http://pirveliradio.ge/index.php?newsid=139620
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 8 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ სპეციალურ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ისაუბრა. მისი თქმით, პაციენტები დღეს სახლში გაეწერებიან.
"ისინი, როგორც მითითებულია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციებში, კიდევ იქნებიან ექიმების დაკვირვების ქვეშ უკვე თვითიზოლაციაში, დღეს დღის ბოლომდე ველოდებით დამატებით სამ პაციენტზე ინფორმაციას და დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ პაციენტებსაც, როგორც ჯანმრთელებს ხვალ სახლში გავწერთ", - თქვა ეკატერინე ტიკარაძემ.