როდის ამოქმედდება საქალაქთაშორისო გადაადგილების შეზღუდვა?

0
24 მარტს, 00:00-დან საქალაქთაშორისო ტრანსპორტი აღარ იმოძრავებს. ამის შესახებ გადაწყვეტილება უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოზე, დღეს მიიღეს. აღნიშნული შეზღუდვა ქალაქებს შორის საზოგადოებრივი ტრანსპორტის, მათ შორის მატარებლების მოძრაობის აკრძალვას ითვალისწინებს:. "ვზღუდავთ ყველა სახის საქალაქთაშორისო ტრანსპორტს, მათ შორის მატარებლით სამგზავრო გადაზიდვებს რკინიგზაზე და ეს შეზღუდვა ამოქმედდება, დღეს, დღის ბოლოს, 24:00 საათზე. გვესმის, რომ ეს არის ექსტრაორდინალური გადაწყვეტილება, მაგრამ ექსტრაორდინალური ვითარება მოითხოვს ექსტრემალურ გადაწყვეტილებას", — განაცხადა პრემიერმინისტრის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა.
#ქუთაისი
#საქალაქთაშორისოტრანსპორტი
#შეზღუდვა
#კორონავირუსი
#საფრთხე
#kutaisidaly
0