კედლის მხატვრობა - საუკეთესო ქართველი მხატვრები / I ნაწილი

0
ვის მოვახატინოთ ინტერიერი? ვინ გახდის ჩვენს სამუშაო თუ საცხოვრებელ სივრცეს უფრო საინტერესოს თავისი ნამუშევრებით?
#რეკომენდაცია
#მომოგირჩევს
#მხატვარი

ქუჩის მხატვრობა და ინტერიერი

ქუჩის მხატვრობას ვუწოდებთ, ვინაიდან ყველაფერი ქუჩის ხელოვნებით დაიწყო და დღეს უკვე შეგვიძლია ინტერიერშიც თამამად გამოვიყებოთ ქუჩის მხატვრობის ელემენტები. ვინ ხატავს საქართველოში საუკეთესოდ დღეს?

ქუჩის მხატვრები ინტერიერისთვის

TamOonz

ერთ-ერთი პირველი “ვეტერანი” მხატვარი, დღესაც ხშირად შეხვდებით თამუნზის ნამუშევრებს ქუჩებში ✨
გამოირჩევა თავისი უნიკალური სტილით, ფერებითა და ხატვის მანერით 🔅

“ირეალური არსება”

გოგონა საოცარი ნახატებითა და სტილით,
გამოირჩევა სახასიათო პერსონჟებით. ადამიანის ფიგურები შეცვლილია, დომინირებს მკვეთრი ფერები. ნახატები საოცრად დინამიურია.
თითოეული მათგანი სხვადასხვა, უცხო ემოციას იწვევს ადამიანში.
*ნახატები ცალ-ცალკე უკეთ აღიქმება, გახსენით და ისე დაათვალიერეთ.

Teo Toi

განსაკუთრებული გოგო მსუბუქი ნახატებით ☀️
თეო ასევე საინტერესო ილუსტრატორია, მისი კედლის მხატვრიბაც სუსუფთავითა და მინიმალიზმით გამოირჩევა.

მოძრაობა - “B&G მოხატე”

ნამუშევარი B&G მოხატე (ინსტალაცია) ეკოლოგიის თემაზე. დასრულებული (კედლის ორი ვარიაცია) კონცეფცია
#შეცვალე
გვერდი www.facebook.com/moxate/

სალომე გულორდავა

სალომე პირველ რიგში უძლიერესი ფერმწერია, სხვებისგან გამორჩევა ძლიერი ექსპრესიული ნახატებითა და დინამიური ფიგურებით
მისი ნახატები უდედეს ემოციას ატარებენ.
გირჩევდით სალომეს ფერწერული ტილოების გამოყენებას ინტერიერში, ვინაიდან მისი თითოეული ნახატი შესრულების ტექნიკითაც კი უნიკალური და გამორჩეულია.

Takron Walls

ფერთა სიმსუბუქეზე როცა ვსაუბრობთ, აუცილებლად მაგალითად მომყავს ეს განსაკუთრებული მხატვარი;

Jokonda

ჯოკონდას გამოტოვება არ შეიძლება, ასევე ერთ-ერთი “ვეტერანი” ქართველი სთრით არტისტი, რომელსაც უმაღლესი დონის ნამუშევრები აქვს.
თორნიკე ამჟამად მოძრაობა “ნიკო”-სთან ერთად მუშაობს, პოსტში მის ძველ ნამუშევრებს გთავაზობთ.
აუცილებლად უნდა ითქვას “ნიკო”-ზეც;

ნიკო - NIKO

ნიკო მხატვრების მოძრაობაა, რომელიც აბსოლუტურად განსაკუთრებულ, უზარმაზარ კედლის ნახატებს გვთავაზობს,
ნიკოსთან” მუშაობენ - მუსია, თეო თოი, wise, jokonda და სხვა წარმატებული მხატვრები;
მსგავსი მოძრაობების არსებობა ქვეყანაში ძალიან მნიშვნელოვანია და მიმდინარეობას საგრძნობლად სწევს წინ.

მუსია ქებურია - Musya

მუსიას გარეშე ეს პოსტი ვერაფრით ჩაივლიდა,
მუსია იყო ერთ-ერთი პირველი მხატვარი და უკვე საუკეთესო მაგალითი, თავისი განსაკუთრებული ნამუშევრებით.
ასევე მუსიამ იმუშავა ჩემ მიერ შექმნილი ინტერიერის, (თელავის ოფისის) მოხატვაზე. შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა;
მუსიას ნამუშევრები მის საავტორო გვერდებსა და კედლებზე უნდა ნახოთ ✨ აქაურობა მუსიას უზარმაზარ ნამუშევებს ბოლომდე ვერ დაიტევს 🥰 ________________________________________ ეს პოსტი აქ ჰომ არ დაგვესრულებინა? წინ ქუჩის მხატვრობის მეორე ნაწილიც გველის, ვინაიდან არ მინდა ვინმე გამოგვრჩეს 🖤 ________________________________________ გამოიწერე გვერდი და ადევნე თვალყური თანამედროვე ქართულ დიზაინ - სიახლეებს, მომოსთან ერთად ✨ ________ ბლოგზე იმუშავა - მარიამ თოფურიამ / მომო ქოვერის ფოტო: Teo Toi _
#მხატვარი
#ქუჩისხელოვნება
#ქუჩისმხატვრობა
#ახალიამბები
#ხელოვნება
#დიზაინი
#არქიტექტურა
#ექსტერიერი
#ნახატი
#ნახატები
#streetart
#georgianstreetart
#ქართული
#კედლის
#მხატვრობა
#საქართველო
#მუსია
#მომო
#ნიკო
#Niko
#სთრითარტი
#არტი
0