირველ რიგში, პრიორიტეტი 70 წელს გადაცილებული, მარტოხელა პენსიონერია. ამ კატეგორიაში ორშაბათს ვიწყებთ დარიგებას", - მიმართა მინისტრმა ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის პასუხად.
0