7 votes
comments
1 shares
Save
დავით ზალკალიანმა საზღვარგარეთიდან საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანის გრაფიკი დაასახელა
300 reads
Headline
Tbilisi · 4 months ago
სტატიის წასაკითხად დააჭირე გაგრძელებას
or
By continuing you agree to Feedc’s Terms of use and Privacy Policy

საქართველოს მთავრობა და საგარეო საქმეთა სამინისტრო, პრემიერ-მინისტრის დავალებით, ინტენსიურად მუშაობს უცხოეთის ქვეყნებიდან ჩვენი მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა კორონავირუსთან დაკავშირებით საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.

მინისტრის განმარტებით უკვე თვენახევარია, რაც საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩართულობით და პრემიერ-მინისტრის დავალებით 3 ათასამდე ჩვენი მოქალაქის სამშობლოში დაბრუნება მოხერხდა.

მისივე თქმით, განხორციელდა სპეციალური რეისები ჩინეთიდან, იტალიიდან, პოლონეთიდან, ჰოლანდიიდან, გერმანიიდან და ეს სია საკმაოდ ვრცელია.

„მინდა საზოგადოებამ იცოდეს, რომ ჩვენ ვმუშაობთ ინტენსიურად იმისთვის, რომ უახლოეს დღეების და კვირების განმავლობაში იყოს კონკრეტულად გაწერილი ქართულ ავიაკომპანია „ეარზენა ჯორჯიან ეარვეისთან ერთად ის მიმართულებები, რა მიმართულებებიდანაც მოხდება საქართველოს მოქალაქეების ეტაპობრივი გამოყვანა.

გუშინ განვმარტე და კიდევ ვიმეორებ, რომ აუცილებელია ჩვენი ჯანდაცვის სისტემა მომზადებული შეხვდეს ჩვენი მოქალაქეების დაბრუნებას.

საზოგადოებას მინდა ვაცნობო, რომ შედგენილია 2 კვირის გრაფიკი. დღეს უკვე შედგება რეისი თბილისი-ბერლინი-თბილისი, რომელიც სამშობლოში დააბრუნებს ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც ამ დროისთვის ბერლინში არიან კონცენტრირებული. საელჩოების მეშვეობით მოხდა მათი თავმოყრა ბერლინში და მოხდება მათი დაბრუნება სამშობლოში.

ასევე, ხვალ განხორციელდება ბერძნული ავიაკომპანია „ეგეოსის“ ავიახაზების მიერ თბილისის მიმართულებით რეისი, რომლითაც ისინი ჩამოიყვანენ საქართველოს მოქალაქეებს, დააბრუნებენ საბერძნეთიდან და საქართველოდან წაიყვანენ მათ მოქალაქეებს.

26 მარტს განხორციელდება თბილისი-ვენა-თბილისის რეისი, ხოლო 31 მარტს განხორციელდება თბილისი-ამსტერდამი-თბილისის რეისი.

3 აპრილს განხორციელდება თბილისი-ვარშავა-თბილისის რეისი, ხოლო 7 აპრილს განხორციელდება თბილისი-ათენი-თბილისის რეისი. ასევე, 10 აპრილს განხორციელდება თბილისი-ლარნაგა-თბილისის რეისი.

ეს არის ის უახლოესი დღეების განრიგი, რისი შესაძლებლობაც ამ ვითარებაში არსებობს, რომ ჩვენ ეტაპობრივად გამოვიყვანოთ ჩვენი მოქალაქეები.

რა თქმა უნდა ჩვენ ვმუშაობთ შემდგომი რეისების დაგეგმვაზე, რომ ეტაპობრივად მოხდეს ჩვენი მოქალაქეების დაბრუნება.

ასევე მინდა საზოგადოებას ვაცნობო, რომ პრემიერ მინისტრის დავალებით და ეს იქნება მკაცრად გაკონტროლებული, რომ ბილეთის თანხა არ აღემატებოდეს 199 ევროს! - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

P.s. სტატია ჩვენ არ გვეკუთვნის. სტატია გამოქვეყნებულია imedinews.ge-ს მიერ.

#news #politics #coronavirus #headline
Headline
Tbilisi · 4 months ago
7
Write a comment
1