ჩაის კულტურა საქართველოში

0
ჩაის კულტურა ბოლო პერიოდში აქტუალური გახდა და ბევრი პოსტიც იწერება, თუმცა აქაც მოგიყვებით ერთ პატარა დეტალზე, რომელი პირველ ფაბრიკას ეხება საქართველოში. მას შემდეგ, რაც ლაო ჯინ ჯაომ მსხვილ წარმოებაზე გადავიდა საჭირო გახდა ლაბორატორიისა და ჩაის ფაბრიკის შექმნა. ჩაქვში ლაო ჯინ ჯაოს სახლთან ახლოს ასიოდე მეტრში პირველი ჩაის ფაბრიკა გაიხსნა და ლაბორატორია მასში განთავსდა. ეს ადგილი მომგებიანი იყო როგორც ლაოსთვის ისე მეჩაიებისთვისაც. როგორც ცნობილია აქ დამზადებული ჩაის ბლოკები რუსეთში და ეპროპაში იგზავნებოდა. ჩაის ბლოკებს სპეციალური დაღები ჰქონდა. ფაბრიკა კი ძალიან ლამაზი შენობა გახლდათ. მიუხედავად იმისა, რომ ჩამოქცეულია კედლები, არ არსებობს იატაკი, ჭერი კი სასწაულებრივად არის შენარჩუნებული, შენობა მაინც ატარებს ის დროინდელ სულს. ფოტოზე კარგად ჩანს დღევანდელი მდგომარეობა
ფაბრიკაში მოიძებნება დოკუმენტები და ლაბორატორიის მასალები
ეს კი ლაოს სახლია რათქმაუნდა განადგურებული
#გააჟღერე
Feedc
#აჭარა
#guide
#ჩაი
#ტექნოლოგიები
#მეცნიერება
#ბიზნესი
#მოგზაურობა
#ხელოვნება
#ახალიამბები
0