ჩინეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა 89,65% სრულად განიკურნა, 6,31% მკურნალობას აგრძელებს

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=139596 ჩინეთის ჯანმრთელობის დაცვის ნაციონალური კომისია კორონავირუსით ინფიცირებულთა შესახებ ახალ მონაცემებს აქვეყნებს ჩინეთის ჯანმრთელობის დაცვის ნაციონალური კომისიის მიერ გავრცელებული მონაცემების თანახმად, განვლილ 24 საათში ჩინეთში დაფიქსირდა ინფიცირების 39 ახალი შემთხვევა. დღემდე, ჩინეთში, სულ კორონავირუსით ინფიცირების 81093 შემთხვევაა დადასტურებული. დღეისათვის დაინფიცირებულთაგან სულ განკურნებულია 72703 კაცი ანუ 89, 65%. მკურნალობას განაგრძობს 5120 კაცი (6, 31%), რომელთაგან მძიმე მდგომარეობა აქვს 1749 კაცს. განვლილი 24 საათის განმავლობაში ჩინეთში კორონავირუსით გარდაიცვალა 9 კაცი. სულ გარდაცვლილთა რაოდენობამ 3270-ს მიაღწია.
0